მთაწმინდა-მრგვალი ბაღი. საფეხმავლო ბილიკები თბილისის თავზე...

       

    თბილისის საფეხმავლო ბილიკებისთვის ხან მოუცლელობის და ხანაც კარანტინის გამო ვერ ვიცლიდი...

    მიუხედავად იმისა რომ ამ ქალაქში ვცხოვრობთ. მთაწმინდაზე მუდმივად ავდივართ ხან პონჩიკების საჭმელად და ხანაც სავარჯიშოდ იშვიათად თუ გვახსენდება ის საფეხმავლო ბილიკები, რომლებიც შეგვიძლია გავიაროთ... ერთი დღე ძალიან მარტივი მარშუტით, გავატაროთ ბუნებაში და დავტკბეთ მისი სიმშვიდითა თუ მრავალფეროვნებით...

      მოკლედ თუ მხოლოდ კვირას ისვენებ და ჩვენი შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ეს ამბავი სამწუხაროდ არავის უკვირს... მაგ ერთ დღეს ქალაქიდან გასვლას ვერ ასწრებ და უკვე გგონია ყველაფერი შენს გარშემო ტოქსიკურია,  მაშინ დროა გაიხსენო ეს ადგილები...

        მოკლედ, ავირჩიე ერთი მოცლილი დღე სხვა მრავალი მოუცლელთაგანიდან და მზიანი ამინდიც დავამთხვიე... ავიღე პატარა ზურგჩანთა, გამოვტენე ორი ვაშლით, ერთი თხილის შეკვრით, ერთი ფილა შოკოლადით  და ბევრი პეჩენიით. ამოვიცვი მოხერხებული , მსუბუქი ფეხსაცმელი, კეპი დავიხურე და გზას დავადექი...

    მოძრაობას სოლოლაკიდან დაიწყებთ და მრგვალ ბაღთან დაამთავრებთ. სოლოლაკიდან ფეხით მთაწმინდაზე ავედი, მთაწმინდიდან კი მონიშნულ ბილიკს გავყევი და ჯერ ბულბულის ჭალაში ჩავედი, შემდეგ კი დიდგორის რაიონისკენ, წყნეთისკენ გადავინაცვლე და გზად პატარა ჭაობისებრ ტბას მივადექი... ეს ტბა იქამდე რუკაზეც კი არ მქონდა შემჩნეული, არადა თურმე მშვენიერი პეიზაჟებით გამოირჩევა...   ბილიკი წყნეთში ჩადის თუმცა ასევე შეგიძლიათ მოძრაობა გააგრძელოთ, წრიული მარშუტი გამოვა, ბოლოს კი მრგვალ ბაღთან მოხვდებით, ჯამში სულ რაღაც 14 კილომეტრამდე გამოვიდა.

     თუმცა უნდა ითქვას რომ მთელი მარშუტის მანძილზე  ქალაქზე საოცარი ხედები იშლებოდა.  როგორც კი ქედიდან ტყეში შევიდოდი ისეთი სიმშვიდე ჩამოწვებოდა, როგორც უღრან ტყეებში ქალაქიდან ასეულობით კილომეტრით რომ არიან დაშორებული.... წყნეთის თავზე საერთოდ ისეთი ლამაზი ტყე დამხვდა, რამდენიმე წუთი ხის ქვეშ ვიჯექი და ვფიქრობდი... რამდენი ადამიანი ცხოვრობს ქალაქში ჩემსავით და ამ ადგილებში ერთხელაც არაა ნამყოფითქო... ხედები არა მარტო ქალაქზე, არამედ  კუს ტბაზეც გექნებათ... ყველა ერთხელ მაინც ვართ აქ ნამყოფი, მაგრამ ზემო ხედით ყველას აქვს ნანახი? თუ არა იმედია ჩემი ბიძგი საკმარისი იქნება მალევე გამოტენოთ ჩანთა სასუსნავებით და გზას დაადგეთ...

     ბილიკი მარტივი სირთულისაა, ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ ამ ადგილებს ესტუმროთ.  ერთ დღეში განიტვირთოთ, მოიხსნათ სტრესი, გაიწმინდოთ ფილტვები და რაც მთავარია გაიცნოთ ადგილი,  სადაც ვცხოვრობთ...  საღამო კი ისევ შინ გაატაროთ, მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ...

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %