turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

სამცხე-ჯავახეთის საოცარი ხედები

მშვე­ნი­ე­რი დი­ლა გა­თენ­და, კა­ცი ‘გა­აპ­აპ­უტ­კებ­და“ ვფიქ­რობ და თან ჩემს გამ­ზა­დე­ბულ ზურ­გჩან­თას ვი­კი­დებ. დი­ლის ცხრა სა­ათ­ია, ვდგა­ვარ მე­გო­ბარ­თან ერ­თად ავ­ტო­ბა­ნის 32-ე კი­ლო­მეტრ­ზე, ნა­ტახ­ტა­რის გა­და­სახ­ვევ­თან (ამ ად­გი­ლამ­დე ყო­ველ­თვის წე­როვ­ნის სა­მარ­შუ­ტო ტაქსს მოვ­ყვე­ბი ე.წ. ოკ­რი­ბის სად­გუ­რი­დან, რო­მ­ლის ფა­სი ერ­თი ლა­რია); უკ­ვე შვი­დი წე­ლია ასე ვმგზავ­რობ და ვმოგ­ზა­ურ­ობ სა­ქარ­თვე­ლო­ში (იღ­ბლი­ა­ნი „ავ­ტოს­ტო­პის­თვის“ ჩა­იც­ვით ფე­რა­დოვ­ნად).

- სა­ით? გვე­კით­ხე­ბა მძღო­ლი.

-სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის­კენ, ვპა­სუ­ხობთ ერ­თად.

-არ გე­ზა­რე­ბათ კი­მა­რა ასე ხე­ტი­ა­ლი (მძღო­ლი)?

-ჩვენ უხ­ერ­ხუ­ლად ვი­ცი­ნით და ერ­თმა­ნეთს უყ­ურ­ებთ.

არ­სე­ბობს ად­გი­ლე­ბი, რომ­ლებ­ზეც მოგ­ზა­ურ­ე­ბი მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი არ­ი­ან, სა­დაც მუ­დამ ბრუნ­დე­ბი­ან და ყო­ველ­თვის ახ­ა­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით აღ­სავ­სე­ნი რჩე­ბი­ან. სწო­რედ ას­ე­თი ად­გი­ლი ჩემ­თვის სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თია, ის­ტო­რი­უ­ლი: სამ­ცხე, ჯავა­ხე­თი და თო­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხრეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე­ობს.

პირ­ვე­ლი ჩვე­ნი გა­ჩე­რე­ბა ბორ­ჯომ­შია, თბი­ლისი­დან 160 კი­ლო­მეტრ­ში (ხა­შურ­თან გა­დახ­ვე­ვა არ და­გა­ვიწყ­დეთ).  ეს გახ­ლავთ „ლი­ან­და­გ­ის­ებ­უ­რი“ მტკვრის პი­რა და­სახ­ლე­ბა-ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც ორი მთა­თა სის­ტე­მას შორის არ­ის მოქ­ცე­უ­ლი (თრი­ალ­ეთ­ი­სა და მეს­ხე­თის ქე­დე­ბი). იწ­ყე­ბა ბუნების სიტ­კბო­ებ­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ამ­ო­ოხ­ვრე­ბი, ჩქა­რა გა­და­ვირ­ბენთ მტკვარ­ზე ხიდს და ბორ­ჯომ-ხა­რა­გაუ­ლის ის­ტო­რი­უ­ლი პარ­კის­კენ ვე­შუ­რე­ბით (1935 წელს და­არ­სდა  პირ­ვე­ლად ბორ­ჯო­მის ნაკრ­ძა­ლი); ჩან­თის ტა­რე­ბა უფ­რო და უფ­რო ძნელ­დე­ბა, მაგ­რამ ჩვე­ნი ბუ­ნე­ბით აღ­ტკი­ნე­ბა ყვე­ლა­ფერს უძ­ლებს, ერ­თი სუ­ლი გვაქვს გა­და­ვირ­ბი­ნოთ ბორ­ჯო­მის ხე­ობ­ის რა­ღაც ნა­წი­ლი და ერ­თად ჩა­ვე­ყა­როთ გო­გირ­დის აბ­ან­ო­ებ­ში, რო­მე­ლიც ბორ­ჯო­მის პარ­კი­დან 2-3 კი­ლო­მეტრ­ში მდე­ბა­რეო­ბს, ხე­ობ­ის მი­მარ­თულე­ბით. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ გზა ად­ვი­ლია, მთა­ვა­რია თან იქ­ონ­ი­ეთ ‘ორ­ტენ­ტი­ა­ნი“ კა­რა­ვი, იც­ის ღრუ­ბე­ლი მა­ლი­მალ ბორ­ჯო­მის ხე­ობ­ამ, მაგ­რამ გო­გირ­დის აბ­ან­ო­ე­ბი გაგ­ათბო­ბენ. არ ­და­გა­ვიწყ­დეთ კომ­ფორ­ტუ­ლი „ბა­თინ­კე­ბი“ და საწ­ვი­მა­რი, წყა­ლი და საკ­ვე­ბი.

