თეთრი ტრუფელი, The Beatles, მსოფლიო თავისუფლების დღე - 9 ნოემბერი

#365days #9ნოემბერი
გაიგე რას აღნიშნავენ ან რა მოხდა მსოფლიოში 9 ნოემბერს


თეთრი ტრუფელის ფესტივალი სან-მინიატოში 

 

 

იტალიურ ქალაქ სან-მინიატოს ხშირად „თეთრი ტრუფელის ქალაქს“ ეძახიან. ნოემბრის ბოლო სამ შაბა-კვირას აქ ტრადიციული დღესასაწაულია, აღნიშნავენ თეთრი ტრუფელის ფესტივალს.
თეთრი ტრუფელი - იტალიის სიამაყეა, ხოლო ამ რეგიონის თეთრ ტრუფელს „საჭმლის მეფეს“ ეძახიან, და ის ყველაზე ძვირფას სოკოდ ითვლება. ზუსტად აქ იპოვეს მსოფლიოს ყველაზე დიდი თეთრი ტრუფელი, რომელიც 2.5 კგ-ს იწონიდა. 


ადგილობრივი სოკო არა მხოლოდ თავისი ზომით არამედ ხარისხითაც გამორჩეულია. სან-მინიატოს თეთრ ტრუფელს მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებში თუ დააგემოვნებთ. ის ფრანგულ შავ ტრუფელზე უფრო გერმიელად და უფრო ძვირად ითვლება, კილოგრამი შეიძლება 1-2 ათასი ევროც კი ღირდეს. 


იტალიაში ტრუფელის მოსავლის აღება ნოემბერში ხება. თეთრი სოკო ხის ფესვებზე იზრდება და მისი მოკრეფის შემდეგ მალევე იწყებს ჭკნობას. ყველაზე იდეალურ პირობებშიც ტრუფელი გემო სმხოლოდ 10 დღით ინარჩუნებს.

 

ბრაიან ეპსტაინმა The Beatles აღმოაჩინა 

 

 

1961 წლის 9 ნოემბერს ბრაიან ეპსტაინმა, ლივერპულის Cavern Club-ში მოუსმინა ახალგაზრდა მუსიკალურ კვარტეტს, რომელსაც The Beatles ერქვა.  ბრაიანს აკვიატებული ჰქონდა ჯგუფის მენეჯერობა, და მათში დიდ პოტენციალს ხედავდა. 


The Beatles-ის თავდაპირველი წარმატების მიზეზად ზუსტად ეპსტაინს ასახელებდნენ. მაგრამ 1967 წელს ეპსტაინი მოულოდნელად გარდაიცვალა და აი ზუსტად აქედან დაიწყო ჯგუფის დასასრულის დასაწყისი.

 

ბერლინის კედლის დაცემის დაწყება

 


ბერლინის კედელი - „ცივი ომის“ ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. მისი მშენებლობა 1961 წელს ხოლო დაცემა 1989 წლის 9 ნოემბერს დაიწყო.  


თავდაპირველად ეს ეკლიანი მავთულის ღობე იყო, რომელიც დროთა განმავლობაში უზარმაზარ  5 მეტრიანი სიმაღლის ბეტონის კედელში გადაიზარდა.  მას „ანტიფაშისტურ თავდაცვით კედელს“ უწოდებნენ და ის არა მხოლოდ ყოფდა ქალაქს ორ ნაწილად, არამედ აცალკევებდა დასავლეთ ბერლინს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისგან (გდრ).

 

1989 წლის 9 ნოემბერს გდრ-ის კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ ბერლინის მოსახლეობამ კედლის დანგრევა დაიწყო. სულ მალე მისი უდიდესი ნაწილი სუვენირებზე განაწილდა. 
აქამდე არსებობს ბერლინკის კედლის მუზეუმიც, რომელშიც გიყვებიან თუ რაზე არ მიდიოდა ხალხი ამ კედლის გადასალახად.

 

თავისუფლების (დამოუკიდებლობის) მსოფლიო დღე

 


XXI საუკუნეშიც კი ძალიან ბევრ ქვეყანაში თავისუფლება აკრძალულია. აკრძალულია აირჩიო სასურველი რელიგია (ან საერთოდ ათეისტი იყო), წართმეულია სასურველი პარტნიორის არჩევის თავისუფლება, მოგზაურობის თავისუფლება და სხვა. ეს სია უსასრულოა... სამწუხაროა, რომ მსოფლიოს ბევრ ადგილას ადამიანები იძულებულები არიან იცხოვრონ შეზღუდვებში, სიცარიელეში და ითმინონ, რათა ქვეყნის „მმართველებმა“ არ მოკლან ან ციხეში არ ჩააგდონ. თუ თქვენ იცით რა არის სიტყვის, აზრის გამოხატვის თავისუფლება - ბედნიერად უნდა იგრძნოთ თავი. ზუსტად ამისთვის დაწესდა მსოფლიო თავისუფლების დღე. 


World Freedom Day ზუსტად ბერლინის დაცემის დღეს ნიშნავს. ეს დღე აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში კომუნიზმის დაცემას ეძღვნება და  2001 წელს პრეზდენტ ჯორჯ ბუშის მიერ დაწესდა, „რკინის ფარდის“ გამო განცალკევებული ადამიანების კვლავ გაერთიანების აღსანიშნავად. ამ მოვლენამ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ხალხს შეუძლია შეცვალოს თავისი აწმყო და მომავალი და აირჩიოს  სასურველი გარემო და ლიდერი, რათა იცხოვრონ სამართლიან და თავისუფალ სამყაროში. 


 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %