turebi.ge მომხმარებლის გვერდი

VOL.2 მოგზაურობა პრაღაში - დაუვიწყარი 4 დღე

მოგზაურობა პრაღაში - დაუვიწყარი 4 დღე. VOL.1

 

პრაღა, დღე მესამე - ციხე-სიმაგრე და ხიდი


მესამე დღე პრაღის მთავარი ღირშესანიშნაობით, პრაღის ციხე-სიმაგრით დაიწყო. Pražský hrad-ის კომპლექის შესასვლელთან გაუნძრევლად დგას ყარაული, ყველა ტურისტს სურს მათთან სურათის გადაღება, რამდენიმე საათი გაუნძრევლად ყოფნა საკმაოდ რთულია და წარმომიდგენია ეს ბიჭები რა დღეში იქნებიან, თან ამას ისიც რომ ემატება, ყველა დგება, გეხება და სურათებს გიღებს.

 

 

პრაღის ციხე-სიმაგრე (პრაღის გრადი) Pražský hrad საკმაოდ დიდი კომპლექსია, რომელშიც იპოვით უამრავ მუზეუმს, ეკლესიას და ცალკე ქუჩას პატარა მინიატურული სახლებით. აქ რაც მთავარია, შოკისმომგვრელი წმინდა ვიტას (ვიტუსის) გოთიკუირ კათედრალია განლაგებული (Katedrála Sv. Víta). ეს უზარმაზარი შენობა თან გაშინებს, თან გხიბლავს თავისი სიდიადით. აცულებლად დასათვალიერებელი ღირშესანიშნაობაა.

 

 

აქვე ახლოს ნახავთ ოქროს ქუჩაზე შესასვლელს (Złota uliczka), სადაც შესვლა ფასიანია, ეს ქუჩა დაბალჭერიანი სამ სართულიანი ვიწყო სახლებისგან შედგება. თითეული სახლის პირველი სართულის ოთახების თავდაპირველი იერსახე შენარჩუნებულია/აღდგენილია, მეორე და მესამე სართულებზე იპოვით სუვენირებს და ძველი დროის ჭურჭელს, ტანსაცმელს, აბჯარს და ასევე წამების ოთახსაც კი. დათვალიერების შემდეგ მიხვდებით რომ აქ სხვადასხვა ხელოსანი, მკერავი, ქალაქის მცველები ცხოვრობდნენ, თუმცა იძახიან რომ აქ ალქიმიკოსებსაც შეხვდებოდით. 

 

 

ციხე-სიმაგრის კომპლექსიდან გამოსვლისას შეგიძლიათ გადახედოთ პრაღას, იშლება ფანტასტიკური ხედი. ჩანს ქალაქის დიდი ნაწილი თავისი პატარა წითელ-სახურავებიანი შენობებით.

 

 

ციხე-სიმაგრიდან გამოსვლისას აუცილებლად უნდა გახვიდეთ ქალაქის ყველაზე ვიწრო ქუჩაზე, რომლის ორივე ბოლოში დამონტაჟებულია შუქნიშანი. ქუჩა იმ დონემდე ვიწროა, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია მანდ გავლა, ამიტომაც შუქნიშანი არეგულირებს მოძრაობს და ხალხს „ავარიას“ არიდებს თავს.
ყველამ იცის ბრიუსელში მფსმელი ბიჭუნას ქანდაკება (peeing, pissing boy), პრაღაში მფსმელი კაცების ქანდაკებებს ვიპოვეთ (Čůrající postavy), რომლებიც საკამოდ სასაცილოდ და ცოტა უხერხულად გამოიყურებიან. მათ ნახავთ კაფკას მუზეუმთან. ორივე ქანდაკების შუა ქვედა ნაწილი მოძრაობს და როგორც გავიგეთ, ეს არ არის უბრალო ქაოტური მოძრაობები, ისინი სპეციალურად რაღაცას ხაზავენ. საინტერესოა, სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ „ნახაზი“.