ბორჯომის ხეობა

მხი­არ­უ­ლი „ჭყუმპა­ლა­ობ­ის“ და გო­გირ­დის წყლით გან­ტვირ­თვის შემ­დგომ იქ­ვე ახ­ლოს აუზ­ებ­თან ვცემთ ბა­ნაკს, სა­ღა­მოვ­დე­ბა, შე­შა სა­სი­ამ­ოვ­ნოდ ტკა­ცუ­ნობს, ალ­ის ენა გვე­ლა­პა­რა­კე­ბა, ვხსნით მთე­ლი დღის ნა­ტა­რებ ბოთლ ღვი­ნოს, ვსვამთ, სხე­ულს და გულს ათ­ბო­ბოს ალ­კო­ჰო­ლი, ვიხ­სე­ნეთ თო­რელ გმი­რებს, ის­მის სიმ­ღე­რა, ხევ-ხუ­ვი­დან ცხოვე­ლე­ბიც ბანს გვაძ­ლე­ვენ...

გა­თენ­და. ჩვენ ბორ­ჯო­მის გა­სას­ვლელ­თან ვდგა­ვართ, გზას ვაგრ­ძე­ლებთ ვარ­ძი­ის­კენ.. უკ­ვე აღ­არ­ გვახ­სოვს მე­რამ­დე­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­მო­ვიც­ვა­ლეთ, ყველ­გან ერ­თი და იგ­ივე კით­ხვე­ბი, რა­ტომ, რო­გორ, რა­ნა­ირ­ად. მე­რე მძღო­ლე­ბის გუ­ლის ნა­დე­ბი, რომ ას­ე­თი ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნა გვაქვს, და ის­ი­ნი იშ­ვი­ათ­ად თუ ახ­ერ­ხებ მი­სი ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბას. აგ­ერ ჩა­ვუ­არ­ეთ მწვა­ნე მო­ნასტ­რის, ქვა­ბის­ხე­ვის გა­და­სახ­ვე­ვებს, მივ­დი­ვართ ის­ტო­რიუ­ლი სამ­ცხის პო­ლი­ტი­კუ­რი ცენტრ აწ­ყუ­რის­კენ.

მტკვრის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს გვე­გე­ბა ცი­ხე იგი აწ­ყუ­რი­სა, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში პირ­ვე­ლად XI სა­უკ­უნ­ე­ში იხ­სე­ნი­ე­ბა. სიტ­ყვა აწ­ყუ­რი ნიშ­ნავს წყლის/წყლი­ან ად­გილს. ამ ბე­ბე­რი მუ­ხის უკ­ან ოდ­ეს­ღაც სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ნან­გრე­ვე­ბია, აქ ერთ ერ­თი უძ­ვე­ლე­სი საე­პის­კო­პო­სო არ­სე­ბობ­და. გავ­ჩერ­დეთ, და­ვათ­ვა­რი­ელ­ოთ - მე­უბ­ნე­ბი­ან ჩე­მი თვა­ლე­ბან­თე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბი. ვერ ვჩერ­დე­ბით, დრო არ გ­ვაქვს ვარ­ძი­ას უნ­და ჩა­ვას­წროთ.

