Turebi Ge

უძველესი ადამიანების კვალი არგენტინაში

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში საკუთარი ხელის მტევანი არ შემოუხაზავს კონტურით. ჩვენთვის ეს ერთგვარი გასართობი იყო. მაგრამ არგენტინაში, პატაგონიის ტომის ინდიელების უძველესი წინაპრებისთვის ეს ერთგვარი რიტუალი იყო, რასაც ჩვენს დრომდე შემონახული გამოქვაბულის ხელის მტევნებით მოხატული კედლები ამტკიცებს.  

 

cueva-de-las-manos-001

 

, "ხელების გამოვაბული" არგენტინის სამხრეთში, მდინარე პინტურასის მიდამოებშია განლაგებული. ეს მარტო ერთი გამოქვაბული არაა, მსგავსი გამოქვაბულები 160 კილომეტრის რადიუსში ძალიან ბევრგან გვხვდება. მთავარი, ყველაზე დიდი გამოქვაბული საკმაოდ მოზრდილია - სიღრმეში 25 მეტრამდე აღწევს, ჭერის სიმაღლე 10 მეტრია, ხოლო გამოქვაბულის ყველაზე განიერი ადგილის სიგანე 15 მეტრია.  

 

cueva-de-las-manos-002 გამოქვებულის კედლებზე აქ 10 000 წლის წინ და კიდევ უფრო ადრე მცხოვრები ადამიანების ხელების მტევნების გამოსახულებებია დატანილი. აქაა როგორგ ნეგატივის ტიპის გამოსახულებები, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 550 წელსაა შესრულებული, ასევე პოზიტივის ტექნიკით შესრულებული, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 180 წელს გაკეთდა. მტევნების გამოსახულებები სხვადასხვა ფერისაა, წითელი, თეთრი, შავი და ყვითელი.   cueva-de-las-manos-003 კედლებზე უმეტესწილად მოზარდი ბიჭების მარცხენა ხელის მტევნებია გამოსახული. ამ პროცესისთვის ნატურალური წარმოშობის თხევადი საღებავები გამოიყენებოდა. ნეგატიური გამოსახულება თხევადი საღებავის შესხურებით კეთდებოდა, რომლისთვისაც ძვლის სპეციალურ მილებს იყენებდნენ, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი. მეცნიერები თვლიან ,რომ ეს რიტუალი ინიციაციის პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო. ბიჭი, რომელიც მამაკაცი უნდა გამხდარიყო, ამ წმინდა ადგილას ტოვებდა ხელის ანაბეჭდს. იმის გამო, რომ საღებავების შემადგენლობაში მინერალები შედიოდა, ნახატები ძალიან გამძლე იყო და ამიტომ ჩვენს დრომდეც მოაღწია. წითელი ფერის მისაღებად რკინის ჟანგი გამოიყენებოდა, თეთრისთვის - თეთრი თიხა, შავისთვის მარგანეცი და ა.შ.   cueva-de-las-manos-004cueva-de-las-manos-005 არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ ადამიანები ამ გამოქვაბულებს საცხოვრებლადაც იყენებდნენ. ხელების გამოსახულებების გარდა, აქაა სხვადასხვა ნახატები, მათ შორის ნადირობის სცენებიც. ამ ნახატებიდან ირკვევა, რომ ისინი ნადირობდნენ სირაქლემა ნანდუზე, გუანაკოზე, კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლებზე დაა.შ. კედლებზე ალაგ-ალაგ ამ ცხოველების თათების ანაბეჭდებიც გვხვდება. ხშირია სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურებიც.  გამოქვაბულები ადამიანებმა ჩვენი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნეში მიატოვეს.   cueva-de-las-manos-007cueva-de-las-manos-008cueva-de-las-manos-010 "ხელების გამოქვაბული" დღეს არგენტინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. 1990 წელს ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.    cueva-de-las-manos-011   cueva-de-las-manos-016 ამავე რეგიონში ნაპოვნ სხვა გამოქვაბულებშიც მოიძებნება ხელის მტევნების ანაბეჭდები, მაგრამ რიცხოვნობით ბევრად ჩამოუვარდებიან ხელების გამოქვაბულის ნახატებს.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
39 %
ევროპაში
26 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
10 %