ხარისხის მსოფლიო დღე და ბავშვების დღე ინდოეთში - 14 ნოემბერი

#365days #14ნოემბერი
გაიგე რას აღნიშნავენ მსოფლიოში 14 ნოემბერს 

 

ხარისხის მსოფლიო დღე

 

 

ხარისხის მსოფლიო დღე (World Quality Day) ყოველწიურად  ბევრ ქვეყნაში ნოემბრის მეორე ხუთშაბათს აღინიშნება აღინიშნება, წელს ეს 14 ნოემბერია. ხარისხის მსოფლიო დღე 1990 წელს ხარისხის ევროპულმა ორგანიზაციამ (European Organization for Quality, EOQ) გაეროსთან შეთანხმებით დააწესა.


დღის მიზანია მომსახურების და პროდუქციის ხარისხის მნიშვნელობის გაზრდა, ასევე იმ აქტივობების რეალიზირება, რომელიც მიმართულია ხარისხის პრობლემებზე ყურადღების მისაპყრობად. 
ხარისხი მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ერთ-ერთი პრიორიტეტული პრობლემაა. თანამედროვე სამყაროში მომსახურების ან პროდუქტის მაღალი ხარისხი ნებისმიერი ქვეყნის, კომპანიის თუ საწარმოს წარმატების საწყინდარია.

 

ბალ დივასი - ბავშვების დღე ინდოეთში

 


ინდოეთის დიადი სახელმწიფო მოღვაწის, დამოუკიდებელი ინდოეთის პირველი პრემიერ მინისტრის დაბადების დღეს (Jawaharlal Nehru, 14.11.1889 - 27.05.1964)  ბავშვების დღეს აღნიშნავენ. დღესასწაულის ინდური სახელწოდებაა - ბალ დივასი  (Bal Diwas).


ამ დღეს ადგილობრივი მმართველობა მშობლებს და მასწავლებლეს თხოვნით მიმართავს დაეხმარონ ბავშვებს ქვეყნის პასუხისმგებელ მოქალაქეებად გაზრდაში.


ნერუს ყოველთვის სწამდა, რომ ბავშვი ენერგიით და იმედით სავსე შთაგონების წყაროა, და ქვეყნისა და ერის მომავლის ქვაკუთხედი ბავშვების სწორად აღზრდასა და ზრუნვაშია ჩადებული.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %