Turebi Ge

5 საუკეთესო ქვეყანა ცხოველების მოყვარულებისთვის

თუ გიყვართ ცხოვეელბი, მათზე დაკვირვება ან ზოგადად ველური სამყარო, შეგიძლიათ თქვენი მოგზაურობა ამ მხრივქაც დატვირთოთ. წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების ათეულს, სადაც სხვადასხვა სახეობის ცხოველების ნახვას და მათზე დაკვირვებას შეძლებთ.

ბრაზილია იაგუარით დაინტერესებულებულებისთვის

ბრაზილიაში მდებარე პანტანალის ჭალა ის საუკეთესო ადგილია, სადაც იაგურებს ნახავთ. ეს მტაცებელი ცნობილია მოუხელთებელი ბუნებით, თუმცა წელიწადის მშრალ სეზონზე მათი ნახვის შანსი იზრდება. ივნისიდან ნოემბრამდე პერიოდში წყლის სიმცირის გამო იაგუარები მდინარის ნაპირებს ეტანებიან და ამ პერიოდში ნავით სეირნობისას მათი შემჩნევა ადვილია.

პანდები ჩინეთში გელოდებიან

Chengdu - ესაა პანდების მსოფლიო "დედაქალაქი" და "პანდამოყვარულების" საყვარელი ადგილი. ესაა პანდების გადარჩენისა და გამრავლების ცენტრი, მწვანე ოაზისი, სადაც 90-ზე მეტი შავ-თეთრი პანდა ცხოვრობს. ცენტრში სტუმრობა წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მაგრამ აგვისტო-სექტემბერში ვიზიტისას თქვენ, ფაქტობრივად, ბინუსს მიიღებთ და ახალშობილ პანდებსაც ნახავთ.

ინდოეთი - ვეფხვები

ინდოეთში ბევრი სიურპრიზი გელოდებათ, ერთ-ერთი მათგანი ბენგალური ვეფხვია. მათი ნახვა ინდოეთის მასშტაბით რამდენიმეგან შეგიძლიათ, თუმცა საუკეთესო ადგილი Bandhavgarh-ია. სწორედ აქაა თავმოყრილი ყველაზე დიდი რაოდენობით ბენგალური ვეფხვი.

მადაგასკარი ქამელეონების სანახავად

მსოფლიოში სიდიდით მეოთხე კუნძული გამოირჩევა თავისი ბიომრავალფეროვნებით. აქ შეხვდებით ისეთ სახეობებს, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავთ. სწორედ მადაგასკარზე თავმოყრილი მსოფლიო ქამელეონების ნახევარი. ამ ფერადი ხვლიკების გარდა, მადაგასკარი ცხოველების მოყვარულებს 28 სახეობის ლემურითაც იზიდავს.

ქამელეონი

მალაიზია - ორანგუტანების მოყვარულებისთვის

სამწუხაროდ, ოარნგუატენბი სწრაფად ქრებიან ტროპიკული ჯუნგლებიდან. კუნძულ ბორნეო ერთ-ერთი იმ ადგილთაგანია, სადაც მათი შენარჩუნებისთვის იბრძვიან. ორანგუტანების ნახვა შეგიძლიათ დანუმის ხეობაში და სანდაკანის ტყეებში.

ორანგუტანი

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
41 %
ევროპაში
25 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
10 %