turebi.ge მომხმარებლის გვერდი
title
Turebi Ge

ცხვართან ჩახუტება, გოგრა, ყმუილი და ბროწეული - 26 ოქტომბერი

მსოფლიოში 26 ოქტომბერს ძალიან  საინტერესო დღესასწაულები აღინიშნება. 

ავსტრიის რესპუბლიკის დღე 

26 ოქტომბერს ავსტრიელები აღნიშნავენ ავსტრიის რესპუბლიკის დღეს (National Day in Austria).  ამ დღის აღნიშვნა  უკავშირდება ქვეყნიდან უცხოური ჯარების გაყვანასა  და 1955 წელს  ნეიტრალიტეტის გამოცხადებას.


ვინაიდან ავსტრიის რესპუბლიკის ნაციონალური დღე ოფიციალური დღესასწაულია, მოსახლეობა მას სხვადასხვა ღონისძიებებითა და საყოველთაო გასართობი პროგრამებით აღნიშნავს. 

 

წმინდა დემეტრის დღე (Demetrius of Thessaloniki)

26 ოქტომბერს  საბერძნეთი აღნიშნავენ წმინდა დემეტრის (დემეტრიუსის) თესალონიკელის (სალონიკელის) ხსენების დღეს. დემეტრე  მტარვალებმა შუბით განგმირეს. მისი სისხლით ნაკურთხი სიწმინდეებით კი მრავალი სნეული იკურნებოდა. გარდაცვალებით ცოტა ხანში, ის წმინდა დიდმოწამედ შერაცხეს. ასი წლის შემდეგ კი მის სახელზე დიდი ეკლესია ააშენეს.


საინტერესოა, რომ მცხეთიდან დასავლეთით მდებარეობს მცხეთის წმინდა დემეტრე თესალონიკელის ეკლესია, რომელიც XI-XII საუკუნეებში ააგეს.

 

ყმუილი მთვარიან დღეს (Howl at the Moon Day)

მგელი ყოველთვის სიძლიერის სიმბოლო იყო ყველა მითოლოგიაში, მიუხედავად იმისა, თუ არა ვგულისხმობთ მგელ-ფენრირს, რომელიც აპირებდა სამყაროს შთანთქვას რაგნაროკის დროს. ნაწილობრივ ურჩხულის მაგვარი ,მაგრამ ამასთანავე ჭკვიანი და კეთილშობილური -  ამდენი კამათი სხვა არცერთ ცხოველს არ გამოუწვევია,. მაგრამ ერთი რამ ყოველთვის შეუცვლელი რჩება -  ხშირად აჩვენებენ მგელს თუ როგორ შეყმუვლის მთვარის შუქს. 


მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მგლები  მავნე ცხოველებად ითვლებიან, რომლებიც ნადირობენ პირუტყვზე და საშიშროებას უქმნიან შინაურ ცხოველებს, ამან გამოიწვია მათზე  დიდი ნადირობა და მგლების რაოდენობა სერიოზულად შემცირდა. მაგრამ მგლები ხომ მშვენიერი და დიდებული ცხოველები არიან და ისინი მსოფლიო ეკოლოგიის განუყოპელი ნაწილი იყვნენ და უნდა დარჩნენ კიდევაც. 


Howl at the Moon Day -ის ორგანიზება გადაწყდა იმისათვის, რომ ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია მგლების საჭიროებაზე და დაეხმარონ მგლების გადასარჩენ ორგანიზაციას „Wolf Haven“-ს შეაგროვონ შესაბამისი სახსრები. ამავდროულად ეს დღე  საშუალებას მოგცემთ შეუერთდეთ მგლებს და მათთან ერთად იზეიმოთ ველური ბუნების დღესასწაული.

 

გოგრის დღე

აშშ-ში ოქტომბერი არა მხოლოდ ჰელოუინთან, არამედ კონკრეტულად გოგრასთანაც ასოციირდება. ოქტომბრის დასაწყისიდან მაღაზიების დახლებზე ყველგან ნახავთ გოგრებს, გოგრის ნაცხვრებს და ტკბილეულობას. 


როგორ უნდა აღვნიშნოთ ეს დღე?


უბრალოდ მივდივართ მაღაზიაში და ვყიდულობთ გოგრას, ბევრ გოგრას. ნუ თუ თვითონ გოგრა ვერ ვიშოვეთ შეგვიძლია ვნახოთ ნამცხვარი ან მივირთვათ გოგრის წვნიანი.

 

ცხვართან ჩახუტების დღე (Hug A Sheep Day)

ეს დღე აშშ-ში დაინიშნა იმისთვის რომ გავიხსენოთ ცხვრის ყველა ფანტასტიკური ჯიში რომელიც არსებობს მსოფლიოში, ველურით დაწყებული და მოშინაურებულით დასრულებული, რომელიც გვანებივრებენ რძითა და მატყლით. 


როგორ შეგვიძლია აღვნიშნოთ ეს დღე? 


წავიდეთ ახლომდებარე სოფელში, ვიპოვოთ ცხვარი და ჩავეხუტოთ მას. თუ თქვენ აქამდე არსოდეს გინახავთ ცხვარი, ამის გამოსწორება ზუსტად ამ დღეს შეგიძლიათ. 

 

აზერბაიჯანში ბროწეულის დღესასწაული

26 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით აზერბაიჯანში ბროწეულის დღესასწაულს აღნიშნავენ. ეს დღესასწაული 2006 წლიდან აღინიშნება და მის ფარგლებში უამრავი სხვადასხვა ღონისძიება და გამოფენა იმართება, რომლის დროსაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გასინჯოს ბროწეულის სხვადასხვა ჯიშის წვენი, მურაბა და ამ ხილისგან მომზადებული სხვა ტკბილეულობა. 


არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბროწეული საკმაოდ სასარგებლო ხილიცაა, ვინაიდან ის შეიცავს სხვადასხვა ვიტამინებისა და მინერალების მთელ რიგ კომპლექსს.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
35 %
ევროპაში
30 %
აზიაში
2 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
4 %
სახლში
15 %