ჩა­ვე­დით ახ­ალ­ცი­ხეს, აქ არ და­იბ­ნეთ, გზა ორ­ად იყ­ო­ფა. შეხ­ვალთ თუ­ ა­რა ქა­ლაქ­ში, უნ­და გა­დახ­ვი­დეთ ხიდ­ზე ხელ­მარ­ცხნივ და აქ­ედ­ან  გა­უყ­ვებით ვარ­ძი­ის გზას... მტკვა­რი აქ გაშ­ლი­ლია, ჭა­ლი­ან­ია, ხე­ვი­ან­ია, კლდი­ან­ია, შეი­ძ­ლე­ბა ით­ქვას მტკვა­რი აქ ის არ­ის, ვინც თა­მა­რის ან და­ვი­თის  დროს იყო: სუფ­თა, ჩქა­რი, ძლი­ე­რი, გა­ლა­ღე­ბუ­ლი, სი­ცოც­ხლის წყურ­ვი­ლით ან­თე­ბუ­ლი... სიტ­ყვე­ბი ზედ­მე­ტია, გა­ჩუ­მე­ბუ­ლი ვუყ­ურ­ებთ მტკვრის ხე­დებს... ჯა­ვა­ხეთ­მა გა­დაგ­ვიხ­სნა გუ­ლი, და­აკ­ვირ­დით ჯავახეთში ბა­ლა­ხი კლდე­ზე ხა­რობს და ყო­ველ­თვის სხვა­ნა­ი­რი ფე­რია, წე­ლი­წა­დის ყვე­ლა დროს თა­ვის სი­ლა­მა­ზის (გან­სხვა­ვე­ბუ­ლი) სიმ­შვე­ნე ახ­ას­ი­ათ­ებს აქ­ა­ურ ბუ­ნე­ბას.

მტკვრის ნაპირებზე დაინახავთ ქარ­თვე­ლი გლე­ხის წლო­ბით ნა­კე­თე­ბ და ნა­გე­ბ ტე­რა­სე­ბს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­ურ­ნე­ო­ბა ის­ტო­რი­ულ­ად იყო ტე­რა­სუ­ლი. ეს ტე­რა­სე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ლა­მაზ ხე­დებს ქმნის მტკვ­რის ხე­ობ­ა­ში. მი­ვიჩ­ქა­რით ვარ­ძი­ის­კენ, ერ­თი მთა, მე­ორ­ეო, მე­სა­მე და უც­ბად თქვენს თვალ­წინ წა­მო­იშ­ლე­ბა მდი­ნა­რე მტკვ­რის და ფა­რავ­ნის შე­სარ­თავ­თან ცი­ხე იგი მტკი­ცედ ნა­გე­ბი ხერ­თვი­სი­სა, ეს ჯა­ვა­ხე­თის მცველ­თა­გან ერ­თ-ერ­თი ძლი­ერი ცი­ხეა, რომ­ელ­საც ჯა­ვა­ხი ფე­ოდ­ალ­ე­ბი, შა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბი ფლობ­დენ XVI სა­უკ­უნ­ე­ში. თუმ­ცა მი­სი ფეს­ვე­ბი უფ­რო ად­რე­ულ ის­ტო­რი­ულ ხა­ნა­შია სა­ძი­ებ­ე­ლი.

ხერთვისის ციხე

ვე­ღარ ვუძ­ლებთ ცდუ­ნე­ბას, ჩა­მოვ­დი­ვართ ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან და ვი­თარ­ცა ლაშ­ქა­რი ურ­ჯულო­სი, ისე ვე­სე­ვით ცი­ხის სხვა­დას­ხვა უბ­ნებს. ას­ას­ვლე­ლად ად­ვი­ლია... ფრთხი­ლად, პირ­ვე­ლი მო­სახ­ლე რო­მე­ლიც ძვე­ლი ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობს და პა­ტა­რა ღია მა­ღა­ზია აქვს, ყავს ას­ე­ვე რამ­დე­ნი­მე ავი „ძაღ­ლნი მცველ­ნი იგ­ნი ხერ­თვი­სი­სა­ნი“. 2007 წელს ვარ­ძი­ის კომ­პლექს­თან ერ­თად ხერ­თვი­სიც შეიტა­ნეს იუნ­ეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ობ­ის სი­ა­ში.

