turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 604

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 618
Turebi Ge
რჩევები date 16 დეკემბერი 2016 count 6404

როგორ უნდა შეხვდეთ ახალ წელს ორჯერ

გიყვართ ახალი წლის საზეიმოდ შეხვედრა,ფეიერვერკები და მხიარულება ქუჩაში? თუ კი, მაშინ რატომ უნდა შეზღუდოთ თავი იმით, რომ ასეთი დღესასწაული წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოიწყოთ? სულაც არა, თქვენ შეგიძლიათ ერთი დღის განმავლობაში ორჯერ შეხვდეთ ახალ წელს საზეიმოდ! ამისათვის რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი არსებობს.

მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ახალ წელს ჯერ ახალ ზელანდიაში შეხვდეთ, შემდეგ კი კუკის კუნძულებზე. ახალი ზელანდია ერთ-ერთი პირველი ეგებება ახალი წლის დადგომას, კუკის კუნძულები კი მის საპირისპიროდ, წყნარი ოკეანის სამხრეთით ერთ-ერთი ბოლო წერტილია დროის სარტყელზე. ახალი ზელანდიიდან, კერძოდ კი ოკლენდიდან კუკის კუნძულებზე მოსახვედრად თქვენ მხოლოდ 4 საათიანი ფრენა დაგჭირდებათ. ოკლენდიდან გაფრენა 1 იანვრის დილის 9 საათზე შეგიძლიათ, ამ დროს კუკის კუნძულებზე 31 დეკემბრის შუადღის 2 საათია, ამრიგად, კუნძულზე ჩასვლისას ახალი წლის შეხვედრამდე დასვენებასაც მოასწრებთ!

ახალი წელი ზელანდიაში

ახალი წლის შეხვედრა ერთი დღის განმავლობაში ორჯერ, ევროპაშიც შეგიძლიათ. ევროპა "დასერილია" დროითი საზღვრებით. ერთ-ერთი ასეთი საზღვარი შვედეთსა და ფინეთს შორის გადის. უფრო მეტიც, ლაპლანდიის ორი სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა დროით სარტყელში ცხოვრობს. Karesuando შვედეთის მხარეს მდებარეობს, Karesuvanto კი ფინეთის მხარეს. მათ დროებს შორის სხვაობა 1 საათია. შეგიძლიათ ახალ წელს ჯერ ფინეთში შეხვდეთ, შემდეგ ხიდი გადაიაროთ და ძველი წლის ბოლო ერთი საათი შვედეთში გაატაროთ!

ახალი წელი ლაპლანდიაში

ახალი წლის ორჯერ შეხვედრა ევროპის კიდევ ორ ქვეყანაში, პორტუგალიასა და ესპანეთში შეგიძლიათ. პორტუგალიაში ახალი წელი ერთი საათით გვიან დგება, ვიდრე ესპანეთში. თუ ახალ წელს ესპანეთის პატარა ქალაქ Badajoz-ში შეხვდებით, ამის შემდეგ ტაქსით მხოლოდ 20 წუთი დაგჭირდებათ, რათა პორტუგალიის ქალაქ Elvas-ში ჩახვიდეთ. იქ კი ხელახლა შეეგებოთ ახალ წელს!

მსგავსი სიახლეები