Turebi Ge

10 საუკეთესო მუსიკალური ფესტივალი 2017 წლის ზაფხულისთვის

მზე, მუსიკა, მეგობრებთან ერთად გართობა - ეს იდეალური ზაფხულია. თუ აქტიური დასვენების მოყვარული ხართ და საზაფხულოდ ევროპაში მოგზაურობას გეგმავთ, იდეალური იქნება თუ თქვენს მარშრუტს ყველაზე დიდ და ცნობილ მუსიკალურ ფესტივალებს დაამთხვევთ. ევროპის სხვადასხვა ქალაქი 2017 წლის ზაფხულზე მუსიკის მოყვარულებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

Glastonbury

Glastonbury ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი მუსიკალური ფესტივალია ევროპაში. მასზე დასასწრები ბილეთები წუთებში იყიდება. ინგლისის ერთ-ერთ უძველეს ქალაქში ერთმანეთის გვერდით წარსდგებიან ძველი თაობის ვარსკვლავები და ახალგაზრდა შემსრულებლები. 45 წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალი 2017 წელს 21-25 ივნისს იმართება.

Tomorrowland

მარტივად რომ ვთქვათ, ესაა ელექტრონული მუსიკის ყველაზე დიდი შოუ მსოფლიოში. ფესტივალი 2005 წელს დაარსდა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის ნამდვილი დღესასწაულია. Tomorrowland-ის ლოკაცია ბელგიის ქალაქი ბუმია. 2017 წელს ფესტივალი 21-23 და 28-30 ივლისს იმართება.

Sziget Festival

სზიგეტის ფესტივალი იმ ღონისძებების სიაშია, რომლის ბილეთებიც განსაკუთრებული მარკეტინგული ჩარევების გარეშეც სწრაფად იყიდება. ბუდაპეშტი კი ყოველთვის კარგ მასპინძლობას უწევს სტუმრებს. გასულ წელს ფესტივალი მასპინძლობდა ისეთ შემსრულებლებს, როგორიცაა Muse, Rihanna, David Guetta. 2017 წელს Sziget Festival-ი 9-16 აგვისტოს ჩატარდება.

Rock am Ring & Rock im Park

თუ როკი და მძიმე მეტალი თქვენი საყვარელი ჟანრია, ამ გერმანულ ფესტივალს ნამდვილად უნდა დაესწროთ. ამის შემდეგ თქვენ თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ საუკეთესო შაბათ-კვირა გქონდათ. გერმანული ფესტივალი 2017 წელს 2-4 ივნისს ქალაქ მენდიგში და ნიურნბერგში ჩატარდება.

Download Festival

როკისა და მძიმე მეტალის მოყვარულებისთვის ეს ფესტივალი კარგად ნაცნობი უნდა იყოს. მან არაერთი ცნობილი ბენდის კარიერაში ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. ბრიტანული როკ-ფესტივალი წელს 9-11 ივნისს იმართება და ისეთ შემსრულებლებს უმასპინძლებს, როგორებიცაა System of a down, Aerosmith და ა.შ.

Super Bock Super Rock

ლისაბონის როკ-ფესტივალი ყოველ წელს უფრო შთამბეჭდავ და პოპულარულ შემსრულებლებს მასპინძლობს. ფესტივალის წლევანდელი სტუმარი Red Hot Chili Pepers-ი იქნება. ფესტივალი 13-15 ივლისს ჩატარდება.

Hellfest Open Air

Deep Purple, Aerosmith, Linkin Park - ნამდვილად არაჩვეულებრივი ჩამონათვალია. მათი მოსმენა საფრანგეთში Hellfest Open Air-ზეა შესაძლებელი. ფესტივალი 2017 წლის 16-18 ივნისს ქალაქ Clisson-ში გაიმართება.

EXIT Festival

სერბული ფესტივალი სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მუსიკალური მრავალფეროვნებით იზიდავს. 2017 წლის Line up-ის გამორჩეულად მრავალფეროვანია. ფესტივალი სერბეთის ქალაქ ნოვი სედში, პეტროვარადინის ციხესთან 6-9 ივლისს იმართება.

Ultra Europe

Ultra Europe ამერიკული Ultra Music Festival-ის ღირსეული მემკვიდერა ევროპაში. ფესტივალს ხორვატიის ქალაქი სპლიტი მასპინძლობს და წელს 13-19 ივლისს გაიმართება.

Primavera Sound

Primavera Sound-ი ახალი მუსიკის ძლიერი მხარდამჭერია. ფესტივალი ბარსელონაში 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
38 %
არა
31 %
გააჩნია მიმართულებას
31 %