ბევ­რი აღ­არ დარ­ჩა, ვე­შუ­რე­ბით ვარ­ძი­ის­კენ, მტკვრის ხე­ო­ბა ვიწ­როვ­დე­ბა და პა­ტა­რა კა­ნი­ონს ქმნის, ას­ეთ შე­ვიწ­რო­ებ­ულ ად­გი­ლას მდ. მტკვრის მარ­ცხე­ნა მხა­რეს მდე­ბა­რე­ობს ცი­ხე თმოგ­ვი; გა­ოც­ებ­ულ­ე­ბი ვრჩე­ბით, ის­მის შე­კით­ხვე­ბი რო­გორ ააგ­ეს? რო­გორ აჰქ­ონ­დათ მა­სალა? რა­ნა­ირ­ად?.. ვჩერ­დე­ბით ვი­ღებთ სუ­რა­თებს. მი­სი მშე­ნებ­ლო­ბა IX-X სა­უკ­უნ­ე­ში და­იწ­ყო... მის უბ­ნებ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი იყო ქა­ლა­ქი, თმოგ­ვის ის­ტო­რია XIX სა­უკ­უნ­ემ­დე გრძელ­დე­ბა. ამ დროის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვა­ლი „პატ­რო­ნი“ ჰყავ­და თმოგვს. იმ დროის პე­რი­პე­ტი­ე­ბი თით­ქოს ნახ­მა­ლე­ვად ამ­ჩნე­ვია ამ ამ­აყ, დაღ­ლილ ცი­ხეს.

თმოგვის ციხე

თმო­გვის ცი­ხის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს, მტკვ­რის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს, სწო­რი ხა­ზით, სო­ფე­ლი თმოგ­ვის თავ­ზე 2-3 კილ­ომეტრ­ში მდე­ბა­რე­ობს ად­გი­ლი „ბერ­თა­ყა­ნე­ბი“, სა­დაც გვხვდე­ბა სა­მარ­ხე­ბი ად­რე­უ­ლი ბრინ­ჯა­ოს ხა­ნი­დან - შუ­ასა­უკ­ნე­ებ­ამ­დე. ეს არ­ის წალ­კო­ტი ჯა­ვა­ხე­თის ქე­დის ძირ­ში. ეს წალ­კო­ტი და­სე­რი­ლია კლდის ჩან­ჩქერ-მდი­ნა­რე­ებ­ით და ბა­ღე­ბით. შესა­ნიშ­ნა­ვი სა­კარ­ვე ად­გი­ლია მო­ლაშ­ქრე­თათ­ვის. (მდი­ნა­რე­ებ­ის წყლე­ბი ის­მე­ვა).

ვაგრ­ძელებთ გზას, გზი­დან ხელ­მარ­ჯვნივ გხვდე­ბა ვა­ნის ქვა­ბე­ბის გა­და­სახ­ვე­ვი, რო­მე­ლიც 1204 წლი­დან გახ­და თმოგ­ვე­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო საძ­ვა­ლე. ვერ ვჩერ­დე­ბით სა­ცაა მზე გა­და­იკ­არ­გე­ბა ჯა­ვა­ხე­თის ქედ­ზე.

ხედი ვანის ქვაბებიდან

ძნე­ლია წე­რა არ გა­აგრ­ძე­ლო, კი­დევ იმ­დე­ნი მაქვს სათ­ქმე­ლი ამ მშვე­ნი­ერ მხა­რე­ზე, მაგ­რამ 800 სიტ­ყვა­ში უნ­და ჩა­ვე­ტიო, ვფიქ­რობ მე. და აი ვარ­ძი­აც გა­და­იშ­ა­ლა ჩვენს წინ, მზე მის ყვე­ლა ქვა­ბულს ელ­ამ­უნ­ე­ბა და ათ­ბობს. დღეს ვე­ღარ ავ­ალთ, ვამ­ბობთ ჩვენ და ვარ­ძი­ის კომ­პლექ­სის მო­პირ­და­პი­რედ ვპო­ულ­ობთ კარგ სა­ბა­ნა­კე ად­გილს. და­ღა­მდა, სავ­სე მთვა­რეა, ვარ­ძია ხე­ლის­გუ­ლივით ჩანს, მტკვა­რი ის­ევ ისე ოხ­რავს აქ ჩავ­ლი­სას, რო­გორც თა­მა­რის დროს.

ვარძია

დავით დოლაბერიძე

კონკურსისთვის "მოგზაურის დღიური"

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
34 %
ევროპაში
32 %
აზიაში
3 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
4 %
სახლში
14 %