turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 604

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 618
Turebi Ge
რჩევები date 18 იანვარი 2017 count 13419

10 საუკეთესო კუნძული თაფლობისთვის გასატარებლად

დაგვეთანხმებით, რომ საქორწინო მოგზაურობა უნდა იყოს დასამახსოვრებელი, თუმცა საუკეთესო მიმართულების შერჩევა ზოგჯერ საკმაოდ რთულია. Lonely Planet-მა "თაფლობისთვის სახელმძღვანელოში" დაასახელა10 კუნძული, რომელიც საუკეთესო არჩევანია ქორწინების პირველი დღეების გასატარებლად.

10. სენტ ვინსენტი და გრენადინები

კარიბის ზღვაში მდებარეობის დამსახურებით, სენტ ვინსენტი და გრენადინები გამოირჩევა მიმზიდველი სანაპიროებით. კუნძული განსაკუთრებით მოეწონებათ აქტიური, გარე დასვენების მოყვარულებს. კუნძულზე შეგიძლიათ საკუთარი თავი ვულკანებზე ცოცვაშიც გამოსცადოთ.

სენტ ვინსენტი და გრენადინები

9. ტიომანი, მალაიზია

ტიომანი საკმაოდ დიდი კუნძულია, რომელზეც შენარჩუნებულია ბუნებრიობა. აქ შეგიძლიათ შეიგრძნოთ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრება. ტიომანი იდეალური კუნძულია მათთვის ვისაც ჯუნგლებში ლაშქრობა და წყალქვეშა თავგადასავლები იზიდავს.

8. სანტორინი, საბერძნეთი

სანტორინიზე იპოვით წითელ კლდეებს, შავ პლაჟებს, თეთრ ქარის წისქვილებს, ლურჯ ზღვას და საუკეთესო განწყობას  - იმას, რაც სანტორინის საბერძნეთის სავიზიტო ბარათად აქცევს.

სანტორინი

7. პრასლინი და ლე დიუგე, სეიშელი

მიუხედავად იმისა, რომ ლე დიუგე უფრო ცნობილია, ვიდრე პრასლინი, ორივე კუნძული ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს.:თეთრი ქვიშით გარშემორტყმული ფირუზისფერი წყალი და მწვანე ჯუნგლები.

6. ტასმანია, ავსტრალია

თუ ეძებთ არაჩვეულებრივ საკვებს, მთებს, ტბებს, სალაშქრო ბილიკებს - ტასმანია თქვენ გელოდებათ! ამ ყველაფერს ემატება ულამაზესი ჩანჩქერები, დელფინები და ა.შ, ეს ყველაფერი თქვენს ავსტრალიურ თაფლობისთვეს ნამდვილად დაუვიწყარს გახდის.

5. ნევისი, კარიბის აუზი

ნევისი კარიბის აუზის კუნძლებში ის გამონაკლისია, რომელზეც ნაკლებადაა All Inclusive სასტუმროები და საკრუიზო გემების პორტები. ამის გამო კუნძული გადატვირთული არაა. შესაბამისად, ნევისზე შეგიძლიათ მშვიდად დაისვენოთ და ქორწინების პირველი დღეები იდეალურად გაატაროთ.

4. ალგონქვინის პროვინციული პარკი, კანადა

ალგონქვინი მოლაშქრეების, კაიაკერების და კანოეს მოყვარულებისთვის მიმზიდველი ადგილია. ეს ყველაფერი პარკში ტბების და ფიჭვის ტყეებს შორის გაყვანილი ბილიკების სიმრავლის დამსახურებაა. 

3. ჰუაჰინე, ფრანგული პოლინეზია

ჰუაჰინეში სტუმრობისას ორი არჩევანი აქვთ: დიდი ან პატარა ჰუაჰინე. დიდ კუნძულზე ტურისტული აქტივობების სიმრავლეა. აქ შეგიძლიათ საცხენოსნო ტურებითაც ისარგებლოთ. პატარა კუნძულს კი იმ შემთხვევაში მიაშურეთ, თუ ხელუხლებელი სანაპიროები გიზიდავთ.

2. ქუირიმბას არქიპელაგი, მოზამბიკი

31 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი შესაძლებლობას გაძლევთ გაეცნოთ უამრავი სახეობის ფრინველს და წყლის ბინადარს. კუნძულებზე პოპულარული აქტივობაა ნაოსნობა.

1. კორსიკა

საუკეთესო ადგილი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ლამაზი პლაჟები, მთები, ხეობები, დიდებულ ტყეებში ბუდეებივით განთავსებული სოფლები - კორსიკას ყველაფერი აქვს იმითის, რომ საუკეთესო თაფლობისთვე გაატაროთ.

მსგავსი სიახლეები