turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

საუკეთესო სანაპიროები ბავშვებისთვის

ბავშვებთან ერთად დასვენება მშობლებისთვის, როგორც წესი, ნამდვილი "თავის ტკივილია". განსაკუთრებით, როცა საქმე საზღვაო კურორტზე დასვენებას ეხება. მათ მუდმივად სჭირდებათ ყურადღება. ასეთ დროს საუკეთესო ვარიანტია ისეთი სანაპიროები, სადაც ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობებია, მისი ასაკის ბევრი ბავშვია გარშემო და მათთან კომუნიკაციაში შედის და ა.შ.

6-13 წლის ასაკის ბავშვებისთვის ექსპერტები ევროპაში რამდენიმე სანაპიროს უწევენ რეკომენდაციას:

კარავოსტასი, საბერძნეთი

კარავოსტასი საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში, ძირითად კურორტებთან ახლოს მდებარეობს. დაახლოებით 500 მეტრი სიგრძის სანაპირო გამოირჩევა ლურჯი, სუფთა წყლით და ყავისფერ-ოქროსფერ-თეტრში გარდამავლი ქვიშიანი სანაპიროთი. მიმდებარედ არის რამდენიმე მკვეთრი "ჩასავარდნი", ამიტომ სანაპირო არაა რეკომენდირებული ბავშვებისთვის, რომლებიც ახლა სწავლობენ სიარულს. თუმცა მოზრდილებისთვის გარემო სრულიად უსაფრთხოა. სანაპიროსთან ახლოს უძველესი ნანგრევებია შემორჩენილი, რის გამოც ტერიტორია ნაკრძალადაა გამოცხადებული და ახალი მშენებლობები აკრძალულია.

ლლაფრანკი, კოსტა ბრავა, ესპანეთი

ლლაფრანკის სანაპირო საკმარისად დიდი იმისთვის, რომ ოჯახური დასვენების მსურველები შესაბამისად გაერთონ და საკმარისად პატარა იმისთვის, რომ  იპოვნონ საჭირო სიმშვიდე და მყუდროება.

ფირუზისფერი ზღვა და ქათქათა სილიანი სანაპირო პირდაპირ ეხება პატარა სასტუმროებსა და რესტორნებს. ლლაფრაკზე მარტივად შეგიძლიათ მანქანით ან ფეხით გაისეირნოთ კლდეების გასწვრივ.

Çıralı, ანტალია, თურქეთი

ტყით, მთებით და ლიმონის ჭალებით გარშემორტყმული Çıralı-ი ერთ-ერთი ყველაზე ხელუხლებელი სანაპიროა თურქეთში. ამ პატარა სანაპირო ქალაქს რესტორნების, უძველესი სამარხებისა და ტაძრების დიდი არჩევანი აქვს. დაცულ ღორღიან სანაპიროზე შეგიძლიათ კუებიც ნახოთ. სატყეო სამსახურისა და კულტურის და ტურიზმის სამინისტროს დამსახურებით აქ თანამედროვე მშენებლობები მინიმუმამდეა დაყვანილი.

Île d’Oléron, საფრანგეთი

კორსიკის შემდეგ საფრანგეთის ყველაზე დიდი კუნძული საუკეთესოა ველომოყვარულებისთვის. 100 კმ-ზე მეტი სიგრძის ველობილიკი გადის მინდვრებზე და ფიჭვის ტყეებზე.

თუმცა ოჯახური დასვენების მსურველებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი გრძელი და სუფთა ქვიშიანი პლაჟებია. 

აქ ასევე შეგიძლიათ საუკეთესო ხამანწკები დააგემოვნოთ.

კალაბრია, იტალია

კალაბრია ხშირად ვერ ხვდება საზაფხულო ბროშურებში, ისეთი კუნძულებისგან განსხვავებით, როგორიც, მაგალითად, სიცილიაა. მაგრამ კლდის თავზე განთავსებული ეს ძველი ქალაქი გამოირჩევა როგორც ულამაზესი ქვიშიანი პლაჟით, ასევე მაღაზიების მრავალფეროვნებით. სწორედ აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ცნობილი Gelati Tonino-ის ნაყინი, რომლის რამდენიიმე სახეობა ხახვის და მელანთევზას გემოთია.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
43 %
არა
25 %
გააჩნია მიმართულებას
32 %