შოკოლადის ფესტივალი ბოტანიკურ ბაღში

დაესწარი ბოტანიკური ბაღის ყველაზე საახალწლო და ჯადოსნურად გემრიელ "შოკოლადის ფესტივალს" ! 

 

შოკოლადის ფესტივალი 7 და 8 დეკემბერს 12:00 - 18:00 საათებში, ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში (Event Square) გაიმართება. წარმოდგენილი იქნება, როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე სხვა ქვეყვენიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი და შოკოლადის შადრევანი.

 

ფესტივალზე გელოდებათ ცხელ-ცხელი შოკოლადის შადრევნები, ხელნაკეთი შოკოლადები და საახალწლო ნივთები. და, რაც ყველაზე საინტერესოა, შოკოლადის ხინკალიც. 

აქვე დაგხვდებათ ელფი, ფიფქია, გრინჩი და რაც მთავარია სანტა და ნაძვის ხე, სადაც ბავშვები სურვილებს ჩაიფიქრებენ და შიკოლადის შესახებ საინტერესო ამბებს გაეცნობიან!

 

დამთვალიერებელს შოკოლადის დეგუსტაცია ორივე დღის განმავლობაში შეეძლება.

წყარო: შოკოლადის ფესტივალი ❅ ⒸⒽⓄⒸⓄ ⒻⒺⓈⓉ

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %