11 July 2019
  • 5941 ნახვა

რატომ იყენებენ სასტუმროები მხოლოდ თეთრი ფერის თეთრეულს?

 ძალიან ბევრს აინტერესებს თუ რატომ არის სასტუმროებში მხოლოდ თეთრი ფერის პირსახოცები და  თეთრეული. ექსპერტებმა ამოხსნეს ეს საიდუმლო. 

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ბრიტანულმა გამოცემამ, Daily Star -მა მიმართა კომპანია "Tielle Love Luxury" - ის სტილისტებს, რომლებიც პრემიუმ თეთრეულის მიწოდებაზე სპეციალიზირდებიან.  ექსპერტების აზრით, დროთა განმავლობაში ფერადი თეთრეული ფერმკრთალდება და კარგავს თავდაპირველ ფერებს.  ამ დროს ადვილია გარკვერვა  რამდენი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა ის.  თეთრი ფერი კი, პირიქით, ყოველთვის  გამოიყურება მიმზიდველად, რამდენჯერაც არ უნდა გარეცხოთ. 

გარდა ამისა, თეთრი ფერი აწყობს სასტუმროს დიზაინერებს.  ნეიტრალური თეთრეული იდეალურად ერგება ნებისმიერი ფერისა და დიზაინის ინტერიერს, ამიტომაც სპეციალისტები ამ დროს უფრო მეტ კრეატიულობას იჩენენ  ოთახების "შეფუთვაში".   "თეთრი ფერი ყოველთვის სრულყოფილ ფონს ქმნის  ნებისმიერი ფერის  საძინებელში"  - აცხადებს Tielle Love Luxury.

ახლო მომავალში სასტუმროს ნომრის მთავარი ატრიბუტების სიაში შეიძლება შევიდეს ახალი ტექნოლოგიური გამოგონება "Refresher Boxx". ეს სპეციალური ყუთია, რომელსაც ნებისმიერი თეთრეულის გაწმენა/გარეცხვა შეუძლია სულ რამდენიმე წუთში, წყლისა და ქიმიკატების გამოყენების გარეშე. ეს ახალი ატრიბუტი ახლახანს წარადგინეს გერმანიის სასტუმროების ასოციაციის ინოვაციურ სამიტზე. გამოგონების ავტორებმა გამოაცხადეს, რომ მოწყობილობა აქრობს ბაქტერიებს ულტრაიისფერი სინათლის, სითბოსა და ოზონის მეშვეობით. შემდეგ ეტაპზე მთელი ჭუჭყი სავენტილაციო სისტემის გავლით გამოდის გარეთ. 


მსგავსი
27 April 2018

Tomorrowland - ელექტრონული მუსიკის ფესტივალი

Tomorrowland-ი ყველაზე დიდი ელექტრონული ფესტივალია, რომელიც  ყოველწლიურად ტარდება ბუმში, ბელგიაში. ფესტივალი 20-29 ივლისის...

01 May 2018

ესპანეთის ტოპ ტურისტული მიმართულებები

ესპანეთი ნამდვილად გააოცებს მათ, ვისაც მხოლოდ მისი ხალხით გადატვირთული სანაპიროები, ხარების ბრძოლა და ფლამენგო აქვს ნანახი....

02 May 2018

დროში დაკარგული ქალაქები ...

დღეს წარმოგიდგენთ იმ ქალაქებს, რომლებსაც დიდი ისტორიული, რელიგიური და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა ძველ სამყაროში, თუმცა დროსთა...

04 May 2018

გვატემალა - მაიას ცივილიზაციის გული

რა შეიძლება ჰქონდეს საერთო  ვულკანებს, კოლონიალურ ქალაქებს, ფერად ბაზრებს, ლურჯ ტბებს, ლამაზ სანაპიროებს, ჯუნგლებს და უძვე...

08 May 2018

ჩინეთის ღირსშესანიშნაობები

ჩინური ცივილიზაცია ერთ-ერთია იმ უძველესი ცივილიზაციებიდან, რომლებიც დღესაც  არსებობს და განაგრძობს განვითარებას....

23 April 2018

4 მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა ეწვიოთ ისლანდიას

ბოლო დროს ისლანდია ძალიან პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია. მისი თვალწარმტაცი პეიზაჟები, თერმული წყლები, ადგილობრივი ს...

18 April 2018

ბაჰამის კუნძულები - დასვენების და გართობის ტროპიკული კუთხე

ბაჰამის კუნძულები, უამრავ ვიზიტორს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თავისი  თეთრი ქვიშიანი სანაპიროთი, ლურჯი ზღვით, და...

16 April 2018

Forbes-ის სტატია საქართველოს შესახებ

ამერიკული გამოცემა Forbes-ი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს შემდეგი სათაურით: „რატომ არის საქართველო ღვინისა და კერ...

25 April 2018

ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ საფრანგეთში მოგზაურობისას - ნაწილი 3

ვაგრძელებთ საფრანგეთის ღირსშესანიშნავი ადგილების ჩამონათვალს. ...

20 April 2018

ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ საფრანგეთში მოგზაურობისას - ნაწილი 2

ვაგრძელებთ საფრანგეთის ღირსშესანიშნავი ადგილების ჩამონათვალს. ...