რატომ უნდა წავიდე ზამთარში აბასთუმანში?!

თითქმის ყველა სეზონზე ვარ აბასთუმანში ნამყოფი და უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩემი საყვარელი პერიოდი ამ ადგილისთვის გაზაფხულის მიწურილი, კერძოდ კი მაისია... მიზეზი რთული გამოსაცნობი არაა... : სოკო!  მაისში სავსეა აბასთუმნის ტყეები უგემრიელესი სოკოთი... თუმცა ახლა მაისი არაა, აბასთუმანი კი არის ადგილი, რომელსაც ერთხელ თუ ნახავ მერე გამუდმებით გენატრება. რატომ უნდა წახვიდე კაცი ნოემბერში აბასთუმანში? მოდი მიზეზები ჩამოვთვალოთ :) 
I ) თამარ მეფის ციხე, რომელიც აბასთუმანთან ძალიან ახლოს მდებარეობს. იქ ასვლა თითქმის ყველა მსურველისთვისაა შესაძლებელი. ერთდღიანი მოკლე და მარტივი გასეირნება შეგიძლიათ ამ ციხის სანახავად დაგეგმოთ. ციხე სამწუხაროდ კარგად აღარაა შემონახული, თუმცა ადგილმდებარეობა მშვენიერი აქვს, გარშემო შერეული ტყის მასივია რაც ულამაზეს სანახაობას ქმნის.აბასთუმანიაბასთუმანი

II თავად აბასთუმანი. ვიტყოდი რომ ეს ქალაქი არასდროსაა საკმარისი. იგი საოცარი არქიტექტურით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა რომ საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია აბასთუმნის რეკონსტრუქცია, ეს ქალაქი საოცარ ხიბლს მაინც არ კარგავს. ქალაქი დიდი არაა, თუმცა საოცარი აქ არსებული შენობები თავს აუცილებლად დაგამახსოვრებთ. მთელი დღის მანძილზე შეგიძლიათ მის ქუჩებში ისეირნოთ და მისი არქიტექტური დატკბეთ. ვეცდები რამდენიმე მათგანის დახმარებით ვცადო  თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენა : 

აბასთუმანიაბასთუმანიაბასთუმანი
ობსერვატორიასთან დაკავშირებით აღარაფერს ვიტყვი, ვინაიდან თუ ამინდში გაგიმართლებთ, მგონია ისედაც ყველამ ვიცით, რა საოცარ სანახაობას შეიძლება შეესწროთ...
და ბოლოს: 

არანაკლებ ღირებული ნოემბრის თვისთვის: აბასთუმნის აბანოები. მაშინ, როდესაც გარეთ ამინდი მინუსებს უჭირავს, თქვენ მდუღარე გოგირდის აბაზანა შეგიძლიათ მიიღოთ საოცრად მშვიდ გარემოში. 
ვფიქრობ, უნდა გავამახვილო ყურადღება იმაზეც, რომ აბასთუმანში ღამით უკვე ძალიან, ძალიან ცივა. შესაბამისად გარეთ "დაკარვებას" მტერსაც არ ვუსურვებდი. თუმცა აბასთუმანში საკმაოდ იოლად იშოვება დასარჩენი ოთახები, არის პატარა საოჯახო სასტუმროებიც, რომლებიც ამ სეზონზე არც თუ ისე ბევრს იღებენ. აბასთუმანი  როგორც ამბობენ " გარეთ არ დარჩებით" ... 
მოკლედ, კარგ დასვენებას გისურვებთ შაბათ-კვირას მეგობრებო ^_^ 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %