როგორ აღნიშნავენ ვალენტინობას მსოფლიოში


პირველად ვალენტინობის დღე V საუკუნეში რომში აღნიშნეს, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე. დღესდღეობით 14 თებერვალს, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალურ საეკლესიო დღესასწაულს, მხოლოდ პროტესტანტები აღნიშნავენ ლუთერანულ და ანგლიკანურ ეკლესიებში. დანარჩენი სამყარო კი ამ დღეს როგორც სიყვარულის დღეს ისე აღიქვამს. 

 

შეეძლო თუ არა ასობით წლის წინ რომაელ ეპისკოპოსს ვალენტინს, რომელიც უამრავი წყვილი დააორწინა, წარმოედგინა, რომ მისი სახელი სამუდამოდ იცხოვრებს, როგორც სასიყვარულო ურთიერთობების შთამგონებელი?


ევროპის თითოეულ ქვეყანაში ამ დღესასწაულმა ოპოვა საკუთარი ტრადიციები,  რომლებიც დამახასიათებელია მხოლოდ მისი ტერიტორიისთვის.

 

საფრანგეთი

 


14 თებერვალს საფრანგეთში შეყვერებულებს სამკაულებს ჩუქნიან, და ასევე ხელს სთხოვენ. თუმცა წმ. ვალენტინის დღე ფრანგებისთვის - არ მარტო შეყვარებული წყვილების დღეა, არამედ ყველასი ვისაც უყვარს - ნათესავები, მეგობრები ან და უბრალო ნაცნობები. ასევე აქ ჩუქნიან კამფეტებს, შოკოლადის მუსებს, რომანტიკულ მოგზაურობას, ლატარეის ბილეთებს, გულებად დაჭრილ ძეხვს, ვარდისფერ იოგურტსა და ხელოვნურ ყვავილებს.

 

დიდი ბრიტანეთი

 


დიდ ბრიტანეთში წმ. ვალენტინის დღეს მკითხაობენ: პირველი, ვისაც გოგონა 14 თებერვალს მზის ამოსვლისას ფანჯრიდან დაინახავს, ის იქნება მისი ვალენტინი. ყველაზე პოპულარულ საჩუქრად ითვლება გულის ფორმის ტკბილეულობა, რბილი სათამაშოები, განსაკუთრებით დათუნიები Teddy და ვალენტინის მისალოცი ბარათები. ვინაიდან ინგლისში მოსახლეობა ტრადიციების ერთგულია, ამიტომ საჩუქრის მიღების შემდეგ, ტანსაცმელზე მაგრდება ნიშანი საყვარელი ადამიანის სახელით. ინგლისელები თავიანთი საყვარელი ადამიანის გარდა, ვაალენტინობის დღეს შინაურ ცხოველებსაც ულოცავენ (ცხენებს, კატებს, ძაღლებს...)

 

 

უელსი

 


უელსში 14 თებერვალს თავისი ტრადიცია აქვთ - ე.წ. „სიყვარულის კოვზი“. შეყვარებული წყვილები თლიან ხის კოვზს, შემდეგ ამშვენებენ მას გასაღებით და საკეტებით, გულებით, შემდეგ კი ჩუქნიან ერთმანეთს.

 

იტალია

 


იტალიაში სიყვარულის დღეს მიღებულია გულის ფორმის ტკბილეულობის ჩუქნა, ყვავილებიდან - ვარდების, ასევე სუნამო და ბრილიანტები. ამ დღესასწაულს იტალიაში მხოლოდ შეყვარებულები აღნიშნავენ. კიდევ ერთ ყველაზე პოპულარული საჩუქარი არის «Baci Perugina» - შოკოლადით დაფარული თხილი. თითოეულ კამფეტში დევს წერილი, რომელშიც 4 ენაზე წერია სიყვარულის სიტყვები.

 

 

გერმანია

 


გერმანიაში წმ. ვალენტინის დღესმოსახლეობა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს წითელი ლენტებით რთავს, სამკრელოებში კი ლოცულობენ, რადგან წმ. ვალენტინი გერმანებელისთვის - არ არის შეყვარებული წყვილების მფარველი წმინდანი, არამედ ფსიქიკურად და ნერვულად აშლილი ავადმყოფების მფარველია.

