63
ლაღად ასვლა სალაღოს მთაზე.
24 მაისი 2019
მთა სალაღო, იგივე ლაღის მთა. 2500 მეტრის სიმაღლის ეს მთა ყველას გვაქვს შემჩნეული ვინც ერთხელ მაინც ვყოფილვართ ანანურში ან ყაზგბეგისკენ მიმავალ გზაზე... შემოდგომისას სულ ვამჩნევდი დათოვლილ მთებს ჟინვალის თავზე მაგრამ მხოლოდ ბოლო წელია დავინტერესდი რა სიმაღლისანი იყვნენ, რა სახელისანი ანდაც საიდან ქონდათ ასასვლელი... ასვლა ბევრი მხრიდან შეიძლება, თუმცა ჩვენი დოლის ხევი ავარჩიეთ. სოფელ დოლისქედისკენ გადავუხვიეთ და ასე, სოფელ ვაშლობიდან უკვე დავიწყეთ მის ერთ-ერთ ფერზე ასვლა...
აქავრობას უკვე კარგად ვცნობდით, რამდენიმე კვირის წინ, მის გვერდით მდებარე მთაზე, მთა "მაღალზე ვიყავით" ასულები.
ფერდი, რომლითაც ასვლა გვსურდა სწორედ მთა მაღალიდან ავარჩიეთ. ეს იყო გრძელი, მუდმივ სიმაღლის მკრეფელი ფერდი, რომელიც სოფელ ვაშლობისთავზე იწყებოდა და სალაღოს მთის წვერზე სრულდებოდა...
ერთდღიან გასვლად მოვაწყეთ, პატარა ჩანთები გვქონდა ჩირებით და შოკოლადით გატენილი. ის საკვები რაც ენერგიისთვის გჭირდება და წყალი. მსუბუქად ვმოძრაობდით... შესაბამისად ს
...