თბილისი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისები 7 ივლისიდან შესრულდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია „სერვისეარი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენების განხორციელებას 7 ივლისიდან დაიწყებს.

მგზავრებს „სააბის“ ტიპის 32 ადგილიანი საჰაერო ხომალდი მოემსახურებათ, ერთი გზის ბილეთის ღირებულება 90 ლარს შეადგენს; ფრენები ოთხშაბათის გარდა, ყოველდღე შესრულდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტული კომპანია „ვანილა სქაის“ თბილისისა და ბათუმის ოფისებში, ასევე აღნიშნული კომპანიის ვებგვერდზე (7 ივლისის 16:00 საათიდან) და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სალაროში.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %