ფსიქიკური ჯანმრთელობა, სიკვდილით მისჯა და კუბა - 10 ოქტომბერი

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ( world Mental Health Day)  აღინიშნება მსოფლიოში 1992 წლიდან, რომლის ინიციატორიც იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაცია (World Federation for Mental Health), ამის მიზანი კი იყო ხალხისათვის მეტი ინფორმაციის მიწოდება ფსიქიკურ პრობლემებზე და მათი შემცირების ხერხებზე, ასევე ფსიქიკური აშლილობების  პროფილაქტიკის და მკურნალობისათვის.

ამ დღისთვის, რომელიც კალენდარში აღნიშნულია 10 რიცხვით, გამოდის ბევრი თემატიური ჟურნალი საერთაშორისო ფსიქიატრიული ორგანიზაციებიდან, იგზავნება მიმართვები სამთავრობო სტრუქტურებში და ჯანდაცვის ცენტრებში, მიმართვები მოუწოდებს მათ მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო მოძრაობაში.

 

ხედვის მსოფლიო დღე

ხედვის მსოფლიო დღე (World Sight Day) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინიციატივით აღინიშნება ოქტომბრის მეორე ხუთშაბათს.

ეს თარიღი აღნიშნულია კალენდარში იმისათვის, რომ ყურადღება გავამახვილოთ მსოფლიოში უსინათლოობის პრობლემაზე, მხედველობის დაზიანებაზე და ხალხის რეაბილიტაციაზე ვისაც უკვე დარღვეული აქვს მხედველობა.

 

სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე

თარიღი 10 ოქტომბერი მსოფლიოში ცნობილია, როგორც სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის დღე (World Day Against the Death Penalty),  ეს დღე დამტკიცდა 2003 წელს სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგე კოალიციის მიერ, რომლის მიზანიც იყო შეემცირებინა სიკვდილის მისჯა ბრალდებულებისათვის მსოფლიოს მაშტაბით, ამის შემდეგ ეს დღე აღინიშნება ყოველწლიურად.

 

ალექსის კივის დღე, ფინური ლიტერატურის დღე

10 ოქტომბერს ფინეთში აღნიშნავენ თანამედროვე ლიტერატურის შემქმნელის ალექსის კივის დაბადების დღეს. ამავე დღეს აღინიშნება ეროვნული დღესასწაული - ფინური ლიტერატურის დღე (Aleksis Kivi’s Day, Finnish Literature Day), რომელიც არის ერთ-ერთი ოფიციალური დროშის დღე ფინლანდიაში. ალექსის კივი არის ფსევდონიმი, მისი ნამდვილი სახელია ალექსის სტენველი (Aleksis Stenvall) (1834-1872) - ფინელი მწერალი-რომანისტი და პოოეტი.

 

კუბის თავისუფლებისთვის დაწყებული ომის წლისთავი

ყოველწლიურად 10 ოქტომბერს კუბაზე მინიშნება კუბის თავისუფლებისათვის დაწყებული ომის წლისთავი. ეს ომი შევიდა ისტორიაში როგორც 10 წლიანი ომი.  ომი დაიწყო 1868 წლის 10 ოქტომბერს კარლოს მანუელ სესპედესას ლიდერობის ქვეშ (Carlos Manuel de Céspedes, 1819—1874 ), კუბის პატრიოტების პატარა ჯგუფის დახმარებით შაქრის ქარხანაში. კომანდირი სიტყვით გამოვიდა ხალხის წინაშე და მოუწოდა მათ თავისუპლების მოპოვებისაკენ ესპანური მმართველობის ძალით დამხობით.

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %