turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

როგორ ხვდებიან ახალ წელს ევროპის ქვეყნებში

ყველამ ვიცით, თუ როგორ ვხდებით ან უნდა შევხდეთ ახალ წელს საქართველოში, მაგრამ ხშირად გვაინტერესებს  უფრო მეტი ინფორმაცია სიტყვაზე საფრანგეთის ან ესპანეთის ამ დღესასწაულზე. დღეს გავიგებთ თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

საფრანგეთი

„თავისუფლების, ერთობის და თანასწორობის“ ქვეყანაში ახალი წლის აღნიშვნა დეკემბრის დასაწყისში იწყება 6 დეკემბერს. ამ დროს  კათოლიკური ეკლესია წმინდა ნიკოლოზის დღეს აღნიშნავს. 6-იდან 7 დეკემბრის ღამეს კარგ ბავშვებს პერ ნოელი საჩუქრებს ურიგებს. აქ ის ვირზე ამხედრებული გადააადგილდება,  საჩუქრებს კი ფეხსაცმელში დებს, რომელსაც ბავშვები ბუხართან ტოვებენ.

საფრანგეთში ამ დღესასწაულის მთავარი კერძი ღვინო და გამომცხვარი კერძებია. თუმცა  სხვადასხვა პროვინციაში მთავარი სადღესასწაულო კერძები განსხავდება ერთმანეთისგან: ბურგუნდიელები  ინდაურს წაბლთან ერთად მიირთმევენ, ბრეტონებს უფრო წიწიბურის ორცხობილები მოსწონთ, აი საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის მაცხოვრებლებისთვის მთავარია მაგიდაზე იდოს ბატი.

საახალწლო ნაძვის ხეს ფრანგები არ დგამენ, ისინი უბრალოდ სახლის კარებს და ოთახებს ალამაზებენ.

გერმანია

გერმანიაში ახალ წელს განსაკუთრებული მაშტაბით აღნიშნავენ. აქ ახალგაზრდობა მთელი ღამის განმავლობაში ერთობა, უფროსი თაობა კი რესტორნებში ქეიფობს, ამიტომაც სახლები ძირითადად ცარიელია. გამომცვალი კობრი (გოჭა) საახალწლო მაგიდის ტრადიციული კერძია.

გერმანელები დღესასწაულს „სილვესტერს“ ეძახიან  , 335 წელს გარდაცვლილი ღვთისმსახურის საპატივცემულოდ.  კიოლნის, მიუნხენის და ბერლინის ბავშვებს საჩუქრები სანტა კლაუსს კი არ მიაქვს, არამედ ვაინახსტმანს, საინტერესოა ის , რომ „ცუდ“ ბავშვებს ის წყეპლით სცემს. მას თანამგზავრიც ყავს, ლამაზი გრძელთმიანი ქრისტკინდა. ბავშვები ლექსებს უკითხავენ არა თოვლის ბაბუას, არამედ ამ გოგონას, რისთვისაც იღებენ საჩუქრად ვაშლებს, კაკალს და სხვადასხვა ტკბილეულს.

ესპანეთი: ღვინო და ოლენცერო (ბასკური საშობაო სიმღერა)

ესპანეთში, როგორც ბევრ სხვა კათოლიკურ ქვეყანაში მთავარი დღესასწაული არა ახალი წელია, არამედ შობა. თუმცა ამ დღესასწაულზეც აქვთ თავისი განსაკუთრებული ტრადიციები. მაგალითად, თუ მოასწრებ თორმეტი ყურძნის ჭამას სანამ საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავს - შენი სურვილი ასრულდება.  ესპანეთში საახალწლო არდადეგებს ეძახიან „წმინდა თორმეტდღიანს“ , რომელიც 25 დეკემბრიდან 6 აინვრამდე გრძელდება.

ესპანელები თოვლის ბაბუას ოლეცენტოს ეძახიან, მას ნაციონალური ტანსაცმელი აცვია  და თან ყოველთვის ღვინოს ატარებს.

ფინეთი: იოულუპუკი.

ფინეთი ნამდვილად ზღაპრული ქვეყანაა, ეს ხომ სანტა-კლაუსის სამშობლოა. ფინელები მკაცრად იცავენ ტრადიციებს, ასე აქ ყოველწლიურად  ხის კასრებს წვავენ, გასული წლის გასაცილებლად. ეს პერიოდი ოჯახურ დღესასწაულად ითვლება.

ლაპლანდიაში საკუთარი სანტა-კლაუსი ყავთ, რომელსაც ფინურად იოულუპუკის ეძახიან.  ზუსტად მის სანახავად აქ უამრავი ტურისტი ყოველ ახალ წელს ჩამოდის.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის საახალწლო ტურები საკმაოდ პოპულარულია ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. სხვანაირად არც შეიძლება, ეს ხომ ისეთი არდადეგებია, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
33 %
ევროპაში
28 %
აზიაში
2 %
თურქეთში
5 %
ეგვიპტეში
12 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
16 %