Turebi Ge

ტურიზმის სფეროში კარიერის დასაგეგმად გამოფენა მოეწყობა

ტურიზმის სფეროში კარიერის დასაგეგმად სტუდენტებისთვის 27 თებერვალს გამოფენა მოეწყობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამოფენების ცენტრ „ExpoGeorgia”-ს №3 პავილიონში კარიერის დაგეგვმის ღონისძიება გაიმართება. გამოფენის მიზანია სტუდენტების ინფორმირება და ტურიზმის ინდუსტრიის უკეთ გაცნობა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 25-ზე მეტი ორგანიზაცია. გამოფენის დროს სტუდენტებს საშუალება ექნებათ წამყვანი სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრონ, გაეცნონ მათ საქმიანობას, დაგეგმონ კარიერა და გაიგონ თუ რა უნარ-ჩვევები და გამოცდილება არის დამსაქმებლისთვის პრიორიტეტული ტურიზმის სფეროში. 
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ღონისძიება 27 თებერვალს 10-დან 19 საათამდე გაიმართება.

კარიერა ტურიზმის სფეროში

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
37 %
ევროპაში
27 %
აზიაში
6 %
თურქეთში
3 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
11 %