საოცარი ბილბაო - ჩრდილოეთ ესპანეთის მარგალიტი

ბილბაო - ჩრდილოეთ ესპანეთის მარგალიტია. ის ესპანეთის ავტონომიური გაერთიანების ბასკეთის უდიდესი ქალაქია.


ბევრს არ სმენია მის შესახებ, თუმცა ამ წელს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ვინაიდან ზუსტად აქ ჩატარდება 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფის ერთ-ერთი მატჩი.

 

ბილბაოში თქვენ არ შეგხვდებათ ესპანური კულტურის სტერეოტიპები. ეს ქალაქი ესპანეთს სრულიად განსხვავებული და საოცარი რაკურსიდან დაგანახებთ.


გოთიკური არქიტექტურის მოყვარულეები აღფრთოვანებულები დარჩებიან ეკლესიებითა და ბაზილიკებით, თანამედროვე შენობები კი ნაკლებად კონსერვატიულ მოგზაურებს გაახარებენ. 


ბილბაო არ ითვლება ტურისტულ ქალაქად, თუმცა აქ ყოველთვის იპოვით თქვენთვის სასურველ გასართობს: შოპინგი, ნაციონალური სამზარეულოს დეგუსტაცია, ღირშესანიშნაობები ან უბრალოდ სეირნობა ქალაქის ვიწრო ქუჩებში.

 

 

ბილბაოს ღირშესანიშნაობები


მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი ძირითადად ცნობილია სხვა კურორტებითა და ქალაქებით, ბილბაოში იპოვით უამრავ საინტერესო სანახაობას: მუზეუმები, ეკლესიები, სასახლეები და პარკები. 

 

მუზეუმები

 


გუგენჰაიმის მუზეუმი პირველი ადგილია რასაც სტუმრობენ ჩამოსული ტურისტები. იმის მიუხედავად, რომ ის წააგავს ტიტანისა და მინისგან შექმნილ უცხოპლანეტელების შენობას, მუზეუმი მთლიანად ეძღვნება დედამიწელების თანამედროვე ხელოვნებას. მუდმივი გამოფენების გარდა, მუზეუმი ძალიან ხშირად დროებით ექსპოზიციებსაც ხსნის, სადაც წარმოდგენილია XX - XXI საუკუნეების მხატვრების ნამუშევრები.

 

სახვითი ხელოვნების მუზეუმი

 


სახვითი ხელოვნების მუზეუმი არანაკლები პოპულარობით სარგებლობს. აქ შეგროვილია 6 ათასამდე XII-XXI საუკუნეების ნამუშევარი. მათ შორის გრავიურები, ნახატები, დეკორატიული ელემენტები და ქანდაკებები. ზოგჯერ ტურისტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეუერთდნენ ფილმის ჩვენებებს, ლექციებს და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

 

ბასკეთის მუზეუმი

 


ბასკეთის მუზეუმი წარმოადგენს ექსპონატების სრულ კოლექციას, რომელიც მოგვითხრობს ბასკების ცხოვრებისა და ტრადიციების შესახებ. თუ ცოტათი მაინც დაინტერესებულები იქნებით მათი ისტორიის შესწავლით  - ეს ადგილი იდეალურია თქვნთვის.

 

ეკლესიები, ტაძრები და ბაზილიკები


ბილბაოში სხვადასხვა არქიტექტორული სტილია ერთმანეთში შერწყმული, თუმცა გოთიკური მაინც ჭარმობს. გოთიკური სტილი ასახულია ბილბაოს უამრავ რელიგიურ ნაგებობებში. მათ შორის წმ. ანტონიოს ეკლესიაშიც, რომელიც აშენებულია 1422 წელს. ეკლესიის ინტერიერი რამდენიმე სტილს აერთიანებს: რენესანსის, ბაროკოს და სხვა. Calle Ribera- ს გასწვრივ სეირნობისას, აუცილებლად ეწვიეთ ამ ულამაზეს არქიტექტურულ ნაგებობას!

 


ეკლესია სან - ვისენტე - დე - აბანდო XVI–XVII საუკუნეებით თარიღდება. ის  აღიარებულია ბასკური გოთიკის ნამდვილ მაგალითად, ამიტომ ეკლესია იწვევს დიდ ინტერესს ამ მიმდევრობის მოყვარულეებში.
ბილბაოს უძველესი კატოლიკური ტაძარი XII-XIII საუკუნეებშია აშენებული და ახლა ესპანეთის ნაციონალური ძეგლის სტატუსს ატარებს. შენობის ინტერიერი და ექსტერიერიც ჰარმონიულად აერთიანებს გოთიკას, ნეოგოთიკას და რენესანსს. მსგავსი სტილების შერწყმა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ტურისტებზე.

 

 

Palacio Chávarri

 

 


გუგენჰაიმას მუზეუმის მახლობლად მდებარეობს XIX საუკუნის ჩავარის სასახლე (Palacio Chávarri) - ბილბაოს ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი. ხუთსართულიანი ნაგებობა მოიცავს სარდაფს, დასვენებისა და გასართობ ოთახებს, და ასევე მანსარდას. ეკლექტიკური სტილი აღფრთოვანებს ტურისტებს მრავალფეროვანი ფორმითა და პიკანტური ასიმეტრიით.

 

ბილბაოს სანაპიროები და პლაჟები

 


ზაფხულში ბილბაოს სანაპიროზე ადგილის პოვნა გაგიძნელდებათ, თუმცა თუ გაგიმართლათ, აქ საკმაოდ კომპორტულად და მხიარულად გაატარებთ დროს. პლაჟები „აღჭურვილია“ საპირფარეშოებითა და საშხაპეებით, ხოლო მაშველები ყურადღებით აკვირდებიან წესრიგსა და უსაფრთხოებას.

 

ბილბაოს კულინარია

 


ბასკეთის უდიდესი ქალაქის ნახვა ტრადიციული კერძების დეგუსტაციის გარეშე, იგივეა რაც პარიზში ჩახვიდე და არ ნახო ეიფელის კოშკი. აქ ყოფნისას აუცილებლად დააგემოვნეთ პინჩოსი - ბუტერბროდი ზღვის პროდუქტებითა და ზეითუნის ზეთით. ამ კერძის მრავალფეროვანი გემო გააკვირვებს გამოცდილ გურმანსაც. ლეგენდარული ვაშლის სიდრი  და თეთრი ღვინო  განსაკუთრებით ავსებენ ბილბაოს მთავარ კერძებს.

 

ბილბაოს ტრანსპორი

 


ქალაქში გადაადგილება საკმაოდ ადვილია, თქვენ შეგიძლიათ გაისეირნოთ ტაქსით, ტრამვაით, მეტროთი და ავტობუსით.  ტრამვაის 14 გაჩერება აქვს და მისი ბილეთი 2 EUR ღირს. ბილბაოს მეტრო შედგება ერთი ხაზიდან, რომელიც იყოფა ორად  «Etxebarri – Plentzia» და «Etxebarri – Santurtzi». მეტროთი მოგზაურობა 1,5 EUR ღირს. აგრეთვე არის Bilbaobus, ავტობუსი რომელიც დადის ყოველ 15-20 წუთში და ღირს 1,25 EUR. 
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %