Turebi Ge

ახალი ღვინის ფესტივალი 13-14 მაისს ჩატარდება

ღვინის ფესტივალი 2016ახალი ღვინის ფესტივალი 2016 მთაწმინდის პარკში, 13-14 მაისს ჩატარდება. ახალი ლოკაციის თაობაზე საქართველოს ღვინის კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო მონაწილეობის მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობიდან გამომდინარე. ფესტივალის პირველ დღეს, 13 მაისს, საქართველოს ღვინის კლუბი მოაწყობს დახურულ დეგუსტაციას, რომლის თემა იქნება ქვევრის ღვინოები საქართველოს ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური ქვევრის ღვინოები საფრანგეთიდან, იტალიიდან, სლოვენიიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან. 14 მაისს ახალი ღვინის ფესტივალის საჯარო ნაწილი ტრადიციული ფორმატით ჩატარდება. 11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მეღვინეობები ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2015 წლის მოსავლის ღვინოებს. თუკი ღონისძიების მასშტაბებს თვალს გადავავლებთ, ახალი ღვინის ფესტივალის პირველ გამოშვებაში, რომელიც 2010 წელს ჩატარდა, ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია იღებდა მონაწილეობას, ხოლო გასულ 2015 წელს ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები - სულ 105 სუბიექტი. გასულ წელს „ახალი ღვინის ფესტივალი“ უცხოურ მედიაში 20-მდე პუბლიკაციაში - ბლოგპოსტებში, სტატიებსა და რადიოგადაცემებში გაშუქდა. ახალი ღვინის ფესტივალი 2016-ის უცვლელი მხარდამჭერები იქნებიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ. თბილისის მერია.    
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
40 %
არა
27 %
გააჩნია მიმართულებას
33 %