მთიან აჭარაში ახალი ტურისტული ბილიკი გაიხსნა, მარშრუტი სოფელ ღორჯომიდან, მთა ლენკარის გავლით კურორტ ბახმაროზე სრულდება.
ტურისტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მთიანი აჭარის მონახულებით, ახალი ბილიკის საშუალებით შეძლებენ სოფელ ღორჯომში კასკადოვანი ჩანჩქერების, ოდებისა და მეჩეთების მონახულებას, ასევე ახალი ბილიკით შესაძლებელია მთა ლეკნარისა და ბახმაროს მონახულებას.
ტურისტული მარშუტის მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე დაასრულა.
2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 763 729 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტების რაოდენობა (24 საათი და მეტი) 380 895-ს გაუტოლდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2017 წლის 9 თვეში მეზობელი ქვეყნების გარდა, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ირანიდან, საუდის არაბეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან და ბელარუსიდან ვიზიტორების რაოდენობის ზრდამ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, წელს, ყველაზე ხშირად დათვალიერებული ტერიტორიების ხუთეული ასე გამოიყურება: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, სათაფლია და ოკაცეს კანიონი.
სიის მიხედვით, პირველ ხუთეულს დიდად არ ჩამორჩება ბათუმი, მესტია, კახეთის რეგიონი და თუშეთი.