turebi.ge მომხმარებლის გვერდი
title
Turebi Ge

ანიმაციის, ფუმფულა სათამაშოების და კუბის დღე  - 28 ოქტომბერი


#365days #28ოქტომბერი

ანიმაციის საერთაშორისო დღე (International Animation Day)


2002 წელს  ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ასოციაციამ (ASIFA) გადაწყვიტა „ანიმაციის საერთაშორისო დღის“ დაწესება. 1892 წელს  პარიზში მხატვარმა და გამომგონებელმა ემილ რეინოამ შეკრიბა მაყურებელი  და წარუდგინა სრულიად  ინოვაციური სანახაობა „ოპტიკური თეტრი“ (Theatre Optique), რომელიც მოძრავ ნახატებს აჩვენებდა . აი ასე დაიწყო ანიმაციური ეპოქა.
ამ დღის აღსანიშნავად უბრალოდ შეკრიბეთ მეგობრები და დაიწყეთ სხვადასხვა ეპოქის ანიმაციური ფილმების ყურება. შეგიძლიათ მიკი მაუსით დაიწყოთ.

 

ფუმფულა სათამაშო ცხოველების მოყვარულთა დღე

 

აშშ-ში არსებობს ლეგენდა Teddy Bear-ზე , მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ფუმფულა სათამაშო-დათვზე. ის გამოიგონეს მაშინ, როდესაც სანადიროდ წასულმა ამერიკის პრეზიდენტმა, თეოდორ რუზველტმა  დაინახა ბელი და უარი თქვა გასროლაზე. 
ამერიკაში ამ დღეს საინტერესოდ აღნიშნავენ.  ერთმანეთს უზიარებენ, ანახებენ ბავშვობის საყვარელ ფუმფულა სათამაშოებს. თქვენც შეგიძლიათ წაიღოთ თქვენი „მეგობარი“ სამსახურში ან მეგობრებთან შეკრებაზე. ან საღამოს მყუდრო გარემოში გაიხსენოთ ბავშვობა და ცოტა დრო გაატაროთ სათამაშოსთან ერთად.

 

კუბის აღმოჩენა


1492 წლის 28 ოქტომბერს ქრისტეფორე კოლუმბი კუბას მიადგა და ესპანეთის საკუთრებად გამოაცხადა, მაშინ კუბას დაერქვა „Juana”. ოთხი საუკუნის განმავლობაში კუბა ესპანეთის ტერიტორიად ითვლება (ესპანეთი-ამერიკის ომამდე). XX საუკუნის დასაწყისში კი დამოუკიდებლობა მოიპოვა (ფორმალური)

 

ჩეხეთის დამოუკიდებლობის დღე 


28 ოქტომბერს ჩეხეთი აღნიშნავს თავის მთავარ ნაციონალურ დღესასწაულს - დამოუკიდებელი ჩეხოსლოვაკური რესპუბლიკის შექმნის დღეს (Den vzniku samostatného československého státu), 
1918 წლის 28 ოქტომბერს ჩეხეთი და მეზობელი სლოვაკეთი ერთ რესპუბლიკაში - ჩეხოსლოვაკიაში გაერთიანდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 1993 წლის 1 იანვრიდან ჩეხეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა და გამოეყო მეზობელს,  ჩეხოსლოვაკიის დაარსების დღე ქვეყნის  ერთ-ერთ მნიშნველოვანი დღესასწაულად მაინც რჩება .
ამ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით  სხვადასხვა მასობრივი ღონისძიებები  და აღლუმი იმართება და საღამო შთამბეჭდავი ფოიერვერკით მთავრდება.
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
43 %
არა
25 %
გააჩნია მიმართულებას
32 %