საქართველოსა და ევროკავშირის ხუთ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა ხორციელდება

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში: გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, საფრანგეთი - ავიამიმოსვლა ყველანაირი აკრძალვის გარეშე ხორციელდება.

აღნიშნული ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები პირდაპირი საჰაერო მიმოსვლით სარგებლობენ.

საქართველოში შემოსული ტურისტები სპეციალურ ანკეტას ავსებენ, რომელშიც თითოეული დეტალია აღნიშნული, მგზავრი ვალდებულია წარადგინოს, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობვის ისტორია, მან უნდა მიუთითოს გარკვევით, თუ რა ადგილის მონახულებას აპირებს, საცხოვრებელი ადგილი, სად დარჩება ვიზიტის დროს და ასევე საკონტაქტო ინფორმაცია.

სავალდებულოა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლა, თუ მგზავრს დაუფიქსირდა 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, მას ჩაუტარდება PCR ტესტი და იქნება სპეციალური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ.

გარდა ამისა იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო მწვანე სიაში შეიყვანეს - შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად აანაზღაურებენ, ეს მოთხოვნა არ ეხება ზემოთ აღნიშნულ ევროკავშირის ხუთ ქვეყანას.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოში საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად ხორციელდება, ამ შემთხვევაში სავალდებულოა წინასწარ შესაბამისი აპლიკაცის შევსება და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმება.

საქმიანი ვიზიტით ჩამოსული ტურისტები ვალდებულნი არიან ყოველ 72 საათში საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი - ასევე საკუთარი სახსრებით.

პ.ს. საქართველოს მოქალაქეები, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდეგ ვალდებულნი არიან დაბრუნებისას გაიარონ 14 დღიანი კარანტინი.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
25 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
10 %