 

 

ქვეყნის და ქალაქის კიდევ ერთი სიმბოლოა კარლის ხიდი (Karlův most)- რომელიც  ქალაქის მთავარ მდინარეზე ვლტავაზე გადადის.

 

 

ნუ იქ სურათის გადაღება მართლაც შეუძლებელი იყო, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ შუაღამისას რომ მოინდომო მისვლა, მაშინაც კი დაგხვდება ხალხი. ტურისტებში ძალიან პოპულარული ადგილია, მთლიანი ხიდის გაყოლებაზე სხვადასხვა ზომის ქანდაკებებია განთავსებული, ყიდიან სუვენირებს, ქუჩის მხატვრები გთავაზობენ პორტრეტების დახატვას, მუსიკოსები კი სასიამოვნო ატმოსფეროს გიქმნიან. ხიდიდან ულამაზესი ხედი იშლება მდინარის ორივე ნაპირზე. მდინარე თითქოს რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი, ერთ ნაწილში მხოლოდ დიდი ზომის გემები დაცურავენ და მეორე ნაწილში პატარა ნავებს დაინახავთ. მდინარე საკმაოდ განიერია, ამიტომაც ნელი, ნაბიჯით, ალაგ-ალაგ გაჩერებებით სადღაც ნახევარი საათი შეიძლება დაგჭირდეთ ხიდის ერთი ბოლოდან  მეორე ბოლომდე მისასვლელად. 

 

 

საღამო კი დავაგვირგვინეთ წმინდა ლუდმილას ეკლესიის მონახულებით, რომელიც მშვიდობის მოედანზე მდებარეობს, უკვე მერე გავიგეთ, რომ ეს კატოლიკური ტაძარი იყო, რომელიც მიუძღვნეს მე-12 საუკუნეში მოღვაწე პრაღის პირველ ქრისტიან ქალბატონს. 

 

 

დღე მეოთხე  - მოცეკვავე სახლი და ფაუსტის შენობა


პრაღის ერთ-ერთი თანამედროვე ღირშესანიშნაობა ე.წ. მოცეკვავე სახლია - (Tančící dům), რომელიც 1997 წელს ააგეს.  ეს შენობა ძალიან განსხვავდება პრაღის ბაროკოს და გოთიკური სტილის შენობებისგან და თვალშისაცემია მისი განსხვავებული სიმაღლე და ფორმა, თუმცა ეს განსხავებულობა საერთოდ არ გაღიზიანებს, პირიქით იქცევს ყურადღებას და გაოცებს. 

 


მოცეკვავე სახლიდან ფაუსტის სახლისკენ (Faustuv Dum) გავეშურეთ. ლეგენდის თანახმად ამ სახლში დოქტორი ფაუსტი ბინადრობდა (გოეთეს პერსონაჟი),  მრავალი საუკუნის მანძილზე აქ ასევე სხვადასხვა ფიზიკოსი და ალქიმიკოსი ცხოვრობდა და სახლთან ბევრი უცნაური და ამოუცნობი მოვლენა ფიქსირდებოდა. არადა გარედან საკმაოდ მშვენიერი მოვარდისფრო და ნათელი სახლია.

 


არ ვაპირებდით და სრულიად შემთხევით აღმოვჩნდით ჩეხეთის სენატის ანუ ვალდშტეინის სასახლის ეზოში. ტერიტორიაზე შესვლისას გხვდება ლაბირინთი, რომელიც სხვადასხვა მცენარისგან შედგება, თუმცა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტალაკტიტების კედელმა - შავმა კლდემ.  სენატის ეზოში გალიების გარეთ მშვიდად წყნარად დასეირნობენ ლამაზი ფარშავანგები.

 

 


იმავე დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ებრაული უბანიც, თუმცა ამაზე ცალკე დავწერ...

მოგზაურობა პრაღაში - დაუვიწყარი 4 დღე. Vol.3
 


 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
27 %
გააჩნია მიმართულებას
32 %