ბატეთის ტბაზე შესვლა ფასიანი ხდება

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ 2 ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს. ფრენები საბერძნეთის მიმართულებით, კერძოდ ათენსა და სალონიკში შესრულდება.
ათენისკენ ავიამიმოსვლა 2018 წლის 26 მარტიდან დაიწყება და კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება. ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 186 ევროდან იწყება. რაც შეეხება სალონიკს, აქ ფერენების შესრულებას Georgian Airways-ი 28 მარტიდან დაიწყებს, ორმხრივი ავიაბილეთის საწყისი ფასი 167 ევროა. ფრენები აქაც კვირაში ორჯერ შესრულდება.
გარდა ამისა, მარტის თვეშივე, კერძოდ 25 მარტიდან Georgian Airways ბარსელონას და ბოლონიის მიმართულებითაც იფრენს. თბილისი-ბარსელონა-თბილისი – პირდაპირი ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება; თბილისი-ბოლონია-თბილისი კი – ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს.
2018 წლის გაზაფხულიდან, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებს. ქუთაისი-ათენი-ქუთაისის რეისზე, ერთი გზის ბილეთის ფასი 9.99 ევროდან დაიწყება.
ფრენები 17 მაისიდან დაიწყება. ბილეთები ავიაკომპანიის ოფიციალურ საიტზე უკვე ხელმისაწვდომია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Wizzair-მა კიდევ რამდენიმე მიმართულებით დააანონსა ფრენები: ქუთაისი-რომი, ქუთაისი-პრაღა, ქუთაისი-პარიზი და ქუთაისი ბარსელონა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან დაიწყება, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას.
ყველა ავიარეისი სრულდება 180 ადგილიანი "აირბას A320" და 230 ადგილიანი "აირბას A321" ტიპის საჰაერო ხომალდებით. მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 105.99* ლარი/£ 34.99*-დან. დაბალბიუჯეტური ავიარეისი ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ტურისტული, სავაჭრო და საქმიანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და შესანიშნავი არჩევანია როგორც ტურისტული, ასევე ბიზნესმგზავრებისთვის.