54
თქმულებები ხვამლის მთაზე
ხვამლის მთა ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 2002 მეტრია. მთა დაფარულია შერეული ტყით.
ხვამლი თავისი იდუმალებით იზიდავს მნახველს.
არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ციხე-გამოქვაბულის კედლებზე დახატული ციურ მნათობთა სქემა აღმოაჩინა: ცხენზე ამხედრებული ძველეგვიპტური ისიდა და ნაყოფიერებისა და წყლის ღმერთები. როგორც სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს სქემა 5604 ვარსკვლავის განლაგებას ასახავს.
ხვამლის მთასთან დაკავშირებულია ბერძნული მითოლოგიაც. ძველი ბერძნული მითები გვამცნობენ, რომ პრომეთე ღმერთებისთვის ცეცხლის მოპარვისთვის, ზევსის განჩინებით, კავკასიონის მთაზე იყო მიჯაჭვული. მას გულ-ღვიძლს ყორანი უკორტნიდა. ქრისტემდე III საუკუნეში აპოლონ როდოსელი წერდა, არგონავტებს მდინარე ფაზისის (რიონი) გადაცურვისას მთიდან პრომეთეს გმინვა ესმოდათო. იმ მთის აღწერილობა კი ხვამლისას ემთხვევა. მთაზე მიჯაჭვული პრომეთეს გასათავისუფლებლად ჰერაკლე გააგზავნეს. მას ებრძანა, რომ პრომეთეს საპოვნელად მდინარე ფაზისს აჰყოლოდა, იქ გამოქვაბულიდან გადმომდინარე ჩანჩქერი უნდა გადაეგდო, გამოქვაბულში შესულიყო და პრომეთე გაეთავისუფლებინა. კიდევ ერთი ლეგენდის თანახმად მთაზე მაღალი ბალახი იმ ადგილას იზრდება სადაც პრომეთეს სისხლის წვეთები დაეცა.
არქეოლოგ დავით სულხანიშვილია ამბობს, რომ ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე 11 კომპლექსი აღმოვაჩინეთ და ყოველი მათგანი დაახლოებით სიგრძით 1,5 მ, სიგანით 70 სმ და სისქით 40 სმ ლოდით არის ამოქოლილი. შემდგომში კი, საუკუნეების განმავლობაში, შესასვლელები მიწამ, ბალახმა და ეკლიანმა ბუჩქებმა დაფარა. ამ ადგილს ეწოდება მაყვლოვნის გორა.
არსებობს სხვა თქმულებაც: ხვამლს ნოეს კიდობანიც მიადგა და მის მიდამოებში ქართველების პირველი წინაპარი დაესახლებინა.
კიდევ ერთი თქმულების მიხედვით, მთის ქვაბულებში მეფეთა განძია გადამალული. ამ ვერსიას უკავშირებენ ისტორიას, რომ სტალინის ბრძანებით ხვამლის მთავარ ციხე-ქვაბულში 1939 წელს ცნობილი მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე ავიდა, რომელმაც განაცხადა, - იქ არაფერიაო.
ხვამლი დღესაც იზიდავს, არქეოლოგებს, ექსტემალური ტურიზმის მოყვარულებს და მათ ვისაც ამ თქმულებების სჯერა.