ბათუმობა 2-3 სექტემბერს გაიმართება

წელს, ბათუმობა აჭარაში 2-3 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებები ტრადიციულად ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე და ევროპის მოედანზე ჩატარდება.

გასული წლისგან განსხვავებით წელს მემედ აბაშიძის გამზირს ქოლგების ნაცვლად სხვადასხვა ფერის გირლანდებით მორთავენ.

ბათუმობა ღონისძიების პროგრამა 2 სექტემბერი:

12:00 სთ - საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობა (დრამატული თეატრის უკან)
12:30 სთ - მსვლელობა მემედ აბაშიძის გამზირზე, სასულე ორკესტრის თანხლებით
12:30 სთ - 17:00 სთ - ადგილობრივი მუსიკალური ბენდების კონცერტი ევროპის მოედანზე
12:45 სთ - ბათუმობა 2017-ის საზეიმო გახსნა ღონისძიების თაღთან, ლენტის გაჭრა
13:00 სთ - მსვლელობა მემედ აბაშიძის გამზირზე
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა აბაშიძის ქუჩაზე. ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ფოტო სტენდები და ბათუმის ინსტალაცია მოცულობითი ასოებით აწყობილი. ევროპის მოედანი.
საზღვაო თემატიკის დეკორაციით მორთული ჯიხურებისგან მოწყობილი გამოფენა გაყიდვა.
ქალაქ ბათუმის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ მოწყობილი „მწვანე კუთხე“
სარკის ინსტალაცია.

ძველი ბათუმის ისტორიის გაცოცხლება ძველი ბათუმის ფოტოგამოფენა და პერფორმანსი პლატონ გიგინეიშვილის სახლის წინ
თანამედროვე STREET ART -ის ინსტალაცია
თოჯინების თეატრის წარმოდგენები
ვეშაპის ინსტალაცია შადრევანი
სახალისო ფოტოსტენდები
საბავშვო გასართობი აქტივობები: ქვიშის მოედანი და სახალისო თამაშები
გაეროს ბავშვთა ფონდის ანტი-სტიგმა კამპანია „დაინახე ყველაფერი“
საბავშვო საქანელები
"წიგნები ბათუმში", „ბიბლუსი“.
ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა „წრე“

21 : 00 სთ. ბათუმის ჯაზ ბიგბენდის კონცერტი ევროპის მოედანზე.

3 სექტემბერი

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა აბაშიძის ქუჩაზე. ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ფოტო სტენდები და ბათუმის ინსტალაცია მოცულობითი ასოებით აწყობილი. ევროპის მოედანი.
საზღვაო თემატიკის დეკორაციით მორთული ჯიხურებისგან მოწყობილი გამოფენა გაყიდვა.
ქალაქ ბათუმის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ მოწყობილი „მწვანე კუთხე“
სარკის ინსტალაცია

ძველი ბათუმის ისტორიის გაცოცხლება ძველი ბათუმის ფოტოგამოფენა და პერფორმანსი პლატონ გიგინეიშვილის სახლის წინ
თანამედროვე STREET ART -ის ინსტალაცია
თოჯინების თეატრის წარმოდგენები
ვეშაპის ინსტალაცია შადრევანი
სახალისო ფოტოსტენდები
საბავშვო გასართობი აქტივობები: ქვიშის მოედანი და სახალისო თამაშები
გაეროს ბავშვთა ფონდის ანტი-სტიგმა კამპანია „დაინახე ყველაფერი“
საბავშვო საქანელები
"წიგნები ბათუმში", „ბიბლუსი“.
ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა „წრე“

13 : 00 სთ - დან 17 :00 სთ - მდე
საბავშვო სტუდიების კონცერტები ევროპის მოედანზე
21 : 00 სთ გალა კონცერტი ევროპის მოედანზე მონაწილეობენ: ჯგუფი „ურსა“ ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე, თამთა ჭელიძე, ნიკო ბერიძე, ზვიად ბოლქვაძე, სოფო ხალვაში, ჯგუფი „რეზო და ბავშვები“, ბორის შხიანი, ალეკო ბერძენიშვილი, დავით ფორჩხიძე - ერთობლივი პროექტი.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %