Turebi Ge

ზალიპიე - ხელით მოხატული სოფელი პოლონეთში

აქ ყველაფერი მოხატულია და ყვავილებითაა დაფარული. მოხატულია ყველაფერი, სახლები, საქათმეები, ღობეები, ჭები და ა.შ.  ტრადიციას საფუძველი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს-მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა და დღემდე აქტიურად ვითარდება. სოფელში ფუნქციონირებს სკოლაც, სადაც მოხატვას ასწავლიან არამარტო ამ სოფლის ბავშვებს, არამედ ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლებსაც. აქ სულ 20 სახლი და რამოდენიმე ათეული სამეურნეო ნაგებობაა მოხატული. სახლები ნახატებით დაფარულია როგორც გარედან ასევე შიგნიდან და ზოგჯერ საყოფაცხოვრებო ნივთებს და ჭურჭელსაც ამშვენებს.   18189360-R3L8T8D-1000-24   18189610-R3L8T8D-1000-1 ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქალებს სურვილი გაუჩნდათ თეთრი სახლები ცოტა უფრო გაელამაზებინათ. თავდაპირველად ეს მარტივი ორნამენტები იყო, ხოლო საღებავებს ბუნებრივი ინგრედიენტებისგან ამზადებდნენ, უფრო სწორად, რაც ხელში მოხვდებოდათ, იმისგან: ნაცრის, თიხის, დაფხვნილი აგურის და ა.შ. ასეთი საღებავები რყის ხისგან დამზადებული ფუნჯის მეშვეობით დაიტანებოდა კედლებზე. 18189660-R3L8T8D-1000-15 სახლის გვერდით შეყუჟული ძაღლის ხუხულაც ულამაზესი ორნამენტებითაა დაფარული. როგორც წესი, დიასახლისები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვის უფრო ლამაზად, ორიგინალურად და მრავალფეროვნად ექნება გაფორმებული სახლ-კარი. 18189860-R3L8T8D-1000-8 ზრუნავენ არამარტო კერძო საკუთრებაზე - მდინარეზე გადასასვლელი ხიდიც ლამაზადაა გაფორმებული. 18189910-R3L8T8D-1000-11 თავდაპირველად უბრალოდ, ყვავილებს ხატავდნენ.  დროთა განმავლობაში ნახატები გართულდა, ახალი ფერები დაემატა და ერთადერთი, რაც დღემდე უცვლელია ისაა, რომ მოხატვა წინასწარი მოხაზვის და გეგმის გარეშე ხდება. ხატვის დაწყებისას არასოდეს იციან, როგორი იქნება ნახატის საბოლოო სახე.  მთავარია ეს იყოს ფერადი და უამრავი ყვავილით.   18189960-R3L8T8D-1000-1418190060-R3L8T8D-1000-1318190310-R3L8T8D-1000-19 სოფელში ფუნქციონირებს ფელიცია ცურილოვას სახლ-მუზეუმი. ფელიციას დიდი წვლილი მიუძღვის ხატვის ამ სტილის შენახვას, განვითარებასა და პოპულარიზაციაში.  მის სახლში მოხატულია ყველაფერი - ბუხრიდან დაწყებული თეფშებით დამთავრებული 18190360-R3L8T8D-1000-918190410-R3L8T8D-1000-4 ახალი ორნამენტების ხატვა ან ძველი ნახატების განახლება როგორც წესი წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულისთვის ხდება. 18190460-R3L8T8D-1000-1018190510-R3L8T8D-1000-2218190560-R3L8T8D-1000-1818190760-R3L8T8D-1000-2518197160-R3L8T8D-1000-33 გაზაფხულზე აქ ფერების ნამდვილი დღესასწაული დაგხვდებათ.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
39 %
არა
30 %
გააჩნია მიმართულებას
31 %