ბოტანიკური ბაღის ყვავილების გამოფება

2-3 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა „ყვავილების გამოფება“ გვაჩუქა.
 

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით‘’ყვავილების გამოფენა’’წელს უკვე მესამედ ჩატარდა და მასზე ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 100-ზე მეტი, ხოლო გეორგინების 50-მდე ჯიში იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე მისულ ნებისმიერ მსურველს ადვილად შეეძლო ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემებისა და ტროპიკული მცენარეების შეძენა.

 


ამ ორი ულამაზესი დღის მუსიკალურ გაფორმებაზე ზრუნავდა შესანიშნავი ბენდი. მოსულ სტუმრებს დაგვხვდა ცხელი გლინტვეინი, ჩეხური ფუნთუშები და მაყალზე მოხალული წაბლი.

 
გამოფენაზე მოსული ბავშვებიც არ დარჩნენ უყურადღებოდ, სპეციალურად მათთვის ქოთანში ყვავილის სწორად ჩარგვის მასტერკლასები ჩატარდა და შესაძლებლობა გვქონდა მცენარის მოვლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგვეგო.

 


როგორც შეგვპირდნენ, „ყვავილების გამოფენა“მომავალ წელსაც დაგვიბრუნდება, თუმცა იქამდე, უკვე სულ მალე, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ჩაატარებს ყველაზე ტკბილ - შოკოლადის ფესტივალს.

გამოუთმენლად ველით ახალ ფესტივალს...

 


  

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %