ჭაუხის უღელტეხილის გატეხვა

დიდი ხნის წინ გვინდოდა ჭაუხების უღელტეხილზე გადასვლა და აბუდელაურის ტბებზე ჩასვლა, თავიდან ზამთარში გვსურდა მარშუტის გავლა თუმცა ძლიერი ყინვების გამო გადავდეთ. 
ისე კი ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე ეს მარშრუტი მარტივში შეგვიძლია გავიყვანოთ. 
აღსანიშნავია, რომ ივნისის ბოლოს უღელტეხილზე მაინც გვხვდება თოვლი. თუმცა სიცივით იმდენად აღარ ცივა. თხელ საძილეშიც კი გატეხავ ადამიანი ღამეს.
უღელტეხილის სიმაღლე 3338 მეტრს წარმოადგენს. თუმცა სიმაღლეს იმდენად შეპარვით წევ, რომ დიდად არ გაირჯები.
მთავარია სწორი დაგეგმარება.

ჩვენ კი გაცილებით მოგებულები დავრჩით გადაწყვეტილებით, სვლა დაგვეწყო ჯუთადან.
ჯუთამდე დიდი შანსია, რომ ვინმე აგიყოლოს ადამიანი, და სამანქანო გზის ფეხით გავლა არ მოგიწევს, ჯუთადან გზას ჭაუხების ძირამდე აგრძელებ.
თქვენი არ ვიცი მეგობრები, მაგრამ მე სულ მინდა ამ ადგილას კარავი დავცე, წამოვგორდე და არაფრისკეთებაში ხედებით დავტკბე. 

ჭაუხები
იმ დღესაც ასე იყო, წამოვგორდი ქიშმიშის კვნეტას მოვყევი და ბლომად დრო გავუშვი, ცოტა დრო არ იყო გასული და დავაკვირდი, რომ ჩვენსავე მარშრუტზე დამდგარი რამდენიმე ჯგუფი გაგვცდა, სინდისმა შეგვაწუხა, ავდექით, ავბარგდით და საშუალო ტემპით დავადექით გზას.
უშუალოდ უღელტეხილამდე გზა სახალისოა, შეპარვითი აღმართი არ გღლის, პატარა მდინარეებზე დახტიხარ, წყალი მარშრუტზე ბევრია... წყურვილის მოკვლაზე ფიქრი არ გიწევს. სულ მალე თოვლში ჩამალულ უღელტეხილსაც დაინახავ და შვებას იგრძნობ, მიხვდები მესამედი უკვე ისე გაირე სუნთქვა არ აგჩქარებია... 
ჩვენს უკან ჯგუფი მოდიოდა, წინაც შევამჩნიეთ ხალხი, ნელა მიიწევდნენ წინ, რის გამოც მალევე დავეწიეთ და აღმართის კეცვას ერთად შევუდექით. აღმართი არაა ძნელად დასაძლევი, თოვლის საფარს გააჩნია რა თქმა უნდა, თუმცა ივნისი-სექტემბერი, ის პერიოდია, როდესაც ამ აღმართს მაქსიმუმ ერთ საათში აივლი ადამიანი.
მოკლედ უღელტეხილზე მალევე მოვექეცით, ნახევარი საათიც არ გჭირდება ადამიანს საშუალო ტემპით თუ დაიწყებ სიმაღლის აწევას. სიმაღლის აწევასთან ერთად თოვლის საფარიც იმატებს, თუმცა ივნისის თვეში მხოლოდ კოჭამდეღა აღწევდა.
ავედით თუ არა უღელტეხილზე ჩვენს წინ ისეთი ხედები გადაიშალა რომ მაშინვე კარავი დავეცით,

ჭაუხები

მართალია, რომ დროც გვქონდა და შნოც რომ უღელტეხილი გადაგვევლო და ტბებთან დავბანაკებულიყავით, თუმცა მთაში მხოლოდ "სასირბილოდ" ხომ არ დავდივართ, ვარჯიში და სპორტი კარგია მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მაინც ტკობააა, ხედებით და სიმშვიდით ტკბობა, რომელსაც ვერ გაექცევი. 
მოკლედ კარავი უღელტეხილზე დავეცით, ჩვენს უკან, ხელის გაწვდენაზე ყუროს მწვერვალი წამოგვდგომოდა, რომლის სიმაღლე 4071 მეტრს წარმოადგენს ზღვის დონიდან, გვერდზე მყინვარი ამოდგომოდა გვერდში ყველა მხრიდან და ყველა სეზონზე, ყველანაირ ამინდში რომ გენიალურად მშვენიერია,

მეორე მხარეს კი ჭაუხები ისე იყო აწოწილი თითქოს ამ წამს გადმოიხრებიან და გულში ჩაგვიკრავენო.

ჭაუხი

მთელი საღამო ისმოდა შურთხების ხმა ჭაუხებიდან, ყველაფერი ისეთი იდეალური იყო რომ შესწორებას ვერაფერში შეიტანდი ადამიანი, მზის ჩასვლისთანავე აგრილდა და ჩვენს კარავში შევიხიზნეთ.
დილას ადგომაზე აღარ გვიჩქარია, ვინაიდან უამრავი თავისუფალი დრო გვაქონდა, ავდექით, დილის სიწყნარეში მთაში ვისაუზმეთ და გზას დავადექით, მოვექეცით თუ არა უღელტეხილის იმ ნაწილს თავზე, საიდანაც უკვე დაშვება უნდა დაგვეწყო, როგორც მთაში იცის ხოლმე, ისე შეიცვალა წამებში ამინდი და საოცარი ნისლი ჩამოწვა.
მომსწრენი გავხდით, როგორ ყლაპავდა ნისლი გარშემო ყველაფერს და ჩვენ სწორედ რომ ამ ნისლსა და იმ ყველაფერს შორის ვიდექით,...

