საქართველოს მიმართულებით WizzAir და RyanAir ფრენებს ანახლებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით საქართველოს მიმართულებით დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები WizzAir და RyanAir ფრენებს განაახლებენ.
მისი განცხადებით სექტემბერში აღდგება ფრენები ავიაკომპანია Wizz Air - ით ხოლო ოქტომბრის ბოლოს ავიაკომპანია RyanAir- განახორციელებს ავიარეისებს.
“დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა არის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ამოცანა და მონაპოვარი. 2016 წელს ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შემოსულიყო კომპანია Wizz Air-ი. შემდეგ მან გააორმაგა მიმართულებები.
2019 წელს დავასრულეთ მოლაპარაკება და შემოვიყვანეთ მსოფლიო დაბალბიუჯეტიანი ავიაგიგანტი Ryanair-ი და ჩვენ ამ მონაპოვარს არ დავთმობთ.
პირდაპირ გეტყვით, რომ უკვე ამ თვეში აღდგება გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით ფრენები Wizz Air-ის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენ ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ ოქტომბრის ბოლოდან ან ნოემბრის დასაწყისიდან Ryanair-ი აღადგენს ფრენებს. რა სიხშირეები იქნება, რა მიმართულებები იქნება ამაზე ავიაკომპანიებთან ვმუშაობთ”
ინფორმაციის წყარო:www.avianews.ge