turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

გველეთის ჩანჩქერზე ვიზიტი ფასიანი გახდა?!

ყაზბეგში, სოფელ გველეთში არსებულ ჩანჩქერზე ვიზიტი ფასიანი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გიდებისგან გახდა ცნობილი. მათი თქმით, ჩანჩქერთან მისვლაში მათ ადგილზე მყოფმა პირმა 3 ლარი გადაახდევინა. როგორც სალარო აპარატიდან აღებული ჩეკით ირკვევა, თანხას ინდივიდუალური მეწარმე გიორგი ღუდუშაური იღებს. გიდების თქმით, ჩანჩქერთან მყოფმა პირმა მათ განუცხადა, რომ მიმდებარე ტერიტორია მას იჯარით აქვს აღებული.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს აღნიშნულ ფაქტზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

გველეთის ჩანჩქერი, ჩეკი, ინდმეწარმე გიორგი ღუდუშაური

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
45 %
არა
25 %
გააჩნია მიმართულებას
30 %