ყელიწადის ტბა

ისე, მგონი ყველას გვინდა ცხელ ზაფხულს გავექცეთ. ზოგი მთაში გავრბივართ და ზოგიც ზღვაზე... გააჩნია, ვის როგორ გვცხელა..
მე ყელიწადზე გავიქეცი და ერთი წამითაც არ მინანია...

გინახავთ ოდესმე ადგილები სადაც ჰობიტები ცხოვრობენ?

მარსზე ყოფილხართ ოდესმე?
3000 მეტრზე თბილ ტბაში გიბანავიათ?
მე ეს ყველაფერი ერთ გასვლაში ვნახე...
არ გამმართლებია, გზა ვიცი... მიგასწავლით...
ყელიწადის ტბა მცხეთა-მთიანეთში მდებარეობს. თავზე შერხოტას ვულკანური მთა წამოდგომია. ყელიწადის ტბა და შერხოტა.

ზოგადად ამ მასივში უამრავი ტბაა,  ათეულობით, თუმცა სამწუხაროდ უმეტესი მათგანი ოკუპირებულია ამჟამად... ტბები ზღვის დონიდან დაახლოები 3000 მეტრზე მდებარეობს. 
ძალიან მინდა ყელიწადზე ლეგენდა მოგითხროთ, თუმცა არავისგან არაფერი მსმენია...
ამიტომ ასვლის დროს მეგობრებმა  თავადვე გამოვიგონეთ:  თითქოს ყელიწადი სავსეა ოკეანის თევზებით, რომლებსაც მთაში ცხოვრება სურდათ, ამიტომ კეთილმა ზღვის ღმერთებმა  და დალებმა მთებში ამდენი ტბა გააჩინეს, ყველა თევზი რომელსაც მთაში ცხოვრება სურდა აქ გადმოსახლდა... ამიტომ ყელიწადსაც და სხვა ტბებსაც ოკეანის ლურჯი ფერი აქვს, და თბილი დინებისავით თბილი წყალი ზაფხულობით... რა თქმა უნდა, ლეგენდა აბსურდული და ჩვენი გამოგონილია, მაგრამ მე ის მიყვარს.  <3 როცა იქ ავდივარ ვეძებ არარსებულ თევზებს რომლებსაც ოკეანიდან მთაში გადმოსვლა მოუნდათ...
ზამთარში? ზამთარში ეს ალიასკაა... ყინულოვანი ლურჯი ტბები...
ახლა კი მოდით ლეგენდებს შევეშვათ და მარშუტის ტექნიკურ მხარეებზე ვისაუბროთ...
ყელიწადისკენ უამრავი მარშუტი არსებობს, ყველას შეუძლია საკუთარი გაწეროს თუ ჯიპიესთან მწყრალად არ არის...
მე "ჩვენს არჩეულ" მარშუტზე მოგითხრობთ...
ვიწყებთ სოფელი აბანოს მარცხენა მხარეს არსებული ხევიდან, ნელ-ნელა სტაბილურად კრეფთ აღმართს, თანაც ისე, რომ სუნთქვაც კი არ აგიჩქარდებათ... გზა დაახლოებთ 12 კილომეტრზე იწელება. შეპარვითი აღმართი, რომელიც  არ გღლით თუმცა შრომატევადია...ხეობა ყელიწადისკენ ხეობით მიუყვებით 12 კილომეტრს, გზად საოცარი ადგილები გხვდებათ, ზურგს ხედი მყინვარზე გიმაგრებთ, ხვდებით მიწისქვეშა დინებებს. მიწისქვეშა დინება.უამრავ მჟავე წყალს, რომელთაგან ზოგიერთი სვანთისას არაფრით ჩამოუვარდბა.. მოკლედ, გარდა იმისა, რომ ასე შეპარული აღმართით სიმაღლის აწევა რთული არაა, გზად ენერგიითაც ივსებით...
ხეობის ბოლოს ვულკანური ნაშალი ქვებია, სიარული არც თუ ისე სასიამოვნოა, მაგრამ მხოლოდ ერთი ქედის გადავლა გიწევთ, რომლის სიმაღლე (ასაწევი) დაახლოებით 100 მეტრია, (საშუალოდ მოსიარულე ადამიანმა 15-20 წუთზე მტი არ უნდა მოანდომოს) და თქვენ პირდაპირ ტბის თავზე ხართ მოქცეულები. აქედან საოცარი ხედი გეშლებათ, როგორც ტბაზე ასევე ხორისარზე, თქვენგან მარცხნივ შერხოტაც მოჩანს... შერხოტა სწორედ ის მთაა, რომელსაც გასვლის მეორე დღეს უნდა შეხვდეთ...
ზაფხულში ყელიწადზე ბანაობა ყველას მოუნდება მისი საოცარი სუფთა და თბილი წყლის გამო... მის ნაპირებთან საოცრად კარგი საბანაკე ადგილებია, სასმელი წყალიც წყაროების სახით გარშემო ბლომადაა...
მოკლედ, როგორ გაატარებთ დამსახურებულ დასვენების საღამოს, თქვენზეა დამოკიდებული... ახლა კი ისევ მარშუტს დავუბრუნდეთ.
მეორე დღეს მოძრაობას მთა ხორისარისკენ ვიწყებთ. ჯერ ქვიან ხეობას მიუყვებით შემდეგ კი სიმაღლის ვწევთ ხორისარის უღელტეხილზე გადასასვლელად. დაახლოებით 500 მეტრის აწევა გვიწევს, რაც ნაშალ რელიეფზე იოლი არაა. დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს, თუმცა დაახლოებით 2 საათიანი დამღლელი გართობის შემდეგ აღმართი დასრულდება. აჩქარებული სუნთქვა დაგილაგდებათ და გარშემო რომ მიიხედ-მოიხედავთ, მიხვდებით რეალურად დედამიწაზე კი არა მარსზე ხართ. გარშემო არაფერია გარდა წითელი ქვებისა და მიწის. ეს თავისებურად უცხო სილამაზე მოგნუსხავთ და ფაქტიურად მარსზე ყოფნის განცდას შეგიქმნით... მარსი დედამიწაზე. ხორისარის უღელტეხილი

