4
ნიქოზია, კვიპროსი - დღე მეორე
12 ოქტომბერი 2020
აია ნაპა, პაფოსი და ლიმასოლი ის ადგილებია, რომლებიც კვიპროსში ყოფნისას, ალბათ, აუცილებლად უნდა ნახოთ, მაგრამ საკუთარ თავთან სჯა-ბაასის ჟამს, გადავწყვიტე, რომ კვიპროსზე მოგზაურობის მომდევნო დღე, როგორც წინა ბლოგში აღვნიშნე, აუცილებლად ნიქოზიისათვის უნდა დამეთმო.
ვინც არ იცით, ნიქოზია კვიპროსის დედაქალაქია, თუმცა ეს არაა ის ინფორმაცია, რის გამოც მის მიმართ ინტერესი გამიჩნდა. საინტერესო ისაა, რომ ნიქოზია, უფრო სწორად, ნიქოზიის ჩრდილოეთი ნაწილი, ამასთანავე, მიჩნეულია ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დედაქალაქად, რომელსაც საერთაშორისო სამართალი არ აღიარებს. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ჩრდილოეთ კვიპროსი სახელმწიფოდ ცნო, არის თურქეთი და ამ ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის უმეტესობა სწორედ თურქები არიან.
ლარნაკიდან გამგზავრებამდე მოვნიშნე რუკაზე ის წერტილები, რომლებიც უნდა მომენახულებინა და მაშინვე შევამოწმე ავტობუსების განრიგი.
გადავწყვიტე, რომ დილის 9 საათზე გავსულიყავი ლარნაკიდან, თუმცა ღამით, ჩემმა ოლგამ (წინა პოსტიდან უკვე იცნობთ) მთხოვა, რომ მაღ
...