12 February 2018
  • 9129 ნახვა

9 გამორჩეული ადგილი კარიბებზე

ზამთრის ცივ დღეებში ყველას თბილ ქვეყნებში, ზღვაზე და მზიან სანაპიროზე სურს დასვენება.  არის რამე უკეთესი, ვიდრე კარიბის კუნძულების რბილი ჰავა, მზიანი  სანაპიროები და ულამაზესი ბუნება? კარიბებზე წარმოდგენილია როგორც კერძო მდიდრული სანაპიროები და კერძო კუნძულები, ასევე იაფი საერთო საცხოვრებლები. აქ ყველა გემოვნებისა და ბიუჯეტისთვის მოიძებნება სასურველი  სერვისი. შეგიძლიათ ისიამოვნოთ მართლაც განსაკუთრებული სამზარეულოთი, იშოპინგოთ როგორც მდიდრულ ბუტიკებში, ასევე ადგილობრივ ბაზრებზე. გთავაზობთ 9 ადგილს კარიბებზე, რომლებსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

St. Lucia 

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea,

 

St. Lucia-ას სილამაზეს მოწმობს ყველაფერი, თვალწარმტაცი ხედები, მისი მუქი ლურჯი ზღვა, ულამაზესი ფლორა და ფაუნა. ეს ადგილი არ არის  შოპინგის და წვეულებების მოყვარულთათვის, ის უფრო რომანტიკის და წყალქვეშა სპორტული აქტივობების მოყვარულთათვისაა განკუთვნილი. ეს კუნძული ბუნებრივ ცხელ წყალს, ადგილობრივი სამზარეულოს დელიკატესებს, დაივინგსა და ვინდსერფინგს გთავაზობთ.

 

Aruba

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea, არუბა წლის ნებისმიერ დროს აქტუალურია. ის ცნობილია მდიდრული მაღაზიებით და რესტორნებით, ზურმუხტისფერი ზღვით, ხელუხლებელი, ქვიშის სანაპიროებით, გოლფის კურსებით და წარმოუდგენლად გემრიელი საერთაშორისო სამზარეულოთი. კრიმინალის ძალიან დაბალი დონე მას მიმზიდველს ხდის არამარტო სოლო დამსვენებლისთვის, არამედ ოჯახური და მეგობრული დასვენების მოყვარულთათვისაც. აქვე შეგიძლიათ ესტუმროთ Flamingo Beach-ს, სადაც ფლამინგოები თავისუფლად სეირნობენ.

Turks and Caicos Islandsკარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea,

The Turks and Caicos Islands ნამდვილად იდეალურ პეიზაჟს სთავაზობს დამსვენებლებს. შეგიძლიათ ისიამოვნოთ გრძელი, თეთრი, ქვიშიანი სანაპიროთი, ფირუზისფერი ზღვით, წყალქვეშა აქტივობებით, იხილოთ დიდებული მარჯნის რიფები, უამრავი, პატარა, ადგილობრივი რესტორნით. თუ არ ხართ აქტიური დასვენების მოყვარული, არც ეგაა პრობლემა. ბევრი რესტორანია, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულო და დატკბეთ კუნძულის ხედებით.

 

Jamaica

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea, jamaica, იამაიკა,

თუ გიყვართ წვეულებები, მზად ხართ ჩაერთოთ ადგილობრივ კულტურაში და გურმანიც ბრძანდებით, მაშინ იამაიკა თქვენთვისაა. იამაიკა ცნობილია თავისი ლამაზი სანაპიროთი და ზღვით, მაგრამ ის ასევე პოპულარული ხდება მაღლი კლასის კურორტებით და მუსიკით. იამაიკა ასევე გთავაზობთ ისტორიულ სახლებს, ულამაზეს ჩანჩქერებს და ადგილობრივი დელიკატესების დიდ ასორტიმენტს, ისეთს, როგორიცაა იამაიკურად შემწვარი წიწილა და მარილიანი თევზისგან დამზადებული კერძები.

 

Anguilla

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea, Anguilla -ზე მოსახვედრად ჯერ უნდა გადაფრინდეთ St. Martin-ზე ან San Jua-ზე, შემდეგ კი, ჰიდრო თვითმფრინავის ან ბორანის გამოყენებით ეწვევით კუნძულს. Anguilla ცნობილია სპა ცენტრებით, კერძო სანაპიროებით და გოლფის ულტრა-ლუქს კურსებით, შეფ-მზარეულების მიერ მომზადებული დელიკატესებით და კოქტეილებით. 

 

Dominican Republic

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea, დომინიკის რესპუბლიკა, თავისი მდიდარი ისტორიის, ეგზოტიკური ადგილობრივი სამზარეულოს, დამაინტრიგებელი კულტურის და მშვიდი გარემოს გამო ძალიან პოპულარულია როგორც მდიდრული დასვენების მოყვარულ ტურისტებს შორის, ასევე საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ტურისტებს შორისაც. თეთრი, ქვიშიანი სანაპიროები, საღამოს წვეულებები, ხელმისაწვდომი სასტუმროები (ყველა ბიუჯეტისთვის) და 6 საერთაშორისო აეროპორტი.

 

Bahamas

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea, ფლორიდიდან 50 მილის მოშორებით მდებარეობს, 29 კუნძულისგან, 600 მარჯნის რიფისგან და კლდოვანი წარმონაქმნისგან შედგება. ბაჰამის კუნძულების სილამაზე მის მრავალფეროვნებაში მდგომარეობს. აქ წარმოდგენილია თანამედროვე ბიზნეს უბნები, ისეთები, როგორიცაა Nassau, სტუმრებით სავსე კაზინოები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, სწრაფი კვების ობიექტების ჯაჭვი, განცალკევებული სანაპიროები და გოლფის კურსები. ბაჰამის კუნძულები კარიბების ნამდვილი მარგალიტია.

 

Cayman Islands

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea, კაიმანის კუნძულები ცნობილია როგორც საუკეთესო ადგილი დაივინგისთვის, კრისტალურად სუფთა წყლით, თეთრი ქვიშიანი სანაპიროთი. შეგიძლიათ ეწვიოთ პარკებს, რეზერვებს, კუს ფერმას, წახვიდეთ ტროპიკულ ტყეში. აუცილებლად დააგემოვნეთ ადგილობრივი ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული კერძები.

 

Barbados

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea, ბარბადოსის კუნძულები გთავაზობთ ფირუზისფერ ზღვას და მოვარდისფრო სანაპიროს, ადგილებს დაივინგისთვის, აქტიურ ღამის ცხოვრებას, ლამაზ ბუნებას. წლის ნებისმიერ დროს აქ თბილი ამინდია, კუნძული ხელმისაწვდომია ყველა ბიუჯეტისთვის.


მსგავსი
25 October 2015

მონღოლური ზამთრის პეიზაჟები

მონღოლური ზამთარი ხანგრძლივი, სუსხიანი და მძიმეა. ტემპერატურა მინუმ 20-დან 40 გრადუსამდე მერყეობს. ტურისტების უმეტესობა აქ მხოლოდ ...

22 October 2015

ფუკუშიმა ტრაგედიიდან ოთხი წლის შემდეგ

ფუკუშიმა I-ს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებიდან უკვე სამ წელზე მეტი გავიდა. წელს კი პოლონელმა ფოტოგრაფმა, არკადიუს პოდნიესინსკიმ ...

16 October 2015

ავსტრალიის სურრეალისტური პეიზაჟები

შარკის ყურე   მდებარეობს დასავლეთ ავსტრალიის რეგიონ გასკოინიში. პერთის ჩრდილოეთით, 800 კმ-ის დაშორებით, ავსტრალიის ყველაზე დასავლე...

25 October 2015

სატუმრო Skylodge - მხოლოდ ნამდვილი ექსტრემალებისთვის

[su_youtube url="https://youtu.be/U9dNHvvUBO0"]   ურუბამბას ხეობა – იგივე ინკების წმინდა ხეობა, მდებარეობს პერუს ანდებშ...

14 October 2015

ცხოვრება მცურავ სახლზე

კანადელმა წყვილმა - უეინ ადამსმა და ქეთრინ კინგმა 1992 წელს საკუთარი მცურავი კუნძულის მშენებლობა დაიწყეს. სახლი ძალიან ორიგინალური...

13 October 2015

სუროში ჩაფლული მიტოვებული სოფელი

...

13 October 2015

ალტეა - ესპანეთის ქათქათა ქალაქი

ალტეა ესპანეთის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ქალაქია. აქაური მზიანი ამინდები, პლაჟები და მოკირწყლული ქუჩების ლაბირინთები უამრავ ტური...

14 October 2015

გულის ფორმის კუნძული

ეს ფოტოშოპი არაა, ამ პაწაწუნა კუნძულს ტავარუა ქვია და ფიჯის არქიპელაგის შემადგენლობაში შედის. ის ნამდვილად გულის ფორმისაა და  მთავ...

14 October 2015

ევოლვერი - უნიკალური პანორამული კონსტრუქცია ალპებში

რამოდენიმე წლის წინ ყველასთვის კარგად ცნობილ  შვეიცარიულ კურორტ ცერმატში, შტელის ტბასთან უნიკალური არქიტექტურული არტეფაქტი გამოჩნდ...

14 October 2015

რა საჭიროა სასტუმრო, როცა შეიძლება კაფსულაში დაიძინო?

იაპონური კაფსულა-სასტუმროები ძვირფასი სასტუმროების და იაფი ჰოსტელების საინტერესო ალტერნატივაა. განსაკუთრები...