4

მოგზაურობა ბულგარეთში/ ვარნა

10 მარტი 2020
საზღვარგარეთ ჩემი პირველი მოგზაურობისას ერთი ქვეყნით ვერ დავკმაყოფილდი და მეზობელ ქვეყანაში გადასვლით ერთ თრიფზე ,,ორი კურდღელი დავიჭირე". რუმინეთში მოგზაურობამდეც იგივე მქონდა გადაწყვეტილი, რუმინულთან ერთად რომელიმე მეზობელი ქვეყნის კულტურაც უნდა გამეცნო. ბუქარესტიდან სიახლოვის და თან საზღვაო კურორტების სიმრავლის გამო ბულგარეთი გახდა ჩემი შემდეგი სამიზნე, კონკრეტულად კი ქალაქი ვარნა.
ბუქარესტიდან ვარნაში გადასასვლელად რამდენიმე ვარიანტია: მატარებელი, ავტობუსი (დღის და ღამის რეისით) და მანქანის დაქირავება. ვინაიდან გზა საკმაოდ გრძელია (ავტობუსით დაახლოებით 6 სთ), ავტობუსის ღამის რეისით წასვლა გადავწყვიტე. ვარნის მთავარ სადგურთან დიდი სავაჭრო მოლია, ამიტომ თუ თქვენც ჩემსავით დილაადრიანად მოგიწევთ ქალაქში ჩასვლა, სასტუმროში check in-მდე შეგიძლიათ, დრო მოლში გაიყვანოთ ან პირდაპირ ფეხით გაუყვეთ გზას ცენტრისკენ.
თუ რუსული წერა-კითხვა იცით და გესმით, მაშინ ქალაქში გაკრული სარეკლამო აბრების მნიშვნელობის ამოცნობა არ გაგიჭირდებათ. ბულგარული ენა სლავური
...