turebi.ge მომხმარებლის გვერდი

დაშბაშის კანიონი. წალკა

             

ზაფხული მოდის და სანამ ზაფხულთან ერთად ჩვენი სანატრელი შვებულების დღე დადგება, გვიწევს დავძებნოთ ისეთი ადგილები, სადაც მხოლოდ შაბათ-კვირის, ან უარეს შემთხვევაში, მხოლოდ ერთი, რომელიმე დღის გატარებას შევძლებთ. განტვირთვას და დასვენებას.

ალბათ, ბევრი მსგავსი ადგილი არსებობს მაგრამ ჩემი ფავორიტი " წაპიკნიკებისთვის", როცა არ მინდა ბევრი ვიარო და მხოლოდ მეგობრებთან ერთად კარგი პიკნიკი, ბანაობა და მხიარულება მსურს , წალკის მახლობლად დაშბაშის კანიონია.
დაშბაშის კანიონი რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე და მას შემდეგ ყოველ წელს და ხანაც წელიწადში რამდენჯერმე ვსტუმრობ.
წალკის შესასვლელთანვე, ხიდს გადახვალ თუ არა არის გადასახვევი სოფელ დაშბაშისკენ, გზად უმშვენეირესი ხელოვნური ნაძვნარი გვხვდება, რომლის პირას გავლა თავს ფილმში გაგრძნობინებს  ადამიანს.

 

სწორედ ეს მიმაჩნია ყველაზე კარგ ადგილად "წაპიკნიკებისთვის" როდესაც ფრიზბის თამაშიც და ჩრდილში მოსვენებაც ერთდროულად შეგიძლია... 

სულ მალე მთელს კანიონზე გეშლება ხედები, აქედანვე შეგიძლია ჩანჩქერების ხედით ტკბობა. სანამ კანიონამდე ჩახვალთ შესაძლებელია წმინდა გიორგის სახელობის გუმბათოვანი ეკლესიის მონახულებაც, რომელიც X-XI საუკუნეშია აგებული. სოფლიდან კანიოანმდე სულ ერთი კილომეტრი თუ იქნება გასავლელი. 


წყალი ყოველთვის საშინლად გაყინულია. 10-15 წუთზე მეტხანს შიგნით არასდროს გავჩერებულვარ, დინება საკმაოდ სწრაფია და ამას საჩვენოდ ვიყენებთ ხოლმე. ავალთ თავში და ასე 20 მეტრის მანძილზე უფლებას ვაძლევთ დინებას თავის ჭკუაზე გვატაროს.

       
     

ჩანჩქერის აღწერას არ დავიწყებ, თავად უნდა ნახოთ, მაგრამ რაც მომწონს ისაა რომ მის წინ ქვაყრილია უზარმაზარი ლოდებით. მასზე აცოცება და ხვლიკივით ზედ წამომოწალ მიყვარს ხოლმე. თან შრები თან კანის ფერს იცვლი და თანაც თავს უცნაური განცდა გეუფლება " ველური და თავისუფალი" სულის მეპატრონე ხარ თითქოს... ქალაქიდან შორს ბუნებაში, წყლისა და ჩიტებიხ ხმაურში ქვის ლოდებზე რომ წამოწოლილა...


         

ეს ყველაფერი ნერვბს აწყნარებს ადამიანს ამშვიდებს და ქალაქში ენერგიით აბრუნებს ახალ პრობლემებთან შესაჭიდებლად 

მე ყოველ წელს მზად ვარ, ამ მშვენიერი ადგილის მოსანახულებლად, ყელამდე ყვავილებში სასირბილოდ, ფრიზბის სათამაშოდ, მდინარეში საბანაოდ, ქვებზე გამოსაშრობად და უკან ქალაქში ერთ დღეში დაბრუნების მოსასწრებლად...

გირჩევთ წელს თქვენც ცადოთ... ^_^ 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
33 %
ევროპაში
28 %
აზიაში
2 %
თურქეთში
5 %
ეგვიპტეში
11 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
16 %