 

ნიდერლანდები

 

 

14 თებერვალს ნიდერლანდებში ქალს შეუძლია თვითონ მივიდეს მამაკაცთან და ხელი სთხოვოს. მაგრამ თუ მამაკაცმა უარი უთხრა, ის ვალდებულია ქალბატონს აბრეშუმის კაბა აჩუქოს.

 

დანია

 


დანიაში წმ. ვალენტინის დღეს შეყვარებულებს ფერად, მუსიკალურ, მომხიბვლელ წერილებს - „სასიყვარულო ბარათებს“ ჩუქნიან. მეგობრებს და შეყვარებულებს კი ყოჩივარდებს, საჩუქრებს და ბარათებს.

 

ისლანდია

 


ისლანდიაში წმ. ვალენტინის დღე ვნებიანი სიყვარულის სიმბოლოა. 14 თებერვალს აქ ანთებენ კოცონებს ოდინის შვილის - ვალი (ვილი) -ს სახელზე.  გოგონები ამ დღეს ბიჭებს კისერზე ნახშირს კიდებენ, ბიჭები გოგონებს კი პატარა ქვებს, რადგან ცეცხლის დანთებისთვის ამ დღეს აუცილებელია, რომ ქვების ხახუნის დროს გაჩნდეს ნაპერწკალი.

 

ფინეთი

 


ფინეთში 14 თებერვალს აღნიშნავენ მეგობრების დღეს, რომელიც ოფიციალურად იყო შეტანილი დღესასწაულების კალენდარში 1987 წელს. მეგობრები ერთმანეთს სხვადასხვა ტკბილეულობას ჩუქნიან, უგზავნიან მილოცვებს და სათამაშოებს.

 

შვედეთი

 


შვედეთში წმ. ვალენტინის დღესასწაულზე ყურადღებისა და სიყვარულის გამოსავლენად ჩუქნიან ვარდებს, მარმელადს და გულის ფორმის ნამცხვრებს.


 
აშშ

 


აშშ-ში 14 თებერვალს ერთმანეთს ჩუქნიან კარამელის წითელ-თეთრ (ვნების და სისუფთავის ფერის) გულებს, რომელებიც არის გულის ფორმის ყუთებშია განთავსებული. ასევე მარციპანის გულებს, კამფეტებს, შოკოლადებს და, რა თქმა უნდა, ყვავილებს. ამ დღეს ამერიკაში წუთში დაახლოებით 24 ათასი ვარდი იყიდება.


 
აზია

 


საუდის არაბეთსა და ირანში, ვალენტინობის დღე სახელმწიფოს მიერ აკრძალულია, რადგან ცოდვის პროპაგანდად ითვლება. ამ დღეს ქვეყანაში ვალენტინის ბარათებისა და წითელი ვარდების გაყიდვა აკრძალულია!

 

იამაიკა

 


იამაიკაზე წმ. ვალენტინობის დღეს მიღებულია ნუდისტური ქორწილების ჩატარება.

 

იაპონია

 


იაპონიაში ვალენტინობის დღე მამაკაცებიც დღესასწაულია; ძლიერი სქესის წარმომადგენლები იღებენ სასარგებლო საჩუქრებს - საპარსის აქსესუარები, ჩანთებს, სუნამოებს. ქალბატონები კი თავის საჩუქრებს ერთ თვეში იღებენ  - 14 მარტს „თეთრ დღეს“, როდესაც მამაკაცები მათ თეთრ შოკოლადს ჩუქნიან. 

 

ავსტრალია

 


ავსტრალიაშ ასევე როგორც სხვა ქვეყნებში, მიღებულია წმ.ბალენტინის დღეს შოკოლადების, სასაჩუქრე ბარათებისა და ყვავილების ჩუქება.

 

ინდოეთი

 


ინდოეთში, წმ. ვალენტინი სიყვარულს აღნიშნავს. ეს ის დღეა, როდესაც შეგიძლია გამოამჟღავნო ყველაზე ფარული გრძნობები საყვარელი ადამიანის მიმართ. ხშირად ამ დღეს მამაკაცები ხელს სთხოვენ თავიანთ ქალბატონებს.

 

ესპანეთი

 


ზოგიერთ ქვეყანაში ვალენტინობის დღე აღინიშნება წლის სხვა დროს. ასე რომ, ესპანეთში, 14 თებერვალს, მამაკაცები თავის ქალებატონებს მხოლოდ ყვავილებს ჩუქნიან. აქ სიყვარული დღე 1 მაისს არის.

 


 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
10 %
B. საერთოდ არ მივმართავ
43 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
47 %