5 საუკეთესო მიმართულება 2016 წლის გაზაფხულისთვის

გაზაფხული ის სეზონია, რომელიც ბუნებაში დასვენების და მოდუნების სურვილს აღვიძებს. National Geographic-ი 2016 წლის გაზაფხულისთვის სსხვადასხვა ინტერესების მქონე მოგზაურებს რეკომენდირებულ მიმართულებებს სთავაზობს.

 

  1. ტიტების ფესტივალი, ვაშინგტონის შტატი

 

ტიტების ფესტივალი

 

ეს ულამაზესი სანახაობა ვაშნგტონის შტატში 2-დან 24 აპრილამდე იმართება.  სკარგიტის ველზე ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები იმართება. ფესტივალი იდეალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც ოჯახთან ერთად ბუნებაში მშვიდად დასვენება სურს. სანამ უფროსები ტიტების თვალისმომჭრელი ფერებით ტკბებიან, ბავშვები სხვადასხვა აქტივობებში და ღონისძიებებში არიან ჩართული.

 

2. ფოლკლენდის კუნძულები

ალბატროსი

 

ველური და ქარიანი ფოლკლენდის კუნძულები ბუნების მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა: 227 სახეობის ფრინველი, ასობით ათასი პინგვინი და ალბატროსების ყველაზე დიდი კოლონია მსოფლიოში. აპრილ-მაისში კუნძულების სტუმრებს საშუალება აქვთ თვალი ადევნონ პატარა ალბატროსების დაფრთიანების პროცესს.

3. სან სებასტიანი, ესპანეთი

San Sebastián, Spain

სან-სებასტიანს არაოფიციალურად ბასკური კულინარიის დედაქალაქად მოიხსენიებენ, 2016 წელს ევროპის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადაა ვროცლავთან ერთად. სწორედ ამიტომ წლევანდელი გაზაფხული ქალაქში მნიშველოვანი ღონისძიებებითაა დატვირთული: ომის საწინააღმდეგო მუსიკალური ფესტივალი (25-27 მარტი), მსოფლიო თოჯინების ფესტივალი (28 მაისი - 5 ივნისი). ეს ყველაფერი კი ადგილობრივი კულინარიული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. თუ ზღვის პროდუქტები თქვენი საყვარელი საკვების რიცხვში შედის, სან-სებასტიანს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

4. სიცილია, იტალია

სიცილია კულტურული ტურების მოყვარულებისთვის სიცილია არაჩვეულებრივი მიმართულებაა. აქ მრავლადაა UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შემავალი ძეგლები, შთამბეჭდავი ტაძრები, ბაროკოს სტილის ქალაქები... გაზაფხული სიცილიაზე სტუმრობისთვის იდეალური დროა, ამ დროს სასიამოვნო ტემპერატურაა, ზაფხული კი აქ განსაკუთრებით ცხელია. მაისის თვეში ყვავილების ფესტივალზე დასწრებასაც შეძლებთ და ყვავილების ულამაზეს მოზაიკებს იხილავთ.

5. ანგუილა, ბრიტანული დასავლეთ ინდოეთი

ანგუილა თეთრი ქვიშის 33 სანაპირო, ცოცხალი მუსიკა, მარჯნები და ფირუზისფერი წყალი - ეს სწორედ ანგუილაა და საგაზაფხულო დასვენების მსურველებისთვის შესანიშნავი მიმართულება. აქ მაღალი დონის სასტუმროები, უმაღლეს დონეზე განვითარებული წყლის სპორტის სახეობები და სუფთა ზღვის პროდუქტები გელოდებათ. გაზაფხულის მთავარი "ღირსება" კი მუსიკალური ფესტივალებია. მათ შორისაა ერთ-ერთი უძველესი მუსიკალური ფესტივალი Moonsplash, რომელიც 21-24 აპრილს იმართება.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %