07 February 2018
  • 6782 ნახვა

მრავალფეროვანი კვიპროსი - ტურები, კურორტები, სამზარეულო და უსაფრთხოება კუნძულზე

კვიპროსი უდაოდ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. ულმაზესი სანაპირო, არაჩვეულებრივი ბუნება, ადგილობრივი კულტურა და საუკუნოვანი ისტორია, მას მართლაც განსაკუთრებულს ხდის.

კვიპროსი გთავაზობთ როგორც ოჯახური ტიპის კურორტებს, ასევე კურორტებს მათთვის, ვისაც აქტიური დასვენება უყვარს. კვიპროსის გამორჩეული კურორტებია ლიმასოლი, ლარნაკა, აია-ნაპა, ლაცი, პარალიმნი, პისური, პროტარასი, პაფოსი.

აია-ნაპა საექსკურსიო ზონაცაა, მის ცენტრში მდებარეობს მე-16 საუკუნის ვენეციური მონასტერი, ეროვნული მუზეუმი, დელფინარიუმი. ის დასვენებისთვის საუკეთესო პირობებს შეგიქმნით.

ლარნაკას სანაპიროზე უამრავი კაფე და ტავერნაა, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება, იქვეა ნავსაყუდელი, სადაც უამრავი სწრაფმავალი იახტა დგას. სასტუმროები კი, მის ტურისტულ ზონაშია განლაგებული.

ლიმასოლი კვიპროსის საკურორტო ცენტრია. ის ყველაზე მხიარულ და კოსმოპოლიტური ქალაქია, ყველასთვისაა ადგილი-ახალგაზრდებისთვის, ოჯახური დასვენების მსურველთა და რესპექტაბელური საზოგადოებისთვის.

საქართველოდან კვიპროსზე გაფრენა, ახლა უკვე პირდაპირი რეისითაა შესაძლებელი, ქუთაისიდან Wizz Air-ის ავიახაზით.

 

რა ჯდება კვიპროსზე მოგზაურობა ?

ფასები განსხვავდება ტურისტული კომპანიების მიხედვით, თუმცა თანხა, რომლითაც კვიპროსზე შეგიძლიათ გამგზავრება, საშუალოდ, 300-900 ლარის ფარგლებში მერყეობს.

რა შედის საფასურში?

თითქმის ყველა ტურ-პაკეტის ღირებულება მოიცავს:

  • ორმხრივ ავიაბილეთს
  • სამოგზაურო დაზღვევას
  • სასტუმროში განთავსებას
  • კვებას (სასტუმროს მიხედვით)

გთავაზობთ Turebi.Ge-ზე გამოქვეყნებულ ტურ-პაკეტებს კვიპროსის მიმართულებით.

 

ტურისტული კომპანია Mix Travel Agency გთავაზობდათ ტურ -პაკეტს კვიპროსის მიმართულებით (იხილეთ ტური ).  ღირებულებაში შედის:

  • ორმხრივი პირდაპირი ავიაბილეთი ქუთაისი-ლარნაკა-ქუთაისი;
  • ხელბარგი 10 კგ;
  • სასტუმრო;
  • სასტუმრო საუზმით BB; სასტუმრო საუზმის გარეშე RO;
  • სამოგზაურო დაზღვევა GPI;
  • Mix Travel-ის მომსახურების ღირებულება.
  • მოგზაურობის პერიოდი 17 აპრილი-21 აპრილი (5 დღე /4 ღამე)

ტურისტული კომპანია Blue Bird Travel გთავაზობდათ ტურ -პაკეტს კვიპროსის მიმართულებით ( იხილეთ ტური ).  ღირებულებაში შედის:

  • ორმხრივი ავიაბილეთი
  • სასტუმროში განთავსება
  • Flamingo Beach Hotel 3*
  • https://goo.gl/VZ2TAk
  • საუზმე
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • 10.03 - 13.03.2018

ტურისტული კომპანია ლიბერთი ტური  გთავაზობთ ტურ -პაკეტს კვიპროსის მიმართულებით ( იხილეთ ტური ).  ღირებულებაში შედის:

  • ორმხრივი ავიაბილეთი
  • სასტუმრო
  • დილის საუზმე
  • სამოგზაურო დაზღვევა

ახლა კი წარმოგიდგენთ იმ საჭირო ინფორმაციას, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდეთ, თუ კვიპროსზე წასვლას გადაწყვეტთ:

 

ენა

თურქული, ბერძნული

საქართველოს საკონსულო კვიპროსზე

მდებარეობა:     ნიქოზი

მისამართი:       Vasillissis amalias 3

ტელეფონი:       357 22-357-327

მეილი:            Cyprus.emb@mfa.gov.ge

 

უსაფრთხოება

კვიპროსი ორადაა გაყოფილი, თურქულ და ბერძნულ ნაწილებად. კონფლიქტი ამ ორ ქვეყანას შორის მეტნაკლებად მოგვარებულია და ტურისტებს საფრთხეს არ უქმნის. თავდასხმა და კრიმინალი ტურისტების მიმართ ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება. უსაფრთხო ადგილას შეინახეთ პასპორტი და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

 

Must see places

Kourion

Kourion (კურიონი) ძველი ქალაქ-სახელმწიფო კვიპროსში. მისი ნანგრევებიდან მშვენიერი ხედი იშლება ლურჯი ფერის, ხმელთაშუაზღვაზე და ადგილობრივ სოფლებზე. ის ცნობილია თავისი თეატრით და House of Eustolios-ის მოზაიკებით.

 

St. Hilarion Castle

St. Hilarion Castle ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სახელგანთქმული ციხესიმაგრე. მას არაერთ ლეგენდას და მითს უკავშირებენ. მათგან ყველაზე ცნობილია ლეგენდა დედოფალზე, რომელიც ადგილობრივ მწყემსებს ხიბლავდა, სწორედ მან ააგო ეს ციხესიმაგრე. ციხის ნანგრევებიდან მართლაც ფენომენალური ხედი იშლება. აუცილებლად ეწვიეთ მას კვიპროსის სტუმრობისას.

 

Lurnaca

Lurnaca კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს, ის ზღვისპირა კურორტია, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ადგილობრივი სული. აქ წარმოდგენილია როგორც სანაპირო აქტივობები, ასევე ძველი თურქული კვარტალი, მდიდრულად გაფორმებული აგიოს ლაზარეს (წმინდა ლაზარეს) ეკლესია, რაც ქალაქს ისტორიულ ელფერს სძენს, ქალაქის ცენტრში კი, სამუშაო ატმოსფერო ნარჩუნდება. Lurnaca-ს დასავლეთით მარილიანი ტბა შეგიძლიათ იხილოთ, რომელიც ზაფხულში ვარდისფერი ფლამინგოებით ივსება.

 

Cape Greco

Cape Greco წარმოუდგენლად ლამაზი, სანაპიროსთან მდებარე ნაციონალური პარკია, ბევრი ბილიკით, რომლებიც Agia Napa კურორტის სამხრეთით იწყება. პარკში ფლორის დიდი მრავალფეროვნებაა, განსაკუთრებით ადგილობრივი ჯიშის ორქიდეები, რომლებიც ადრეულ გაზაფხულზე ყვავის. პარკის ნამდვილი მარგალიტს, ზურმუხტისფერ ზღვაზე გამავალი ხედი წარმოადგენს.

 

ადგილობრივი სამზარეულო

წარმოგიდგენთ ადგლობრივ კერძებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ კვიპროსის სტუმრობისას.

Halloumi

Halloumi კვიპროსის ყველაზე ცნობილი კერძია, რომელიც ძალიან პოპულარულია როგორც ევროპაში ასევე ახლო აღმოსავლეთში. ის ყველისგან მზადდება. სი რბილი, მარილიანი არომატით და ელასტიური ტექსტურით გამოირჩევა, რის გამოც ძალიან პოპულარულია, როგორც ვეგეტარიანელებს, ასევე არავეგეტარიანელებს შორის. ყველი თხის და ცხვრის შერეული რძით მზადდება, რაც უჩვეულო პრაქტიკაა, რადგან ყველის მზადების პროცესში მჟავის მწარმოებელი ბაქტერიები არ იღებენ მონაწილეობას.

 

SOUVAKI

SOUVAKI ან SOULVA, ასე ეძახიან მას კვიპროსელები. ის ცხვრის, საქონლის ან ღორის ხორცის ნაჭრებია, რომელიც ტრადიციულად პიტასთან ქათმის სალათასთან, ჰუმუსთნ ერთად მიირთმევა

 

KLEFTIKO

KLEFTIKO ტრადიციულად ცხვრის ხორცისგან მზადდება, ხორცს, ლიმნის წვენს და დარიჩინს უმატებენ, შემდეგ თიხის ღუმელში დებენ და მინიმუმ 24 საათის განმავლობაში აცხობენ.

 

რესტორნები

Seven St Georges 

ამ რესტორანში მენიუ მუდმივად განახლებადია. აქ დააგემოვნებთ ისეთ კერძებს, რომლებსაც სხვა რესტორნები არ გთავაზობენ. მაგალითად, ველური ქამა სოკო, agrélia -შემწვარი სატაცური,  mezé ხორცის გარეშე,დამარინადებული ყვავილოვანი კომბოსტო, ცამარელლა (თხის სალიამი). რესტორანს საკუთარი ფერმა აქვს, რაც იმის გარანტიაა, რომ კერძების მზადებისას ორგანულ პროდუქტებს იყენებენ.

 

Pyxida Nicosia

რესტორნის მზარეული, ნიკოსიაში თევზის საუკეთესო სპეციალისტია. რესტორანი გთავაზობთ მხოლოდ ახალი პროდუქტებისგან დამზადებულ კერძებს. ისეთი ზღვის პროდუქტებიც კი, როგორიც ზღვის ბასია, ყოველდღიურად ახლდება. რესტორანი მუდამ სავსეა სტუმრებით, ეკონომიკური კლიმატის მიუხედავად.

 

Pyxida Limassol 

სანაპიროზე განლაგებული რესტორანი, რომელიც ზღვის პროდუქტებისგან დამზადებულ უგემრიელეს კრევეტებს, კალმარებს, მელანევზს და სხვა ადგილობრივ კერძებს გთავაზობთ. შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ღვინო ან ლუდი. სერვისი მართლაც მაღალი დონისაა და პერსონალიც კარგად უმკლავდება სტუმრებით სავსე რესტორანს.

 

ნარკოპოლიტიკა

ნარკოტიკების წარმოება, გავრცელება და მოხმარება კვიპროსში კანონით ისჯება. ნარკოტიკები მათი მავნებლობის მიხედვით 3 დონედ იყოფა კვიპროსში, A,B,  და C.  ნარკოტიკების მოხმარება თვისუფლების აღკვეთით ისჯება, A დონე -12 წელი, B დონე -8 წელი და C დონე -4 წელი. თუმცა პირველადი მოხმარების შემთხვევაში, თუ ასაკი 25 წელს არ აღემატება, ჩვეულებრივ სასჯელი 1 წელს შეადგენს.

ჩვენ შევეცადეთ, მაქსიმალურად ბევრი საჭირო ინფორმაცია მოგვეწოდებინა თქვენთვის. მოგვწერეთ, სხვა რომელი ქვეყნის შესახებ გსურთ წაიკითხოთ სტატია. ჩვენ თქვენს სურვილს აუცილებლად გავითვალისწინებთ.

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი
08 June 2018

იაპონია - ამომავალი მზის ქვეყანა

იაპონია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანაა ტურისტებს შორის. ის ტრადიციების და თანამედროვეობის უნიკალური მიქსია, სადაც შე...

07 June 2018

სიდე - ულამაზესი პატარა ქალაქი

სიდე პატარა ქალაქია, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს ანტალიის სანაპიროზე. დღეს ის ლამაზი, ტურისტული ქალაქია, კლასიკური ნანგრევებ...

31 May 2018

ბოდრუმი - თურქეთის გამორჩეული მარგალიტი

თურქეთში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მარგალიტი -ბოდრუმი. ის ერთნაირად მოხიბლავს ი...

04 June 2018

კაბადოკია - თურქეთის ზღაპრული კუთხე

კაბადოკია ცენტრალურ ანატოლიაში მდებარეობს. მთელს მსოფლიოში ცნობილია თავისი ზღაპრული ბუნებით, ვულკანური წარმოშობის, კოშკის ...

30 May 2018

ესპანეთის ციხესიმაგრეები - ნაწილი 2

წარმოგიდგენთ ესპანეთში არსებულ ციხესიმაგრეებს, რომლებიც გამოირჩევიან დახვეწილი და ელეგანტური არქიტექტურით. პირველი ნაწილი შეგიძ...

25 May 2018

ესპანეთის ციხესიმაგრეები

გამომდინარე ისტორიულად არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან, ესპანური ციხესიმაგრეების უმეტესობა დამპყრობლებისგან თავდაცვის მიზნით...

24 May 2018

პარიზის მუზეუმები

წარმოგიდგენთ პარიზში მდებარე მუზეუმებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ თუ გსურთ შეიგრძნოთ ქალაქის კულტურული მნიშვნელობა....

18 June 2018

მადრიდის საუკეთესო ღამის კლუბები

მადრიდის ღამის ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანია, ნებისმიერი გემოვნების ადამიანი ნახავს მისთვის სასურველ ადგილს უამრავ ბარს, პაბს...

21 May 2018

სვანეთიდან გადმოსვლა რაჭაში (შკედი --> სადმელი)

გზას რომ დავადექით თითქმის არაფერი ვიცოდით. არ გვქონდა ჯიპიეს მარშრუტი. არ გვქონდა ნორმალური რუკები. მხოლოდ ხედვითი მასშტაბებით...

14 June 2018

დესერტები, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ლონდონის ვიზიტისას

დაგიგემოვნებიათ ოქროთი მორთული ეკლერი ან ლოკოკინა დესერტად? თუ არა მოემზადეთ, რადგან ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 გამორჩეულ ...