turebi.ge მომხმარებლის გვერდი
title
Turebi Ge

ეიფელის კოშკისთვის სურათის გადაღება იკრძალება

დიდი ბრიტანეთის გამომცემლობამ The Sun-მა დაასახელა მსოფლიოს მთავარი ღირშესანიშნაობები, რომლებისთვის სურათის გადაღება უკვე აიკრძალა ან შეიძლება აიკრძალოს. ამ სიაში შევიდა სიქსტეს კაპელა, ვან გოგის მუზეუმი და ეიფელის კოშკიც კი.

 


თურმე ყველა ღირშესანიშნაობისთვის სურათის გადაღება არ არის ნებადართული. ზოგიერთის ძვირფასი ნამუშევრის ფოტოაპარატის მაშუქისგან (განათება) დასაცავად შემოიღეს სპეციალური ამკრძალავი ნიშნები. აკრძალვა ასევე რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე დააწესეს და თვლიან, რომ სურთის გადაღება უპატივცემულობის ნიშანია. ყველა შემთხვევაში, აკრძალვის დარღვევა შეიძლება პრობლემად გადაიქცეს ტურისტისთვის, ჩამოერთვას ფოტოაპარატი ან სმარტფონი და დაჯარიმდეს კიდევაც. 


The Sun-ს სპეციალისტებმა იმ ღირშესანიშნაობების სია შეადგინეს, სადაც ჯობია არ გარისკო სურათის გადაღება. ასეთი აკრძალვა მოქმედებს პარიზის უმაღლეს წერტილზე,  საკრე-კიორის ბაზილიკაში. ოფიციალურ საიტზე აცხადებენ ეს აკრძალვა შემოიღეს „ლოცვისთვის შესაბამისი ატმოსფეროს შესანარჩუნებლად“. ნებისმიერი კანონდამრღვევს გააგდებენ ბაზილიკიდან.  მსგავსი აკრძალვა მოქმედებს ვატიკანშიც, სიქსტეს კაპელასთანაც ჯობია არ გამოიყენოთ კამერა. 


ეგვიპტეში მეფეთა ველთან სურათის გადაღება შეიძლება დაპატიმრებით დასრულდეს. აქ, განათების გარეშე, სურათის გადასაღებად წინასწარ ნებართვის აღებაა საჭირო.

 

 


ტურისტებს სურათის გადაღებისთვის პატიმრობა ემუქრება ტაილანდშიც, პოპულარ პლაჟზე მაო კხაო ბიჩზე. საქმე იმაშია, რომ სანაპიროს ნაწილი აეროპორთან ახლოს მდებარეობს. ადრე აქ ძალიან ბევრი ტურისტი იკრიბებოდა დაბლა მფრინავი თვითმფრინავის ფონზე სურათის გადასაღებად. თუმცა რამდენიმე უცნაური გარდაცვალების შემთხვევის გამო მონაკვეთი შემოღობეს და სურათების გადაღება აკრძალეს.

 


მსოფლიოს უამრავი მუზეუმს შემოაქვს ფოტოაპარატებითა და სხვა გაჯეტებით სურათების გადაღების აკრძალვა. ეს ყველაფერი ხელოვნების ექსპონატების დასაცავად ხდება. მაგალითად, მსგავსი შეზღუდვა უკვე არსებობს ამსტერდამში, ვან გოგის მუზეუმში. ალტერნატივად მსურველებს სთავაზობენ მუზეუმის ჰოლში, სპეციალურად სელფებისთვის განკუთვნილ ზონაშ, სურათების გადაღება. ჰოლანდიის დედაქალაქში  მსგავსი შეზღუდვა, ანა ფრანკეს სახლშიც მოქმედებს.

 


სულ ცოტა ხნის შეზღუდვა შემოიღეს ჩეხეთშიც, სედლეცის საძვლეში, სადაც თითქმის 70 ათასი ადამიანის ჩოჩხი ინახება. აკრძალვა რაც განპირორებული იყო ტურისტების მხრიდან უპატივცემულო დამოკიდებულების გამო: მნახველები სურათის გადასაღებად კედლებიდან ადამიანის ძვლებს იღებდნენ. ჯარიმის თავიდან ასაცილებლად და სურათების გადასაღებად, სედლეცის მონახულებამდე სამი დღით ადრე  ხელი უნდა მოაწეროთ სპეციალურ შეთანხებას. 

 


წინა თვეს სურათების გადაღებაზე შეზღუდვა ამოქმედდა იაპონური ქალაქის კიოტოს ისტორიულ უბანში, სადაც აკძალეს გეიშებისთვის სურათის გადაღება. კანონმდარღვევისთვის 100 დოლარის ოდენობის ჯარიმაა დაწესებული.

 

 

და ბოლოს, ბევრმა არ იცის, რომ თურმე ეიფელის კონშისთვისაც სურათის გადაღება შეიძლება აიკრძალოს. საქმე იმაშია, რომ პოპულალური სინათლის შოუ, რომელიც საღამოს საათებში ასე ახარებს ტურისტებს, შექმნილი იყო SETE კომპანის მიერ და საავტორო უფლებებითაა დაცული. ამბობენ, რომ სურათების გადაღება უკვე აიკრძალა, თუმცა ჯარიმებზე ჯერ არ მიდის საუბარი.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
27 %
გააჩნია მიმართულებას
32 %