მას შემდეგ რაც დაისვნებეთ, სუნთქვას დაალაგებთ და წითელი მიწის სილამაზით დატკბებით, უღელტეხილზე გადახვლათ და თავდაღმართს დაუყვებით ხეობისკენ, გაგიმართლებთ თუ თოვლი ჯერ კიდევ იქნება ფერდობებზე შერჩენილი. თუ თოვლზე სიარულის გამოცდილებაც გაქვთ, მასზე  დაეშვებით.  ასე სიმაღლეს გაცილებით მალე დაკარგავთ  და მუხლებსაც გაუფრთხილდებით.

შემდეგ ისევ ხეობა. ყვავილები. უამრავი ყვავილი გზად. მონატრებული სიმწვანე. და შემდეგი გენიალურობა " ჰობიტების სამოსახლო". მთელი ტერიტორია თქვენს უკან სიმწვანეში ჩაფლული ქვიანი მასივია. უზარმაზარი მთების ქვეშ რომ მოქცეულა. ზუსტად ისეთი ადგილია სადაც ჩვენს წარმოსახვაში ჰობიტებს დაუდგამთ ბინა. ჰობიტთა სამოსახლოში <3

შემდეგ კი ისევ თრუსოს ხეობა, და მშვიდობიანი გზა შინისაკენ... ^_^ 

 რჩევა:  GPS -ის ან ნამყოფი პირის  გარეშე წასვლას ნუ გარისკავთ, ვინაიდან ყველა სიკეთესთან ერთად ეს ტერიტორია ძალიან ახლოსაა სამაჩაბლოს დეფაქტო საზღვართან.

უამრავი მარშუტი არსებობს, თქვენ თვენთვის შესაფერისი უნდა შეარჩიოთ...

გისურვებთ ძალიან ძალიან მრავალფეროვან გასვლას ^_^ ...

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %