ინტერნეტის დღე, კატა და თურქეთის რესპუბლიკა - 29 ოქტომბერი

#365days #29ოქტომბერი

 

კატის საერთაშორისო დღე


ბედნიერების პატარა და ფუმფულა  ბურთი, რომელსაც შეუძლია დაგავიწყოს რომ სერიოზული ზრდასული ადამიანი ხარ და გაგახსენოთ ბავშვობა და გართობა. როდესაც ახლოს არის ეს უმწეო და საყვარელი არსება, როგორ უნდა შეიკავო თავი და მოიქცე ადეკვატურად და სერიოზულად? მათ ხომ ასე უყვართ სითბო და ალერსი. იცით როგორია კატის მოყვარული ადამიანი? მის ცხოვრებას ფისო მართავს, პატარა ფუმფულა ღმერთი, რომელიც სანაცვლოდ სითბოს და სიყვარულს სთავაზობს. 
კატების დღე პირველად ცხოველების აქტიურმა დამცველმა, კოლინ პეიჯმა დააწესა, იმისათვის, რომ შინაური კატების მიმართ ყურადღების გასამახვილებლად. სულ მალე „American Society for the Prevention of Cruelty to Animals“-მა ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის შემცირების მიზნით დააწესა კატების დღე. ეს ორგანიზაცია ასევე უბიძგებდა ხალხს თავშესაფრებიდან აეყვანატ კატები.


როგორ აღვნიშნოთ ეს დღე?


ჩაეხუტეთ და მოეფერეთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს. თუ არ გყავთ მაშინ გაიარეთ ქუჩებში და უსახლკარო კატებს აჩვენეთ ადამიანური სითბო. გაუმარტივეთ ქუჩის ცხოვრება და მიეცით საკვები, მერწმუნეთ ცხოველი გახარებული და მადლიერი დაგრჩებათ.

 

რესპუბლიკის დღე თურქეთში

 


1923 წლის 29 ოქტომბერს თურქეთის კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილებები, რამაც გამოიწვია ოსმალეთის იმპერიის დაშლა და თურქეთი რესპუბლიკად (Cumhuriyet Turkiye) გამოცხადდა.
ამ დღეს ყოველწლიურად თურქეთში სადღესასწაულო ღონისძიებები ტარდება. თუმცა  დღეში ერთხელ ხმაურიანი დღესასწაული წყდება და წუთიერი დუმი ცხადდება. საღამო კი ფოიერვერკებით  მთავრდება 

 

სერბეთის კონსტიტუციის დღე

 

29 ოქტომბერი სერბეთში მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღია - სერბეთის კონსტიტუციის მიღების დღე.  2006 წლის 30 ოქტომბერს, სერბეთის რესპუბლიკის სახალხო კრებამ, პრეზიდენტისა და მთავრობის თანდასწრებით,  ერთხმად მხარი დაუჭირა ახალი კონსტიტუციის პროექტს, რომელიც მიღებული იყო სახალხო რეფერენდუმის ჩატარებისას - 2006 წლის 28 და 29 ოქტომბერს. 
წინა კონსტიტუციის თანახმად (1990-2006) ქვეყნის ოფიციალურ ენად  სერბულ-ხორვატული, ხოლო ლათინური  და კირილიცა ოფიციალურ ანბანად ითვლებოდა. ახალმა კონსტიტუციამ დააბრუნა სერბული ენა და დაადგინა, რომ ერთადერთი ოფიციალური ანბანი არის კირილიცა.

 

ინტერნეტის დღე

 


ყოველწლიურად 29 ოქტომბერს მექსიკა, არგენტინა, ესპანეთი, კოლუმბია, ვენესუელა, ჩილე და მსოფლიოს სხვა ბევრი ქვეყანა ინტერნეტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელიც 2005 წელს ინტერნეტ მომხმარებელთა ასოციაციამ დააწესა (Association of Internet Users).
ამ დღის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციის  შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდებინათ.
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %