turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

ლაგოდეხი, ნინოსხევის (გურგენიანის) ჩანჩქერი

ჩანჩქერის სანახავად საუკეთესო პერიოდი გვიანი გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდეა, მაშინ, როცა ყველაფერი გაფოთლილია და ტემპერატურა საკმარისია იმისათვის, რომ დასველებულებს ძალიან არ შეგვივდეს. dsc2409 ტური იწყება გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან და საცალფეხო ბილიკით მიემართება მდინარე ,,ნინოს ხევის” პარალელურად.  ბილიკის სიგრძე დაახლოებით 8 კილომეტრია და მის გავლას 3-4  საათი ჭირდება. ბილიკი კარგადაა მარკირებული. იყავით მზად, რომ დასველება მოგიწევთ, მდინარის გადალახვა და ზოგერ წაქცეულ ხეებზე გადავლაც. dsc2508 მდინარის ხმაური, პატარ-პატარა წყალვარდნილები, უზარმაზარი ლოდები, ხეობაში მოხეტიალე სასიამოვნო სიო ერთობ სახალისოს და სათავგადასავლოს გახდის თქვენს მოგზაურობას. გზად გვეძლევა შესაძლებლობა შევხვდეთ იშვიათ რელიქტურ მცენარეებს, კერძოდ: ლაგოდეხის ნაღველას, ლაგოდეხის თეთრყვავილას, იულიას ფურუსულას, ჯონჯოლს, ლაფანს, წაბლს, ქართულ მუხას dsc2414dsc2429 მართალია ბილიკი ხეობას მიუყვება, მაგრამ რაღაც მომენტში ხელმარჯვნივ მოგიწევთ ბილიკით მდინარის ზემოდან გადავლა. ყურადღებით იყავით, რომ ეს მომენტი არ გამოგეპაროთ. ბილიკის დასაწყისი საკმაოდ მაღლაა და ასაძვრომად მოხერხება დაგჭირდებათ. რამოდენიმე მეტრის გავლის შემდეგ კი თქვენს წინ ულამაზესი 40-მეტრიანი ჩანჩქერი გამოჩნდება. dsc2437 მათთვის, ვისაც ექსტრიმი უყვარს, ჩანჩქერის ზემოთ შეუძლია ავიდეს გვიმრებში დამალული ბილიკით. ზემოთ მშვენიერი საბანაკე ადგილია და ცეცხლის დანთებაც შეიძლება. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ჩანჩქეთან, და ზემოდან გადმოხედვა მაშინ, როცა ლოდები სველია, რეკომენდებული არაა. dsc2489 ასასვლელი საკმაოდ ციცაბოა და ხშირად ტალახიანი, თუმცა მოლოდინებს ნამდვილად ამართლებს.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
33 %
ევროპაში
28 %
აზიაში
2 %
თურქეთში
5 %
ეგვიპტეში
12 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
16 %