ტელევიზია, მისალმება და ფილოსოფია - 21 ნოემბერი.

#365days #21ნოემბერი
გაიგე თუ რას აღნიშნავენ ან რა ხდება მსოფლიოში 21 ნოემბერს

 

ტელევიზიის მსოფლიო დღე

 

 

1996 წელს პირველ მსოფლიო სატელევიზიო ფორუმზე გაერომ ტელევიზიის მსოფლიო დღე (World Television Day) დააწესა, რომელიც ყოველწლიურად, უკვე 20 ქვეყენაში, 21 ნოემბერს აღინიშნება. 


სწორედ 1996 წლის ფორუმზე გადაწყდა, თუ რამდენად მნიშნველოვანი როლი უჭირავს ტელევიზიას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში და როგორი ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს მასებზე.

 

ამავე ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის ტელევიზიების წარმომადგენებმა გადაწყვიტეს გაცვალონ გადაცემები, რომლებიც ეხება განათლებას, კულტურას, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს. 

 

მისალმების მსოფლიო დღე

 

 

მისალმების მსოფლიო დღე (World Hello Day) ყოველწლიურად 21 ნოემბერს აღნიშნავენ. მისი მიზანია ფართო მასებმა უფრო დიდი ყურადღება მაიქციონ პირად ურთიერთობებსა და მშვიდობის შენარჩუნებას.

 

ცივი ომის პერიოდში 1973 წელს, ორმა ამერიკელმა ძმამ, მაიკლ და ბრაიენ მაქკორმარმა  (Michael and Brian McCormack), ეგვიპტისა და ისრაელის კონფლიქტის საპასუხოდ დააწესეს მისალმების მსოფლიო დღე.

 

ეს დღე საერთაშორისო დაძაბულობის გასაპროტესტებლად მიიღეს და მას 180 ქვეყანამ დაუჭირა მხარი.


მისალმების მსოფლიო დღე კიდევ ერთი მშვენიერი დროა მეგობრული მისალმებისთვის და დადებითი ემოციების გასაზიარებლად. 


მსოფლიო ფილოსოფიის დღე

 

 

2002 წელს, იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე გადაწყდა, რომ ნოემბრის მესამე ხუთშაბათს ყოველწლიურად აღინიშნოს მსოფლიო ფილისოფიის დღე (World Philosophy Day). ამ წელს ეს 21 ნოემბერია.

 

ამ დღის დაწესებით იუნესკოს უნდოდა ხაზი გაესვა, თუ რამდენად მნიშნველოვანი როლი უჭირავს ფილოსოფიას ერის, კულტურისა და ინდივიდის ფორმირებაში. 


დღევანდელი დღე 70-ზე მეტ იუნესკოს წევრ-ქვეყანაში აღინიშნება. ყოველ წელს კონკრეტულ თემას ეხება და შესაბამისი ღონისძიებები ტარდება: ფილოსოფიური დიალოგები, დისკუსიები, კონფერენციები, სემინარები და გამოფენები. 


მოწევაზე უარის თქმის დღე

 

 

1977 წელს ამერიკულმა ონკოლოგიურმა საზოგადოებამ ნოემბრის მესამე ხუთშაბათი მოწევაზე უარის თქმის დღედ (No Smoking Day) გამოაცხადა. წელს ეს 21 ნოემბერია.

 

ამ დღის მიზანია თამბაქოზე დამოკიდებულების შემცირება, მოსახლეობისა და ყველა სპეციალობის ექიმის ჩართვა მოწევის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე საზოგადოების ინფორმირება თამბაქოს მავნე ზეგავლენის შესახებ. 
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %