turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 604

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 618
Turebi Ge
მსოფლიო date 08 ივნისი 2018 count 10444

იაპონია - ამომავალი მზის ქვეყანა

იაპონია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანაა ტურისტებს შორის. ის ტრადიციების და თანამედროვეობის უნიკალური მიქსია, სადაც შეგიძლიათ იხილოთ უამრავი ტრადიციული არქიტექტურული ძეგლი და ტაძარი, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურის და ტექნოლოგიების მიღწევებთან ერთად თანაარსებობენ.

იაპონიის თითქმის ყველა ისტორიული ადგილი დღემდე ფუნქციონირებს თავდაპირველი მიზნით და ამავდროულად ღიაა დამთვალიერებლებისთვის. ქვეყნის სილამაზით მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ ისიამოვნოთ, ამასთანავე იაპონიაში დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე დაბალი დონეა.

წარმოგიდგენთ იაპონიის ყველაზე პოპულარულ ტურისტული დანიშნულების ადგილებს.

ოქროს პავილიონი

ოქროს პავილიონი იაპონიის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. ის მე-14 საუკუნეში აშენდა როგორც აშიკაგა იოშიმიტსუს (იაპონიის მართველი  1368 to 1394 წწ-ში.) დასასვენებელი ვილა. 1950 წელს პავილიონი უცნობმა ბერმა გადაწვა, რომელსაც ეს ადგილი აკვიატებული ჰქონდა. ხუთი წლის შემდეგ ის ხელახლა ააგეს როგორც თავდაპირველი ნაგებობის ზუსტი ასლი.

პავილიონი ოქროს ფოთლებითაა დაფარული, რაც მის გარშემო არსებულ წყლის არხში აისახება. მასში შინდენის, სამურაის და ზენის არქიტექტურული სტილია გაერთიანებული.

პირველ სართულს „დრაჰმის წყლების პალატა“-ს უწოდებენ, ის შინდენ-ზუკუნის სტილშია გადაწყვეტილი, ღია სივრცით, ფართო ვერანდებით, დაუმუშავებელი ხით და თეთრი თაბაშირით.

მეორე სართულს "ბგერის ტალღათა კოშკი“-ს უწოდებენ, ის ბუკე-ზუკურის  ანუ მებრძოლი არისტოკრატების სტილშია აგებული. ხის მოძრავი კარებები და რკინის გისოსებიანი ფანჯრები არასტაბილურობის შეგრძნებას ქმნის. 

მესამე სართულს „უსასრულობის გუმბათი“-ს უწოდებენ. ის ზენშუ-ბუტსუდენ-ზუკურის სტილში ანუ ტრადიციულ ჩინურ  ჩანის სტილშია აგებული.

 

მთა ფუჯი

ფუჯი, იაპონიის ყველაზე მაღალი მთაა, მისი სიმაღლე 3776 მეტრს შეადგენს. ვულკანის სიმეტრიული კონუსი, იაპონიის კარგად ცნობილი სიმბოლოა და ხშირად აისახება სახვით და ფოტო ხელოვნებაში. ფუჯის მთას ყოველწლიურად საშუალოდ 200 000 ალპინისტი სტუმრობს, მათგან 30% უცხოელია. მთაზე ასვლას 3-7 სთ-მდე სჭირდება, ჩამოსვლას კი 2-5 სთ-მდე.

 

ტოკიოს იმპერატორის სასახლე

ტოკიოს იმპერატორის სასახლე იმპერატორის და მისი ოჯახის რეზიდენციაა. ის ასევე ფუნქციონირებს როგორც ადმინისტრაციული ცენტრი და იაპონური ხელოვნების და ისტორიის მუზეუმი. სასახლე გარშემორტყმულია ტრადიციული იაპონური ბაღებით. ამჟამინდელი სასახლე აგებულია ძველი სასახლის ადგილზე, რომელიც ხანძარმა და ომმა გაანადგურა. 

 

ტოკიოს კოშკი

ტოკიოს კოშკი თანამედროვე ტექნოლოგიების და ცხოვრების განაცხადია. ის ეიფელის კოშკის დიზაინით იყო შთაგონებული და იაპონიის რიგით მეორე ყველაზე მაღალი შენობაა. ფუნქციონირებს როგორც სადამკვირვებლო და საკომუნიკაციო კოშკი. ვიზიტორებს შეუძლიათ მასში მდებარე რესტორნებს და მაღაზიებს ესტუმრონ, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება მთელს ქალაქზე. 

 

ტოდაჯის ტაძარი

ტოდაჯის ტაძარი თანამედროვე ინჟინერიის სასწაულია. ის მსოფლიოს ყველაზე დიდი ხის შენობაა, სადაც ყველაზე დიდი, ბრინჯაოსგან დამზადებული ბუდას ქანდაკებაა. ტაძარი ბაღებით და ველური ბუნებითაა გარშემორტყმული. აქვეა კენოგის ბუდიზმის სკოლაც.

 

 

მსგავსი სიახლეები