მსოფლიოს გამორჩეული რესტორნები

მსოფლიოში არსებობს რესტორნები, რომლებიც აოცებენ სტუმრებს თავისი სიდიადით, ხედებით, ინტერიერით, სამზარეულოთი და უნიკალურობით. მათ შორისაა რესტორანი ეიფელის კოშკზე, სანაპიროზე, მღვიმეში და სხვა.  ადამიანების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. დღეს წარმოგიდგენთ 9 ყველაზე გამორჩეულ რესტორანს მსოფლიოში, რომლებსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

 

Grotta Palazzese, იტალია

 

Grotta Palazzese

 

ეს რესტორანი გთავაზობთ სადილს ბუნებაში, დამაინტრიგებელ მღვიმეში. დღეს ეს არაჩვეულებრივი რესტორანი აოცებს სტუმრებს და დაუვიწყარ მოგონებებს ქმნის. მღვიმე, რომელშიც რესტორანია გაკეთებული, ზღვის ზემოქმედებით გაჩნდა. თავდაპირველად, ბუნებრივად არსებული 2 დიდი ხვრელი, ზღვით „ირეცხებოდა“. ამ ზემოქმედების შედეგად გაჩნდა მასიური ადგილი, რომელიც მოგვიანებით რესტორნად გადაიქცა.

 

Ithaa Undersea Restaurant, მალდივები

 

Ithaa Undersea Restaurant

 

ეს გამაოგნებელი წყალქვეშა რესტორანი, 16 ფუტის სიღრმეზე მდებარეობს და მხოლოდ 14 სტუმარს იტევს, რაც მას განსაკუთრებულად ექსკლუზიურს ხდის. რითია ის განსაკუთრებული ? ის 27ო გრადუსიან, პანორამულ წყალქვეშა ხედს გთავაზობთ ოკეანეზე. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ევროპული კერძები, თუმცა ამ რესტორნის სტუმრობის მიზეზი, იშვიათადაა კერძების დაგემოვნება.

 

Restaurant Le Panoramic, პარიზი

 

Restaurant Le Panoramic

 

ზღვის დონიდან 3000 მეტრზე, ალპებში განლაგებული რესტორანიდან, მთების გამაოგნებელი ხედი იშლება. რესტორანი ნამდვილად ამართლებს თავის სახელს. არაჩვაულებრივ პეიზაჟთან ერთად, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ტრადიციული კეძები, ასევე მსოფლიოში სახელგანთქმული, მაღალი, ფრანგული სამზარეულოს დელიკატესები.

 

Ngorongoro Crater Lodge, ტანზანია

 

Ngorongoro Crater Lodge

 

რესტორანი კრატერის კიდეზე მდებარეობს, რაც სტუმრის სადილობის გამოცდილებას გამაოგნებელს ხდის. ისიამოვნეთ ტანზანიური ხედებით და დააგემოვნეთ ადგილობრივი სამზარეულო. თან იქონიეთ ბინოკლიც, ახლომდებარე ნაკრძალების და ტანზანიის ველური ბუნების დასათვალიერებლად.

 

The Samaya Villas, ინდონეზია

 

The Samaya Villas

 

ბალი - ადგილი, რომელიც ადამიანების გონებას ულამაზესი სანაპიროებით, მზის ჩასვლით, ველური ბუნებით, ბრინჯის მინდვრებით, გამაოგნებელი ტაძრებით და სხვა ღირსშესანიშნაობებით იპყრობს. რას იტყოდით, საოცნებო სადილზე, ბალის ულამაზეს სანაპიროზე? The Samaya Villas  გთავაზობთ მსოფლიოს გამორჩულ სამზარეულოებს, ბალის თეთრ სანაპირზე, ფირუზისფერ ზღვასთან, ბალის საღამოს ცის ქვეშ.

 

The Sierra Mar Restaurant, კალიფორნია

 

The Sierra Mar Restaurant,

 

რესტორანი Sierra Mar, ცნობილია მის გარშემო არსებული ხელუხლებელი ბუნებით, რადგან ის კალიფორნიის ბუნებრივ ნაკრძალში მდებარეობს, ულამაზესი მზისჩასვლით და ოკეანის გასაოცარი ხედით. მას შეიძლება ყველასთვის სასურველი კალიფორნიული ოცნება ვუწოდოთ.

 

Ocean Restaurant, ბორა ბორა

 

Ocean Restaurant

 

ბორა ბორა ცნობილია თავისი მდიდრული კურორტებით, კამკამა და ფირუზისფერი წყლით. სტუმრებს შეუძლიათ ისადილონ, ბორა ბორას ზღვაში არსებულ რესტორანში, მშვიდ გარემოში, თეთრ ქვიშაზე. ისიამოვნეთ უგემრიელესი ადგილობრივი კერძებით და გამორჩეული ღვინით, რაც ნამდვილად რომანტიკულ და დასამახსოვრებელ გამოცდილებად იქცევა.

 

Delaire Graff Restaurant, სამხრეთ აფრიკა

 

Delaire Graff Restaurant

 

ეგზოტიკური ავთენტური კერძების და სახელგანთამული ღვინის გარდა, შეგიძლიათ ისიამოვნოთ მთებზე და ყურძნის ვენახებზე გამავალი ხედით.

 

Le Jules Verne, პარიზი

 

Le Jules Verne

 

407 ფუტის სიმაღლეზე, ეიფელის კოშკში განლაგებული რესტორანი, Le Jules Verne პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რესტორანია. სტუმრებს შეულიათ ისიამოვნონ კულტურული პროგრამებით, გასტრონომიური ტურებით, ქალქის ფანტასტიკური ხედებით, დიდებული მუსიკით და მაღალი ფრანგული სამზარეულოთი. 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
17 %
B. საერთოდ არ მივმართავ
44 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
39 %