ნისლიანი ჭაუხი
სოაცარი კადრები იყო, თითქოს სამყაროს ხახაში ვეჩხირებოდით, რაღაც იდეალურის ნაწილი ვხდებოდით..
ვხვდებოდით წამს ვიჭერდით, როდესაც დგახარ და ვერაფერს ამბობ, მხოლოდ ტკბები ბუნების სიმშვენიერით...
და შემდეგ დავეშვით, დავეშვით ისეთ ნისლში, რომ ჩემს წინ მიმავალ მეგობარს 3 მეტრის იქით ვეღარ ვხედავდი.

ნისლიანი ჭაუხი

თოვლზე საფეხურები იყო გაკეთებული რამაც დაშვება გაგვიიოლა, თუმცა არც ამის გარეშე იქნებოდა გაუსაძლისობა, დაახლოებით მთელი საათი მოვანდომეთ საკმარისზე მეტად დამრეც ფერდობზე დაშვებას,

მალე ნისლი გაიფანტა და აღთქმული მიწასავით გამოჩნდნენ აბუდელაურის ტბები. აქაა თეთრი ტბა, ლურჯი და მწვანე ტბებიც ჩანან. მალე ადგილზე ვიქნებით...
თეთრი ტბა მართლაც რომ საოცარი სანახაობაა. არვიცი თეთრი ვინ უწოდა, მაგრამ მე ჩემს ჭკუაზე გადავარქვი და მას ყინვისფერი ტბა ვუწოდე, მის წინ დგახართ და პირველი რისი ასოციაციაც გიჩნდებათ, ეს ინტერნეტში ნანახი ალიასკას ან სანატრელი კანადის პოსტერებია... და შენ ამბობ:
-" ჯანდაბა, ამ წამს საკუთარ ოცნებას ვეხები..."

აბუდელაურებიაბუდელაურის ლურჯი ტბა
და შემდეგ ლურჯი ტბა: წამოვადექით თუ არა თავზე დავსხედით, თან წავიხემსეთ და თან ჩუმად ლეგენდაზე ვფიქრობდით: 
- იახსარს გამოქცეულმა უკანასკნელმა დევმა ტბას მისცა თავი მისგან დასამალად, იახსარი ტბაში ჩაჰყვა დევს და იქ განგმირა იგი, თუმცა დევის სისხლმა შეკრა ტბის ზედაპირი და იახსარი ტბიდან ვეღარ ამოდის სანამ წმინდა სხეულის სისხლი ტბაში ისევ არ ჩაიღვრება და წყევლას არ მოხსნის...
წმინდა სხეული, უკანასკნელი დევი, იახსარი, ჩვენი დატყვევებული იახსარი... თავში ირევა ყველაფერი, უცნაური სევდა გიპყრობს კაცს და ვერ გაგიგია როშკას უკანასკნელ დევს დასტირი, იახსარსა თუ იმ წმინდა სხეულს წყევლის მოსახსნელად რომ იბადება... 
რაც არ უნდა იყოს, დაე იყოს.
თავს ისე ვაქნევ თითქოს ღრუბლად შეკრული ფიქრები მინდა გამოვიფანტო გონებიდან, 
და მერე მწვანე ტბა, უამრავი ხალხი, ექსკურსიები თუ ცალკე მცირე ჯგუფები, ნაცნობები გზაზე რომ გეხვევიან და გკითხულობენ აქ სად ქაჯეთიდან მოხვდიო, და შენ რომ იღიმი ... იღიმი,...
მერე წვიმა, სველდები, თავს მაღლა წევ და წვიმას უშვერ სახეს, არ გინდა მეგობარმა დაგინახოს ლამის რომ ატირდე უნდა, რა გატირებს თავადაც არ იცი, მაგრამ სევდა მოგგვარა ტბებმა გულში, გინდა იჯდე და იტირო სანამ შენი ცრემლები იახსარს არ გაათავისუფლებს...
მაგრამ მოდიხარ, და ეშვები.

გზა აბუდელაურებისკენ

გზა იწელება მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ ხომ გრილა, ეგეც საქმეაო ეუბნები საკუთარ თავს. გზაზე დამდგრებს მანქანა გვეწევა: მოხუცი კაცია, -'"გზები გამყავსო მთაში, ბარისახომდე ჩაგიყვანთო," 
ჩვენც მეტი რა გვინდა და ასე ვიმოკლებთ როშკა-ბარისახოზე გადებულ კილომეტრებს, აქ სრულდება საოცარი ხედებით და ლეგენდებით სავსე ჩვენი ორდღიანი მოგზაურობა და ქალაქს ვუბრუნდებით. 
ვიღას აღსოვს იახსარი და დევები, ან ყურო და მყინვარი...
ჩამოხვალ თუ არა ცივილიზაციაში მერე ყოველთვის სტანდარტულადაა გზა შინისაკენ..

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %