დაუვიწყარი ტური ბატეთის ტბაზე

2016 წლის 19 ივნისს ბათუმიდან ერთ დღიან ექსკურსიაზე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმოგზაურე ქარელის რაიონში. ჯგუფში ვიყავით ოცი ადამიანი. დავათვალიერეთ ყინწვისის ტაძარი, სამწევრისის დედათა მონასტერი. ექსკურსიის მიზანი იყო დაგველაშქრა ბატეთის ტბა. ძამის ხეობაში დავიქირავეთ ისეთი მიკროავტობუსი, რომელიც შეძლებდა აყვანას. მიკროავტობუსი აღწერილობით იყო "ფურგუნი". ძალიან სახალისო აღმოჩნდა „ფურგუნ-მარშუტკით“ მოგზაურობა. გზა საკმაოდ ცუდი იყო. ეს უფრო შთამბეჭდავს ხდიდა, რადგან მანქანის კარები ხშირად იხსნებოდა. ადგილები შეზღუდული გვქონდა. ერთმანეთის კალთაში ვისხედით, ვმღეროდით, ვიცინოდით. ბოლოს ჩერდება ჩვენი "ფურგუნი" და მძღოლი გვეუბნება, შემდეგი გზა ფეხით უნდა წახვიდეთო.

ძამას ხეობა

ფეხით სავალი გზა საკმაოდ საინტერესო იყო. ზოგიერთ მონაკვეთში გზა პატარა მდინარითაა გადასაკვეთი. ასევე გადავლახეთ ხის მორებით სავალი გზა. გზაში ჩვენი ბათუმელი მძღოლი გვეხმარებოდა მდინარეებზე გადასვლაზე. გზადაგზა ვიღებდით ფოტოებს. თანდათან იშლებოდა ბუნების ულამაზესი ხედები. გზა არ თავდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, მივაღწიეთ ბატეთის ტბას. მოლოდინმა გაამართლა. ძალიან ლამაზი ადგილია., სიმწვანეში ჩაფლული. ცოტა დანაგვიანებულიც კი იყო.

ბატეთის ტბა

უკან წამოსვლის დროს გზაში  ვჩქარობდით რადგან დაგვიღამდა. ერთმანეთს ვაშინებდით, თითქოს რომელიმე ცხოველი დავინახეთთქო. როგორც იქნა ჩამოვედით ჩვენს ე.წ "ფურგუნთან." ისევ იქ გველოდა, სადაც დაგვტოვა. ფურგუნში საკმაოდ ემოციურად დავსხედით. ერთმანეთს საუბარს არ ვაცდიდით. ემოციებს ვუზიარებდით ერთმანეთს. მივაღწიეთ მიკროავტობუსთან, რომლითაც ჩამოვედით ბათუმიდან. სანამ ბატეთის გზას დავადგებოდით მანამდე, რა თქმა უნდა  ვისადილეთ, ცოტა დავლიეთ კიდეც. დავადექით გზას  ბათუმის მიმართულებით. შევიარეთ სურამში სადაც გავშალეთ ჩვენი პურ-მარილი. იქ საკმაოდ მოვილხინეთ, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ. ბათუმში ჩამოვედით ღამის 3 საათზე. მთელი წელი ბატეთის ემოციებს ვერ ვმალავდით. ყველა ჩემს ნაცნობს ვუამბე ამ ექსკურსიის შთაბეჭდილებები. ბატეთის ტბა ბათუმიდან ძალიან შორსაა, მაგრამ ისევ წავიდოდი და ახალ ემოციებს ისევ მივიღებდი.

რჩევა იქნება, რომ დილით დაადგეთ ბატეთის გზას. ჩემი ჯგუფი 4 საათი იქნებოდა დაახლოებით, როცა წავედით ბატეთისკენ. ჩვენი "ფურგუნი" ვერ ავიდა ტბამდე ბოლომდე. თუმცა გზაში შეგვხვდა ტურისტების სხვა ტრანსპორტი, რომელიც ბოლომდე ავიდა.

ცოტა ტაძრებსაც მინდა შევეხო, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ხუროთმოძღვრული ფორმებით, ფრესკებით, რომელიც სუკუნეებს ითვლის. მინდა აღვნიშნო, რომ ყინწვისში საკმაოდ იყო მრევლი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული.

ბატეთის ტბა მეწყრული წარმოშობის ტბაა. ტბაში ბინადრობს  წითელ წიგნში შეტანილი მცირეაზიური ტრიტონი. წითელი წიგნის მონაცემებით ტბაში კალმახიც გვხდება.

დონარი დუმბაძე

კონკურსისთვის  "მოგზაურის დღიური" 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %