ქართული ყველის და კულინარიის ფესტივალი 26 ოქტომბერს

ეს თვე ფესტივალებით სავსეა.

26  ოქტომბერს, გურჯაანი პირველად უმასპინძლებს ყველისა და კულინარიის ფესტივალს.

ფესტივალის ფარგლებში, ქართული ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით, უამრავი საინტერესო ღონისძიება გელოდებათ.

ამ დღეს გელით: ყველისა და სხვა აგროპროდუქტების გამოფენა, ყველის კერძების მომზადება, მოწვეული შეფ-მზარეულების მასტერკლასები, შეჯიბრი კერძების მომზადებაში და უამრავი სხვა სასიამოვნო სიურპრიზი. რათქმაუნდა, აქ დაგხვდებათ ქართული ღვინის კუთხეც.

ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ ადგილობრივი ეთნო-ანსამბლები, მოწვეული მომღერლები და დიჯეი.

გურჯაანში, ახტალას პარკში, დილის 10 საათიდან  ყველაზე „გემრიელი“ ფესტივალი იწყება!

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღონისძიების გვერდს: ქართული ყველის და კულინარიის ფესტივალი გურჯაანში

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %