title
Turebi Ge

3 ყველაზე უცნაური ღირშესანიშნაობა

ნებისმიერ ღირშესანიშნაობას თავისი შექმნის ისტორია აქვს, თუმცა ტურისტებისთვის განსაკუთრებით კი საინტერესოა ის ნაგებობები, რომლებსაც სხვებისგან განსხავებული, უნიკალური ამბავი მოყოლა შეუძლია.

 

რონგ კჰუნზე

 

იცი თუ არა, რომ არსებობს ისეთი ტაძარი, რომლის აშენების დროსაც არ გაუთვალისწინებიათ მშენებლობის რამე კანონი, თვითონ ტაძარი თავიდან ბოლომდე ერთი მხატვრის ფანტაზიის ნაყოფია? 
ჩვენ ვსაუბრობთ ერთ ბუდისტურ თეთრ ტაძარზე ვატ რონგ კჰუნზე, რომელიც მხატვარმა ჩალერმჩაი კოსიტპიპატმა გაყიდული ნახატებიდან შეგროვილი ფულით ააშენა, მარადიული სიცოცხლის იმედით. ამავე დროს, გარედან ნებისმიერი მატერიალური დახმარება მან უარყო. 2014 წელს ტაძარი, სამწუხაროდ, მიწისძვრის გამო ნაწილობრივ დაზიანდა და  აქამდე მიმდინარეობს სამუშაოები მის აღსადგენად, თუმცა ტურისტების ნაკადი არ წყდება. აქ შეგიძლია ისწავლო მედიტაცია, მოინახულო ლამაზესი და უდიდესი ოქროს ნაგებობები, ან უბრალოდ დაათვალიერო ეს  წარმოუდგენელად ლამაზი ტაძარი.
 

 

იდეალური სასახლე

 

უბრალო ფოსტალიონიც რომ იყო, შენ გაქვს ყველანაირი შანსი საკუთარი სასახლე გქონდეს! 1879 წელს, სოფლის ფოსტის ჩვეულებრივმა მუშაკმა, ფერდინანდ შევალმა, რომელსაც განსაკუთრებული სამშენებლო უნარებიც კი არ გააჩნდა, დაიწყო მისი ოცნების ციხე-სიმაგრის მშენებლობა, რომელსაც "იდეალური სასახლე" დაარქვა. ის მარტო მუშაობდა, ყველაფერს დაახლოებით 33 წელი დასჭირდა. ადგილობრივი მოსახლეობა სკეპტიკურად უყურებდა შევალის იდეას და შერეკილს უწოდებდნენ. თუმცა, დღეს უნიკალური ნაგებობა, რომელიც მდებარეობს პატარა ქალაქ ოტრივში, შეიძლება საფრანგეთის სიამაყედ ჩავთვალოთ

 

 

მხიარული სასაფლაო (Cimitirul Vesel)

 

 

ჩვენ თითქოს ვიცით, რომ სიკვდილში არაფერია სამხიარულო...მაგრამ რუმინეთის ერთ-ერთი სოფლის, სეპინცას მაცხოვრებლები არ დაგვეთანხმებიან...ზუსტად აქ მდებარეობს  მსოფლიოში ყველაზე მხიარული სასაფლაო (Cimitirul Vesel). 1930-იან წლებში ეს სასაფლაო  ერთმა აქაურმა დურგალმა შექმნა,  რომელმაც გადაწყვიტა მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა, რომ სიკვდილი არ არის ყოველთვის სატირალი. თითოეული საფლავის ქვა მოხატულია მხიარული ნახატებითა და წარწერებით. ჯვარზე გამოსახულია, თუ როგორ გარდაიცვალა ადამიანი (მაგალითად ან ლოთაობისგან ან მატარებელმა გადაუარა) ან რითი იყო დაკავებული ცხოვრების მანძილზე. 


ეს ადგილი საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში და არავინ ერიდება სასაფლაოზე მხიარული სურათის გადაღებას.
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
37 %
ევროპაში
28 %
აზიაში
6 %
თურქეთში
3 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
11 %